პომიდვრის გამოკვება და მოვლა ყვავილობის დროს. რა ვუყოთ ნამხარს

3166

დელიკატურ ნერგებზე სათუთი მოვლის პერიოდი და გრუნტში გადარგვის საპასუხისმგებლო მომენტი ჩავლილია. აი, თქვენი მცდელობით პომიდორი უხვი ყვავილობით მადლობას გიხდით. ახლა მზრუნველ მებოსტნეს ახალი კითხვები აწუხებს. Vivien გიამბობთ, რა გააკეთოთ ახლა, როცა პომიდორი აყვავდა: რით გამოკვებოთ, როგორი ფორმა მისცეთ ბუჩქს და საჭიროა თუ არა ნამხარის მოშორება.

პომიდორი აყვავილდა: ბუჩქის ფორმირება და სხვა მნიშვნელოვანი ქმედებები – დაგვეთანხმეთ, რომ გაშლილი ფოთლების მქონე ძლიერი ბუჩქის შემხედვარე გული სიხარულით გვევსება. სათბურში პომიდვრის ტყე მდიდარი მოსავლის გარანტია არაა. საქმე იმაშია, რომ პომიდორი ბუნებით, თუ საკმარისი ტენიანობა აქვს, ბევრ ნამხარს ზრდის. ჩვეულებრივ, ღეროს განშტოება პირველი ყვავილობისას იწყება. ასევე ნამხარი თითოეული ფოთლის უბეში ზრდას იწყებს. თუ ახალ ტოტებს ზრდის საშუალებას მისცემთ, ღეროებად სწრაფად გადაიქცევა. ფესვებმა მკვებავი ნივთიერებები დამატებით ღეროებზე რომ არ დახარჯოს, ჩაერიეთ და ბუჩქის ფორმირება დაიწყეთ. 2 მთავარი ღერო დატოვეთ, დანარჩენი მოაშორეთ. ქვედა ფოთლებიც, რომელიც მიწას ეხება, მოაშორეთ, რომ პომიდორი ფიტოფთორისგან დაიცვათ. გაწეული სამუშაოს შემდეგ მცენარე მთელ ძალას ყვავილობისა და ნასკვების და არა ფოჩების ფორმირებისკენ მიმართავს. სწორედ ეს გვჭირდება.

რით გამოვკვებოთ აყვავებული პომიდორი – ყვავილობის პერიოდში მნიშვნელოვანია სასუქის მიწოდება, რომელიც უზრუნველყოფს არა მწვანე მასის ზრდას, არამედ ეფექტურ ყვავილობას ფუჭყვავილების გარეშე და ტკბილი ნაყოფის მომწიფებას. ამ მისიას ბორის მჟავა შეასრულებს. ის ნასკვების კვებას არეგულირებს და ნაყოფს შაქრით ამდიდრდებს. ბორის მჟავა პარაზიტებისა და დაავადებებისგან დამატებით დაცვასაც უზრუნველყოფს. პრეპარატი აფთიაქში ან ყვავილების მაღაზიაში იყიდება. 1 ჩ/კ ბორის მჟავა 0,5 ლ ცხელ (70-80 გრადუსი) წყალში გახსენით. აურიეთ, რომ კრისტალები ბოლომდე გაიხსნას. ამის შემდეგ მიღებული კონცენტრატი 10 ლ წყალში გააზავეთ.

მნიშვნელოვანია! ბორის მჟავის კრისტალები ცივ წყალში არ იხსნება. სწორედ ამიტომ, თუ მაშინვე ვედრო წყალს დაუმატებთ, კრისტალები პომიდვრის ფოთლებს მიეკვრება და დამწვრობას გამოიწვევს.

ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით და მცენარე დაამუშავეთ. ეცადეთ, რომ სასუქი ბუჩქს ყველა მხრიდან მოხვდეს: ღეროს, ფოთლების ზედა და ქვედა ზედაპირებს, ყვავილებს. პომიდორი ბორის მჟავით გამოკვებეთ კვირტების გამოჩენისას, ყვავილობის დროს და ნასკვების ფორმირებისას. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გამოკვება უმჯობესია საღამოს, როცა მზე აქტიური არაა, ან გრილ ამინდში.

პომიდვრის კარგი მოსავალი რომ მიიღოთ, ბუჩქები სწორად უნდა ჩამოაყალიბოთ: მაქსიმუმ 2-3 ღერო დატოვეთ და ქვედა ფოთლები მოაშორეთ. გამოკვება არ დაგავიწყდეთ: იდეალურია, თუ ყვავილობის პერიოდში 3-ჯერ გამოკვებავთ. წარმატებას და უხვ მოსავალს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს