3 მეთოდი, როგორ გავზარდოთ ტყის სოკო ბაღში მარტივად

827

ვის არ უყვარს ტყის სოკო? პროდუქტს პირდაპირ ბუნების სუნი ასდის, ხოლო მისგან მომზადებული კერძი წარმოუდგენლად გემრიელია. ყოველთვის არ გვაქვს დრო და შესაძლებლობა, რომ წყნარი ნადირობისთვის ტყეში წავიდეთ. მაღაზიებში ტყის სოკო იშვიათად გვხვდება. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ტყის სოკო აგარაკზე შეგიძლიათ გაზარდოთ? დიახ, ქალაქგარეთ პატარა ნაკვეთი ან სახლის ქვეშ პატარა ბაღი სოკოს უხვი მოსავლისთვის შეიძლება პლაცდარმი გახდეს.

როგორ გავზარდოთ ტყის სოკო აგარაკზე: 3 მეთოდი

ნაკვეთზე ხე უნდა გქონდეთ, რომ სოკო გაზარდოთ. ფოთლოვანი ან წიწვოვანი ხეების ფესვების გარეშე სოკო ვერ გაიზრდება. გარდა ამისა, ხე მინიმუმ 10 წლის უნდა იყოს. თუ ნაკვეთზე არყის ხე გაქვთ, ბებერა სოკო ან ვერხვისძირა შეგიძლიათ დარგოთ. თუ აგარაკს წიწვოვანი ხეები ამშვენებს, თეთრ ან მჭადა სოკოს  უპირატესობა მიანიჭეთ. მიქლიო ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ქვეშ შეგიძლიათ გაზარდოთ.

სოკოს „ნერგი“-უმარტივესი მეთოდი სოკოს გასამრავლებლად, რომელიც დუმასოკოსთვის შესაფერისია. ძველი სოკოს ქუდები წვრილად დაჭერით ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ. ამ დროში ხის ქვეშ მიწა კარგად ამოთხარეთ და კომპოსტით გაამდიდრეთ. შერჩეულ ადგილას სოკოს ნაყენი დაასხით და ფოთლები მოაყარეთ. მშრალ ამინდში ნერგის მორწყვა აუცილებელია. სოკოს ამ მეთოდით გასაზრდელად მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია. 1 წელში მოსავალს მიიღებთ.სხვა მეთოდიც გამოგადგებათ. სოკოს ქუდები დააბლენდერეთ, თანაბარი პროპორციით წყალს აურიეთ. 1 ს/კ საფუარი და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და 2 კვირით ბნელ ადგილას გაიტანეთ. ამის შემდეგ 100 გ სოკოს ნარევი 10 ლ წყალში გააზავეთ და მორწყეთ ნაკვეთი, სადაც მოსავლის მიღება გსურთ.

მიცელიუმის გადანერგვა-მიცელიუმის პატარა ნაჭრები ფრთხილად ამოთხარეთ იმ ადგილიდან, სადაც საჭირო სოკო იზრდებოდა. აგარაკზე ორმოში (არა ღრმა) ჩადეთ და დამპალი ფოთლებით ან წიწვებით დაფარეთ. მსუბუქად დატენიანება არ დაგავიწყდეთ (არ მორწყათ). მშრალ ამინდში მიწა დანამეთ, რომ სველი იყოს. მიცელიუმი რომ გადარჩეს, შაქრიანი ხსნარით (10 გ შაქარი 10 ლ წყალზე) შეგიძლიათ გამოკვებოთ. ზამთარში ხავსით ან ფოთლებით დაფარეთ, ხოლო გაზაფხულზე მათი მოშორება არ დაგავიწყდეთ.

სოკოს გაზრდა მიცელიუმიდან-პოპულარული მეთოდია. მზა მიცელიუმი ბაღის მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ. ადგილი ხის ჩრდილში, სადაც მიწა ტენიანია, იდეალურია. ხის ღეროდან 0,5 მ მანძილზე მიწის ზედა ფენა, დაახლოებით 0,5 სმ სიღრმეზე ამოიღეთ. 20 სმ ფენა სუბსტრატი დაუმატეთ, შემდეგ 10 სმ მიწა მოაყარეთ. ახლა მიწასთან შერეული კომპოსტი და ბოლოს მიწასთან არეული მიცელიუმი დაუმატეთ. ზემოდან მიწა მოაყარეთ, მორწყეთ და ფოთლები დააფარეთ. ნაკვეთი რეგულარულად მორწყეთ.

ტყის სოკოს სახლის პირობებში გაზრდით მის ხარისხსა და ქიმიკატების არ არსებობაში დარწმუნებული იქნებით. ტყეში წასვლა საჭირო არაა, რომ საღამოს კარტოფილი არომატულ სოკოსთან ერთად მოამზადოთ. მთელი მოსავალი ახლოს გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს