ანტარქტიდას მკაცრი პირობების გამო „თეთრ მარსს“ უწოდებენ. 2005 წელს ფრანგულ-იტალიური სამეცნიერო სადგური „კონკორდია“ ააშენეს, სადაც ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) თავის კვლევებს ატარებს. სადგურის იზოლაციის, ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის, სინათლის და ჟანგბადის უკმარისობის პირობებში ერთდროულად ცხოვრობს და მუშაობს დაახლოებით 60 ადამიანი, რომლებმაც ხანგრძლივი მომზადება გაიარეს, მუშაობის პერიოდი კი – 9-12 თვეა. თავად სადგური ორი ცილინდრული შენობაა: პირველს „მშვიდს“ უწოდებენ, სადაც ლაბორატორია, საცხოვრებელი ადგილი და საავადმყოფო მდებარეობს, მეორეს კი „ხმაურიანს“: აქ განთავსებულია სახელოსნოები, სპორტული დარბაზი, საწყობი, სასადილო, კინოთეატრი და დასასვენებელი ოთახი.
დღეს გიამბობთ სადგურ „კონკორდიაზე“ და როგორ ცხოვრობენ ადამიანები იქ.
1.ანტარქტიდის საშუალო ტემპერატურა მინუს 50 გრადუსია. ყველაზე დაბალი მინუს 80.
ზაფხულშიც კი მინუს 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა არაა. აქ ბევრი ჩვეულებრივი ბაქტერია არსებობს ვერ ახერხებს, უბრალოდ ქუჩაში გამოსასვლელად კი რამდენიმე ფენა ტანსაცმლის ჩაცმა, სპეციალური ფეხსაცმელი, მოცულობითი ხელთათმანები და სათვალეები დაგჭირდებათ – ყველაფერი ეს ასტრონავტის კოსტიუმს არაფრით ჩამოუვარდება.
„კონკორდია“ ზღვის დონიდან 3,300 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ამიტომ ჰაერი აქ გათხევადებულია, რაც იმას ნიშნავს რომ აქ ნაკლები ჟანგბადია. ასევე ის იდეალურად სუფთაა და სუნი საერთოდ არ აქვს. დიდ დედამიწაზე დაბრუნებისას, მკვლევარები თავის შოკს გამოხატავენ სუნების სიმრავლის და ძალის გამო, მაშინაც კი როცა უბრალოდ ქუჩაში დადიხართ.
2.წელიწადის 4 თვეს სიბნელეში ატარებენ
ანტარქტიდაზე ტრადიციული გაგების დღე და ღამე არაა: ზამთარში აქ მზე ჰორიზონტზე არ ჩანს, ზაფხულში კი მის ქვემოთ არ ჩადის. 4 თვეს ადამიანები სიბნელეში ატარებენ. რის გამოც დღიური რიტმი დარღვეული აქვთ და ზოგჯერ დაძინება ან გაღვიძება უჭირთ – თითქოსდა შუა ღამეში ცხოვრობთ. პირველი მზის სხივების გამოჩენა აქ ნამდვილი დღესასწაულია: ყველა საქმეს ტოვებს, სახურავებზე ადის და აკვირდება თუ 4 თვის განმავლობაში პირველად მზე როგორ ამოდის.
3.უახლოესი სუპერმარკეტი – 4000 კმ-ში
„კონკორდია“ ცივილიზაციიდან შორს იმყოფება და იქ მოხვედრა რთულია. მძიმე წონის ტვირთი მარხილის ქარავნით ამოაქვთ (მოტანას 10-12დღე სჭირდება), მსუბუქი წონის ტვირთი და პროდუქტები კი მიეწოდებათ მცირე ზომის თვითმფრინავით, რომელიც ზუსტად ექსტრემალური ტემპერატურისთვის არის შექმნილი.
მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი სუპერმარკეტი სადგურიდან 4000 კმ-შია, ეს იმას არ ნიშნავს რომ სადგურის მკვლევარები პურზე და წყალზე გადადიან. აქ ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებს, ახალ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ხოლო მრავალ ნაციონალური გუნდის წევრები თავის ტრადიციულ კერძებს ამზადებენ. ბევრ პროდუქტს გაყინულს ინახავენ, კვერცხს კი გახეხილს.
ალექსი ეკაიკინი, გლაციოლოგი (მეცნიერი, რომელიც ყინულს სწავლობს), სადგურზე ყოფნის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „მიწოდებაზე საუბრობს შემდეგი ფაქტი: ზუსტად დღეს შიდა ელექტრონული ფოსტით ყველას მოუვიდა წერილი, რომ რძე გათავდა და ყველას მოუწევს ფხვნილის გამოყენება, სანამ ახალი პარტია ჩამოვა. ანტარქტიდის ცენტრში ახალი რძე დამთავრდა, აი უბედურება!“
4.ზამთარში სადგური მთლიანად იზოლირებულია
ზამთარში სადგურიდან გამოსვლა შეუძლებელია: დიდ დედამიწასთან არანაირი კავშირი არაა და თუ რამე დაუგეგმავი მოხდება, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. სწორედ ამიტომ აქ კარგად აღჭურვილი საავადმყოფოა, სადგურის დიდი ნაწილი კი საწყობს უკავია. პროდუქტი ასევე სადგურთან ახლოს საწყობებში ინახება.
ჩვეულებრივ ზამთარში სადგურში 15 კაცი რჩევა, ამიტომ უმეტესობას აქ 2 სპეციალობა აქვს – მაგ., მეწყალსადანემ შეიძლება საოპერაციო შეამოწმოს, ხოლო შეფ-მზარეული ამავდროულად მეხანძრეა.
5.სადგურზე იკვლევენ, თუ რა გავლენას ახდენს მკაცრი პირობები ადამიანებზე. ეს მომავალი კოსმოსში გაფრენისთვის აუცილებელია
სრული იზოლაციის შეგრძნება იწვევს სტრესს და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ გართულებას, მაგრამ ეს კვლევის საგანს წარმოადგენს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ცოდნა ადამიანს სხვა კოსმოსური ფრენისთვის მოამზადებს, საფრენ აპარატებს გააუმჯობესებს და მოიფიქრებენ იმას, თუ როგორი იქნება მთვარესა და მარსზე პირველი სადგური. გუნდის ყველა წევრი ვიდეო ჩანაწერებს აკეთებს და მუდმივად სპეციალური საათები უკეთიათ, რომ ძილის და სიფხიზლის დრო დააფიქსირონ, აკვირდებიან ვინ, რამდენ და სად ატარებს დროს, ვისთან ურთიერთობს. შემდეგ ინფორმაციის ანალიზი ხდება, რომ ადამიანების ქცევის ცვლილებები გაანალიზონ.
გარდა ამისა, სადგურზე პარალელურად 20 სამეცნიერო პროექტი მიმდინარეობს: მუშაობენ სეისმოლოგები, ასტრონომები, მეტეოროლოგები, კლიმატოლოგები, ფიზიკოსები და გლიაცოლოგები.
6.სადგურზე არა მხოლოდ მუშაობა, არამედ გართობაც იციან
სადგურის თანამშრომლებს საინტერესო გართობა უყვართ: მკვლევარები ატარებენ ექსკურსიებს თავიანთ ლაბორატორიებში და ერთმანეთს თავიანთ სამუშაოზე უყვებიან, კალათბურთს თამაშობენ თოვლში, დისკოთეკა და კოსტიუმირებული საღამოები უყვართ. ზოგჯერ გუნდი ვიდეოთი მოსწავლეების და სტუდენტების კითხვებს პასუხს სცემენ, საახალწლოდ კი შეიძლება იტალიის პრეზიდენტს დაურეკონ.
ბევრი ცდილობს სხვა ეროვნების თანამშრომელთან ურთიერთობას, რომ ენა გაიუმჯობესოს, რადგან აქ ნამდვილად მრავალ ეროვნული გუნდია: ფრანგი, შვედი, იტალიელი, ინგლისელი და რუსი.
- სადგურზე შხაპის მიღების დროს მოშარდვა აკრძალულია
„კონკორდიაზე“ წყალს თოვლისგან ქმნიან. მათ გასადნობად, ბევრი გაზია საჭირო, ამიტომ საჭიროა წყლის ეკონომია: შხაპის დროს გამოყენებული წყალი იწმინდება და კვლავ შხაპისთვის მიეწოდებათ. ამ მიზეზით საკუთარი საპნის ან შხაპგელის გამოყენება არ შეიძლება: აქ ყველას სპეციალურ საშუალებას 3 -1-ში აძლვევენ, რომელიც გაწმენდას ექვემდებარება. ასევე შხაპის დროს მოშარდვა არ შეიძლება, რადგან სისტემა ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს. თუ კონტროლიორები წყალში ამიაკის მაღალ დონეს შენიშნავენ, ამის შესახებ თათბირზე აუცილებლად იტყვიან და მოითხოვენ, რომ ასე აღარ მოიქცნენ.
თქვენ ანტარქტიდაზე წასვლას ისურვებდით?