შავი, წითელი თუ თეთრი მოცხარი: რა განსხვავებაა სახეობებს შორის და რომელია უკეთესი

995

ზაფხული ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ხილ–ბოსტნეულით გვახარებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ცივი კენკრის კომპოტი, რომელიც ორგანიზმს ავსებს სასარგებლო მიკროელემენტებით, რომელიც ზამთარში ასე გვაკლდა. მოცხარით ძალიან გემრიელი და არომატული სასმელი გამოდის. Vivien გიამბობთ, რომელი სახეობის მოცხარია უფრო სასარგებლო.

მოცხარი სულ რაღაც 500 წლის წინ აღმოაჩინეს. ამ დროში ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ხალხმა მისი სასარგებლო თვისებები და გემო ღირსეულად დააფასა. მოცხარი როგორც კულინარიაში, ასევე ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება.

  • შავი მოცხარი – ამ ბუჩქის კენკრას, კვირტებს და ფოთლებს სამკურნალოდ იყენებენ. შავი მოცხარის კენკრა ბევრ C ვიტამინს (უფრო მეტი მხოლოდ  ხურტკმელშია) შეიცავს. ფოთლები მოსავლის აღების შემდეგ შეგიძლიათ დაკრიფოთ. როგორც ახალი, ასევე ხმელი ფოთლები გამოგადგებათ. სოუსის, სასმელის, სოკოს და ბოსტნეულის დასამწნილებლად გამოიყენეთ. შავი მოცხარის კვირტები იმავე მეთოდით, ოღონდ მცირე კონცენტრაციით გამოიყენეთ. შავი მოცხარი C ვიტამინს, ეთერზეთს, კაროტინს და ფიტონციდს შეიცავს.
  • წითელი და თეთრი მოცხარი – სინამდვილეში, ორივე ერთი და იგივე სახეობაა. ყვითელი, წითელი, თეთრი ან ვარდისფერი კენკრა იგივე წითელი მოცხარია. მასში ნაკლები შაქარია (უფრო მჟავეა) და მეტი თავისუფალი მჟავა. ეს სახეობა როგორც C, ასევე Р ვიტამინს შეიცავს. წითელი მოცხარი კარგია იმუნიტეტის აღსადგენად, მადის გასაზრდელად. წითელი მოცხარის ფოთლები და კვირტები გამოუსადეგარია, მხოლოდ კენკრა გჭირდებათ. მისგან გემრიელ მურაბას, ჯემს, სასმელს მოამზადებთ.

კენკრის სასარგებლო თვისებების შენარჩუნების მეთოდი

  1. მოცხარის ახალი კენკრა ღვეზელის, კექსის, კომპოტის, სმუზის და კრემის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  2. შავი მოცხარი მაცივარში 2 კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ, ხოლო წითელი – 2 თვემდე! ასე მოსაფიქრებლად დრო გექნებათ, თუ სად გამოიყენოთ.
  3. მოცხარის კენკრა შეგიძლიათ გაყინოთ. ასე ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს 3 თვით შეინახავთ. ამის შემდეგ მხოლოდ გემოთი შეძლებთ დატკბობას.
  4. მოცხარის მურაბა შეგიძლიათ მოამზადოთ. კენკრის ჯემი, წვენი, სიროფი, ჟელე და პოვიდლო ძალიან გემრიელია. მოცხარი დაამწნილეთ ან გაახმეთ.

არსებობს კიდევ ერთი სახეობა, ოქროსფერი მოცხარი, რომელსაც ასევე კოწახურს უწოდებენ. კენკრის გემო ტკბილი და გაჯერებულია. ოქროსფერი მოცხარი ბევრ ვიტამინს და სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. რომელი მოცხარის სახეობაა თქვენი ფავორიტი?