რჩევები კუნძის მარტივად ამოსაძირკვად და მისგან სოკოს მიცელიუმის გასაკეთებლად

808

ბევრი ადამიანი ძველ ნაკვეთზე ამ პრობლემას ეჯახება. ყველაფერი კარგია, მაგრამ ძველი ფუტურო ძირკვი სურათს აფუჭებს. ზოგი მის ამოძირკვაზე ბევრ დროს ხარჯავს, სხვები პირობებს ეგუება და მისგან მაგიდას ან დასაჯდომს აკეთებს. ზოგი უბრალოდ ტოვებს. ყველაზე საზრიანებმა იციან, როგორ ამოიღონ ძირკვი ძალისხმევის გარეშე. თან ისე, რომ მისგან მოსავალი მიიღონ! საქმე კუნძზე სოკოს სპორების დასახლებას ეხება. სოკო ახალ ადგილზე დამკვიდრებისას ხეს თანდათან ანადგურებს. ამ დროში კარგ მოსავალს და აგარაკის ან ბაღის ორიგინალურ გაფორმებას მიიღებთ.ვივიენი გიამბობთ, როგორ გააკეთოთ.

როგორ დავასახლოთ სოკო ძირკვზე – მეთოდი ას წელზე მეტისაა და ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. იდეალურია შემდეგი ხეების კუნძი: არყის, მურყანის, იფანის, მუხის, ფიჭვის და ნაძვის. სოკო მათ ხშირად ირჩევს დასასახლებლად. ამრიგად, სოკოს რამდენიმე სეზონის შემდეგ ძირკვის კვალი არ დარჩება (მიცელიუმი ფესვების სისტემასაც ჭამს). წარმატების სწრაფად მისაღწევად თანამედროვე მეთოდი გამოიყენეთ. საკმარისია, რომ ძირკვში ზიგზაგურად ნახვრეტი გააკეთოთ და მასში ნაყიდი დიუბელები სპორებით ჩადოთ. აუცილებელი არაა, რომ ძირკვი ძველი იყოს! ხის გადაჭრიდან 4 კვირა მოიცადეთ და შემდეგ შეგიძლიათ დათესოთ. დათესვის შემდეგ ძირკვს ცვილი წაუსვით ან ფოლგა დააფარეთ. მხოლოდ მაშინ მოხსენით, როცა ზედაპირზე დამახასიათებელი თეთრი რგოლები გამოჩნდება. ისინი სოკოს გადარჩენაზე მიგანიშნებთ.მათ, ვინც ნატურალურს და ბუნებრივს, ეკონომიურ გამოყენებას აფასებს, ბებიების და ბაბუების გამოცდილ მეთოდს გთავაზობთ:

  1. ნაყოფიერების სეზონში სოკოს მოსავალი აიღეთ.
  2. დაგჭირდებათ მხოლოდ ქუდები (ფეხები წვნიანში ან კარტოფილში გამოიყენეთ). დანით დააქუცმაცეთ. უმჯობესია ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ.
  3. ახლა წყალში გააზავეთ და კარგად შეანჟღრიეთ.
  4. ძირკვში 2–3 სმ დიამეტრის და 5 სმ სიღრმის ნახვრეტი გაბურღეთ.
  5. მიღებული ნარევი ნახვრეტში ჩაასხით, შემდეგ პარკი, ხავსი ან ნაძვის ტოტები დააფარეთ.

ძირკვზე გადაფარება აუცილებელია, რომ მისი გამოშრობა თავიდან აიცილოთ. ასე მიცელიუმს კომფორტულ სველ გარემოში დასახლებაში დაეხმარებით. ტყეში ნაყოვნი მზა ხე სოკოთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი ნაჭრები კუნძის ნახვრეტში ჩადეთ. ასე პროცესს დააჩქარებთ.სოკო ყოველთვის არ მრავლდება, მაგრამ თუ კარგად დასახლდა, უკვე დიდი ხნით! შედეგად მიიღებთ სოკოს ველს, რომელიც მოსავლით სტაბილურად გაგახარებთ. ბონუსად რამდენიმე წელიწადში ყოველგვარი კუნძის გარეშე სუფთა და სწორ ზედაპირს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს