ნემსიწვერას გადაჭრის მეთოდი, რომ აყვავებულ ბუჩქად გადაიქცეს

691

ნემსიწვერა იმ მცენარეებს შორისაა, რომელიც სინათლისკენ მიიწევს და იწელება. 1–2 თვეში ლამაზი, დეკორატიული ბუჩქის ნაცვლად დაგრეხილ ღეროებს ზემოთ ფოთლების მტევნებით მიიღებთ. Vivien ნემსიწვერას სწორად გადაჭრის მეთოდს გიზიარებთ. ასე ძველ მცენარეს განაახლებთ და ააყვავებთ. გადაჭრილი კალმის გაფესვიანებით კიდევ ერთ ახალგაზრდა მცენარეს მიიღებთ.

ნემსიწვერას გადაჭრის მეთოდი – მცენარის მომზადებით დაიწყეთ. 1 დღით ადრე ოთახის ტემპერატურის სუფთა წყლით მორწყეთ. ბასრი დანა სპირტით ან სხვა ანტისეპტიკით დაამუშავეთ. ძირიდან 10-15 სმ–ზე ყვავილი გადაჭერით. ღეროზე მინიმუმ 4 ცოცხალი კვირტი დატოვეთ. გადაჭრილი ადგილი შეგიძლიათ არ დაამუშაოთ. გამოკვება აუცილებლად სჭირდება. მცენარეს ცოცხალი და ძლიერი ფესვები აქვს, ამიტომ სასუქის წყალობით მწვანე მასას სწრაფად გაზრდის. გამოგადგებათ აზოტის სასუქი დეკორატიული ფოთლოვანი მცენარეებისთვის. ყვავილის ყუნწების განვითარების შემდეგ ბორის მჟავით ან სპეციალური კომპლექსური სასუქით (დეკორატიული, ყვავილოვანი მცენარეების) გამოკვებეთ.

კალმის გაფესვიანება – კალამი შეგიძლიათ გააფესვიანოთ და ნემსიწვერა გაამრავლოთ. ღეროს ფოთლები მოაშორეთ, რომ საკვები არ წაართვას. ყვავილის ყუნწებიც მოაშორეთ. კალმის ზედა ნაწილში 2–3 ფოთოლი დატოვეთ. რამდენიმე საათით გვერდზე გადადეთ, რომ გადაჭრილი ადგილი გაშრეს. გასაფესვიანებლად ტორფის აბები ან ქოქოსის სუბსტრატი გამოიყენეთ. პერლიტის და ნერგის მიწის ნარევიც გამოგადგებათ. 7-10 სმ–ზე ჩარგეთ, მიწა დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ. ქოთანში სადრენაჟო ხვრელი აუცილებლად გააკეთეთ. განათებულ ადგილას გაიტანეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. ზომიერად მორწყეთ. მიწა არ გამოაშროთ. მალე კვირტები და ახალი ფოთლები გამოჩნდება. გამოდის, კალამი წარმატებით გაფესვიანდა. მადლიერი ნემსიწვერა სათანადო ზრუნვის საპასუხოდ დიდებულად აყვავილდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს