პიტნის სახეობები და მახასიათებლები: როგორ შევარჩიოთ ყველაზე არომატული

875

პიტნის 25 სახეობა არსებობს. ერთი შეხედვით, ძალიან მსგავსია, მაგრამ ბევრი განსხვავება აქვთ. მაგალითად, პიტნის ზოგიერთი სახეობა პარფიუმერიაში აქტიურად გამოიყენება, სხვები – ფარმაკოლოგიაში. ყველას ძლიერი არომატი და სამკურნალო თვისებები აერთიანებს. Vivien გიამბობთ პიტნის სახეობებზე, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. დღევანდელი სტატიის დახმარებით პიტნის ჯიშებში უკეთ გარკვევას შეძლებთ და ბაზარზე ან მაღაზიაში აირჩევთ პიტნის იმ სახეობას, რომელიც დასახული მიზნისთვის შესაფერისია.

პიტნის სახეობები და მათი განსხვავებები

  • ბაღის პიტნა – ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ჯიში. ხალხური მედიცინის წყალობით მის შესახებ ბევრს სმენია. ბაღის პიტნა ამ სფეროში აქტიურად გამოიყენება. საქმე იმაშია, რომ სისხლძარღვების გამაფართოებელ და ნაღვლმდენ თვისებებს ფლობს, ასევე ტკივილს აქრობს და შებერილობას ხსნის.
  • შოკოლადის პიტნა – ეს სახეობა კულინარიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება. ძლიერი არომატის წყალობით სოუსი, ნაყინი და ცომეული წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. პიტნის ამ სახეობით ჯემს ზამთრისთვის აკეთებენ. ასეთი ტკბილეულის ქილა მყისიერად ქრება.
  • მენთოლის პიტნა – თავად სახელი მიუთითებს, რომ ამ სახეობას ძლიერი გამაგრილებელი სუნი აქვს. სასუნთქი გზების სამკურნალოდ ძალიან სასარგებლოა. თუ სისუსტეს, სხეულის მტვრევას გრძნობთ ან ხველა გაწუხებთ, მენთოლის პიტნის ფოთლებით და კოვზი თაფლით ჩაი გაიკეთეთ. სურდოს სამკურნალოდ ამ სასარგებლო და გემრიელ სასმელზე უკეთეს მედიკამენტს ვერ იპოვით.
  • ლიმონის პიტნა – ასეთ პიტნას ხალხში სხვადასხვა სახელს უწოდებენ. მაგალითად, საფუტკრის პიტნა. ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახელია ბარამბო. ამ მცენარის ნაყენი წნევას ამცირებს, უძილობას ებრძვის, ნერვებს აწყნარებს.
  • სახლის პიტნა – მცენარის უპრეტენზიო სახეობა, რომელიც ფანჯრის რაფაზე მოყვარულსაც შეუძლია გაზარდოს. მთავარია, მცენარეს ბევრი მზის სინათლე მიაწოდოთ, რადგან ბნელ კუთხეში მისი დადება არ შეიძლება. ამაზე დამოკიდებულია, რამდენი ეთერზეთი ექნება ფოთლებს. ხელსაყრელ პირობებში გაზრდილი სახლის პიტნა ჩრჩილების საწინააღმდეგო საშუალებადაც გამოგადგებათ. საკმარისია, რამდენიმე ფოთოლი ბამბის ტომარაში ჩადოთ. ასე ქურქის მჭამელებს მოიშორებთ.

ზაფხულში, სანამ პიტნა ყვავის, ხშირად მოიხმარეთ, ჩაის დაუმატეთ. ცხელ ამინდში გრილი სასმელი ყინულით და გამაგრილებელი მცენარით მოამზადეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს