Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ სტაფილოზე შესაშური მოსავლის ასაღებად. გამოცდილი მებოსტნეების თქმით, სტაფილოს უბრალო წყლით მორწყვა არ ყოფნის. კულტურა უპრეტენზიოა, მაგრამ ყურადღება და სწორად მორწყვა სჭირდება. მდიდარი მოსავლის ასაღებად აკონტროლეთ, რამდენი წყლით და რამდენად ხშირად რწყავთ. მიწის ტიპიც უნდა გაითვალისწინოთ. მულჩირებულ კვლებზე სტაფილოს იშვიათად, მაგრამ უხვად მორწყვა სჭირდება. მძიმე მიწაში უფრო ხშირად მორწყეთ, წინასწარ რამდენიმე საათით ადრე მიწა გააფხვიერეთ.ივლისში მორწყვას ყურადღება მიაქციეთ. შუა ზაფხულში სტაფილო ფესვების და ფოთლების განვითარებას იწყებს, მსხვილი ფოთლები კარგი მოსავლის ნიშანია. ამ ეტაპზე უხვად უნდა მორწყათ. წყლის დაგუბება არ უნდა დაუშვათ, რომ ბოსტნეული არ დალპეს. ივლისში იშვიათად, მაგრამ კარგად მორწყეთ. 5-7 დღეში ერთხელ უხვად მორწყვა საკმარისია. ცხელ ამინდში უფრო ხშირად, 3-4 დღეში ერთხელ მორწყეთ, რომ სტაფილო არ გახმეს. სტაფილოს ცივი წყალი არ უყვარს. წყალი ქუჩაზე, მზეზე გამთბარი უნდა იყოს. აგვისტოში ბოსტნეული თავის მაქსიმუმამდე იზრდება. ამ პერიოდში ბევრი წყალი აღარ სჭირდება. თვეში 1–2–ჯერ მორწყვა ყოფნის.
რა დავუმატოთ წყალს მოსავლის გასაუმჯობესებლად – სტაფილოს შემთხვევაში უბრალო წყალი საკმარისი არაა, რომ კარგი მოსავალი აიღოთ. მთელ სეზონზე ორჯერ მარილიანი ხსნარით მორწყეთ. მარილი აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების ათვისებას აუმჯობესებს და ბოსტნეულს მავნებლებს აშორებს. მარილიანი წყალი მცენარეს ლპობისგან იცავს. 10 ლ წყალზე 15 გ სუფრის მარილი საკმარისია. კარგად აურიეთ. გამოყენებამდე მიწა უბრალო წყლით მორწყეთ. ხსნარის ეს რაოდენობა 2 კვადრატული მეტრი კვლის დასამუშავებლად საკმარისია. ფესვების ქვეშ მორწყეთ.
ხალხური რჩევები – ტკბილი სტაფილოს მისაღებად ქიმიური მინერალური სასუქების გამოყენება აუცილებელი არაა, შეგიძლიათ ხალხურ ხრიკებს მიმართოთ. ივლისში ნაცრით გამოკვებეთ, რომ სტაფილომ ბევრი კალიუმი მიიღოს. კალიუმი ძირნაყოფის ფორმირებაში ეხმარება. 10 ლ თბილ წყალს 1 ჭიქა ნაცარი დაუმატეთ და აურიეთ. მაშინვე გამოიყენეთ, რომ სასარგებლო თვისებებმა დაკარგვა ვერ მოასწროს. თამბაქოს მტვრის დახმარებით ნაყოფი უფრო ტკბილი ხდება. რიგებს შორის დაყარეთ. დროდადრო განაახლეთ. მისი დახმარებით მოიშორებთ სტაფილოს ბუზსაც, რომელიც მცენარეს ძლიერ ვნებს. მის მოშორებას ნიშადურის სპირტითაც (1-2 ს/კ 10 ლ წყალზე) შეძლებთ, მაგრამ ასეთი ხსნარი გაზაფხულსა და ივნისში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ხსნარით სტაფილოს ბუზს მოაშორებთ და ნიადაგს აზოტით გამოკვებავთ.