რჩევები, როგორ მივაღწიოთ იორდასალამის უხვ ყვავილობას და მთელი ზაფხული ახალი კოკრებით დავტკბეთ

527

თუ ვარდი „ბაღის დედოფალია“, მეფის ტიტული იორსადალამს შეხვდა. ეს ნათელი და აყვავებული ყვავილი ნაკვეთზე თითქმის ყველას აქვს. მცენარე უპრეტენზიოა, მაგრამ ზოგი ბუჩქი კოკრებით დახუნძლულია, სხვებზე – მხოლოდ 1–2 კოკორია. მფლობელებს სურთ, როომ იორდასალამის უხვი ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათ მინიმალური ყურადღება სჭირდებათ.გამყიდველის ლანძღვა არ იჩქაროთ, თუ პირველ წელს თქვენმა მცენარემ პატარა კვირტები გამოუშვა. ეს ნორმალურია, რადგან ყვავილი ახალგაზრდაა. ხშირად ისე ხდება, რომ ფურცლების შეფერილობა ჯიშს არ ემთხვევა. რამდენიმე წლის შემდეგ ბუჩქი გაძლიერდება. მეზობლებს კვირტების ზომის, რაოდენობის და ხანგრძლივი ყვავილობის რომ შეშურდეთ, 5 წესი დაიცავით.

როგორ უზრუნველყოთ იორდასალამის ხანგრძლივი და უხვი ყვავილობა

იორდასალამის მორწყვა – თუ წვიმიანი ზაფხულია და სითბოთი იშვიათად გახარებთ, ყვავილს დამატებითი მორწყვა არ სჭირდება. მშრალი და ცხელი ამინდის პირობებში პერიოდულად მორწყვა მოგიწევთ. და არა მაშინ და როგორც მოგინდებათ, არამედ წესების მიხედვით.მარტივი გრაფიკი: იორდასალამი 1-1,5 კვირაში ერთხელ მორწყეთ. ორი ეტაპი არსებობს, რომლის დროსაც ტენიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველი მაისის ბოლოს იწყება და ივლისის დასაწყისამდე გრძელდება. ამ პერიოდში ბუჩქი აქტიურად იზრდება და კოკრებს ქმნის. მცენარე შუა ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე მომავალი წლისთვის კვირტებს აყალიბებს.მორწყვისას გავრცელებული შეცდომა: ძირთან ახლოს წყლის დასხმა. პრობლემა იმაშია, რომ აქ არაა ფესვები, რომელთაც სითხის შთანთქმა შეუძლიათ. შეწოვის ზონა ცენტრიდან 20-40 სმ მანძილზე მდებარეობს. ეს მცენარის ასაკზეა დამოკიდებული.ყვავილმა მთელი წყალი რომ შეიწოვოს, მის გარშემო 10 სმ სიღრმის თხრილი ამოთხარეთ. ერთ მორწყვაზე ბუჩქს 3-4 ვედრო წყალი დაუმატეთ. მიწა საღამოს დაატენიანეთ. ასე სითხე არ აორთქლდება.

მიწის გაფხვიერება-მორწყვისთანავე ხელსაწყო ხელში აიღეთ, რომ მიწა გააფხვიეროთ. ასე ჰაერი მიწაში მარტივად მოხვდება. ასეთ მიწაში ფესვები სწრაფად იზრდება. ფესვები რომ არ დააზიანოთ, ხელსაწყო ძირთან ახლოს მაქსიმუმ 5-7 სმ სიღრმეზე ჩაარჭეთ და 10-15 სმ–ზე მცენარიდან 20 სმ–ს მანძილზე.

დროული გამოკვება-თუ დარგვისას გამოკვებაზე იზრუნებთ, 2 წელი ამ პუნქტზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. მოგვიანებით ყვავილი სეზონზე 4-ჯერ უნდა გამოკვებოთ. მანამდე უხვად მორწყეთ (თუ, რა თქმა უნდა, წვიმა არ იყო).

  1. პირველი წითელი ყლორტები დაინახეთ, დროა გამოკვებოთ. პირველი კვებისთვის 1 ს/კ ამონიუმის ნიტრატი 10 ლ წყალში გააზავეთ. 1 ბუჩქზე 1 ვედრო გამოიყენეთ (იგივე თხრილები შეგიძლიათ გამოიყენოთ). შემდეგ გარშემო ნეშომპალის თხელი ფენა მოაყარეთ.
  2. ამის შემდეგ გამოკვებეთ, როცა მცენარე კვირტებს გამოიღებს. ამჯერად მშრალი სასუქი დაგჭირდებათ. 0,5 ამონიუმის ნიტრატი, 0,5 სუპერფოსფატი და 0,3 კალიუმის მარილი აურიეთ. მიღებული ნარევი ბუჩქის ძირში მიმოყარეთ და გათხარეთ.
  3. როცა იორდასალამი აყვავილდება, წინა პუნქტი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
  4. უკანასკნელი ყვავილის გახმობის შემდეგ ბოლოჯერ გამოკვებეთ. ამჯერად მენიუშია 0,5 ს/კ სუპერფოსფატი და 0,3 ს/კ კალიუმის მარილი.

კვირტების მოშორება-კვირტების მოშორებით უხვ ყვავილობას მიაღწევთ. ფურცლების დაცვენას არ დაელოდოთ, არამედ ჭკნობის პირველივე ნიშანზე მოჭერით. ასე მცენარის ძალებს დაზოგავთ და ნაცრისფერი ლპობისგან დაიცავთ.სასურველია, პირველი ორი წელი მინიმუმი კვირტები დატოვოთ, რომ მცენარემ ფესვების სისტემის გასავითარებლად ენერგია მოიკრიფოს. თუ მოსაჭრელად მსხვილი ყვავილის გაზრდა გსურთ, მაშინ გვერდითად ყლორტები მოჭერით, სანამ მდოგვის ზომისაა. გააჩერეთ და უფრო უხვ და ხანგრძლივ ყვავილობას მიიღებთ, მაგრამ პატარა ყვავილები ექნება.

ბუჩქის გაახალგაზრდავება-იორდასალამი მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც თქვენს შვილიშვილებს მემკვიდრეობით შეგიძლიათ გადასცეთ. ბუჩქი დროთა განმავლობაში სუსტდება და უხვი ყვავილობა წარსულში რჩება. მცენარე რომ გაახალგაზრდავოთ, ყოველ 8-10 წელიწადში ერთხელ რამდენიმე ახალ მცენარედ დაყავით.ბუჩქს ძირიდან 10-20 სმ სიმაღლეზე ტოტები მოაჭერით. თითოეულ კალამს 2-3 კვირტი და 10 სმ სიგრძის ახალი ფესვები უნდა ჰქონდეს. პროცედურა მხოლოდ აგვისტოში შეგიძლიათ ჩაატაროთ.

ამ მარტივი რეკომენდაციების დაცვით ბაღს უხვად აყვავებული ყვავილებით დაამშვენებთ. ზღაპრული და არომატული თაიგული ოთახს გააცოცხლებს ან დედის, დაქალის ან ქალიშვილის განწყობას აამაღლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს