როცა მებოსტნე ნივრის გაზრდას იწყებს, ორი რამ აღელვებს. პირველ რიგში, ზედა ნაწილი რომ არ გახმეს და გაყვითლდეს, მეორეც, ფესვები უფრო დიდ თავებად გადაიქცეს. Vivien გასწავლით, როგორ გამოკვებოთ ნიორი, რომ თქვენი მოლოდინები გამართლდეს. ნიორი ორ ეტაპად იზრდება: თავიდან მწვანე მასა ვითარდება, შემდეგ მიწისქვეშა ნაწილი. ორივე ეტაპზე მცენარე ბედის ანაბარად არ უნდა მიატოვოთ, არამედ დროული კვებით დაეხმაროთ. უდავოდ, შეგიძლიათ ისე დატოვოთ, როგორც არის, მაგრამ ასე შემოდგომაზე შეგროვებული თავები მხოლოდ ტყვიებად გამოგადგებათ.
ნივრის გამოკვება: 2 სასუქი გასაზრდელად და მოსავლის ასაღებად – ნაადრევ გაზაფხულზე აღმონაცენი კვებას იღებს კბილებიდან, რომლებიც მიწაში ჩარგეთ. დროთა განმავლობაში კვება მცირდება, ხოლო ფესვები სათანადოდ განვითარებული არაა, რომ მიწიდან სასარგებლო ნივთიერებები აიღოს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე კვირაში როგორც არ უნდა მორწყათ კვლები, ახალგაზრდა ფოთლები გაყვითლდება და გახმება. ამის თავიდან ასაცილებლად, ფოთლების ზრდის ეტაპზე, როგორც სხვა მცენარეს, აზოტი ძალიან სჭირდება. ნივრის შემთხვევაში გოგორდიც, რომელიც ძალიან უყვარს. ნიორი გოგირდის გარეშე აზოტს ცუდად ითვისებს. ესაა მცენარის თავისებურება. მაგნიუმი ფესვებს გააძლიერებს.
- ნივრის პირველი სასუქი: 10 ლ გაჩერებულ წყალზე 1 ს/კ ამონიუმის ნიტრატი და 1 ს/კ მაგნიუმის სულფატი გამოიყენეთ. აურიეთ და ნიორი ფესვებთან უხვად მორწყეთ. გამოკვება ნიორს წვნიანი მწვანე მასის გაზრდაში დაეხმარება, თან ღეროს გაასქელებს. ეს უკვე მომავალში მსხვილი თავების ნიშანია.
მეორე ეტაპზე, როცა ნიორი ზედა ნაწილის ზრდას ანელებს და მთელ ძალას თავების განვითარებისკენ მიმართავს, ამის ინტენსივობას ხელი შეუწყეთ. მარტივად გაიგებთ, როდის სჭირდება გამოკვება: მეათე ფოთლის გამოჩენის შემდეგ.
- ნივრის მეორე სასუქიდან აზოტი გამორიცხეთ, მაგრამ კალიუმი და ფოსფორი საჭიროა. ორივე ხის ნაცარში ჭარბადაა. ხსნარის მოსამზადებლად 1 ჭიქა ნაცარს 10 ლ წყალი დაუმატეთ. ნიორი ფესვებთან მორწყეთ.
მნიშვნელოვანია! ნებისმიერი სასუქი სველ მიწას დაუმატეთ. ასე მცენარე სასარგებლო ნივთიერებებს უკეთ აითვისებს. სწორედ ამიტომ, კვლები წინასწარ მორწყეთ.კიდევ ერთი მეთოდი, როგორ მიაწოდოთ საკვები ფესვებს: კვლების გასწვრივ ღარები გააკეთეთ და მათში სასუქი ჩაასხით.ახლა იცით, როგორ გამოკვებოთ ნიორი, რომ არ გახმეს და გაყვითლდეს, მსხვილი თავები მოგცეთ და დიდხანს შეინახოთ. დაე, ბოსტნის საქმეებმა სიხარული მოგანიჭოთ და კარგი მოსავალი მოგცეთ!