მოასწარით ფანჯრიდან მარილის გადაყრა 30 მაისამდე, რომ ცხოვრება ყველამხრივ გააუმჯობესოთ

4653

მარილი ბევრი კერძის მოსამზადებლად აუცილებელი ინგრედიენტია. ეს უბრალო სანელებელი არაა! გამოცდილი დიასახლისები თეთრ კრისტალებს სახლის დასალაგებლად, გასარეცხად და პირადი ჰიგიენისთვის იყენებენ. ბებიებმა იცოდნენ, როგორ მოეშორათ ნეგატივი მარილის დახმარებით, ავი თვალისგან თავი დაეცვათ, ამულეტი გაეკეთებინათ და სახლში კეთილდღეობა დაებრუნებინათ.

როგორ მოვიშოროთ ნეგატივი – ისე, როგორც მარილი წყალს იწოვს, ნეგატიური ენერგიის შთანთქმის უნარიც აქვს. სწორად მომზადებული მწიკვი მარილი ბნელი ძალებისთვის ერთგვარი ხაფანგია. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მარილი არ გამოგადგებათ. მარილი მხოლოდ ახალი შეფუთვიდან გამოიყენეთ. უმჯობესია, თუ მსხილ კრისტალებს იოდის, კალციუმის და სხვა დანამატის გარეშე გამოიყენებთ.

რატომ უნდა გადაყაროთ მარილი ფანჯრიდან – მწიკვი მარილი მარცხენა ხელით აიღეთ. ფანჯარასთან მიდით და მარილს შეუბერეთ. თან თქვით შემდეგი სიტყვები: „ნათელ ძალებს დახმარებას ვთხოვ, ჩემთვის, ჩემი სახლისთვის. ყველა შფოთვას, ყველა პრობლემას სულს ვუბერავ. ვიწვევ კეთილდღეობას, კომფორტს და აყვავებას ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერების მაგნიტი ვხვდები. დაე, მაღალი ძალები დამეხმაროს. ნათქვამი ასრულდეს!“ ექსტრასენსების თქმით, ამ რიტუალის შემდეგ სუნთქვა მარტივდება. კამათი ან ავადმყოფობა მალე შეწყდება. იგრძნობთ, როგორ გამოდის ნეგატივი თქვენი ცხოვრებიდან წვეთ–წვეთობით.რატომ უნდა გააკეთოთ 30 მაისამდე? საქმე იმაშია, რომ მარილით მანიპულირებას უდიდესი ეფექტი აქვს მაშინ, როცა მთვარე კლების ყველაზე აქტიურ ფაზაშია. გჯერათ თუ არა, მიწის ბუნებრივი თანამგზავრი ჩვენს ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს. ზოგ ადამიანში კლებადი მთვარე მოთენთილობას იწვევს. სხვები ამ დღეებში გამუდმებით ტირიან ან თავის ტკივილი აწუხებთ. მსგავსი პრაქტიკა ორივე მათგანს ძლიერი ენერგეტიკული მხარდაჭერის მიღებაში დაეხმარება. განსაკუთრებით რთული ემოციური მდგომარეობის დროს.

მარილიანი წყლის სარგებელი – ბოლო დროს ნეგატიური მოვლენების მუდმივ ზეწოლას ვგრძნობთ. ტელევიზორში ახალი ამბების ყურება ან სოციალურ ქსელში სიახლეების სქროლვა დეპრესიას იწვევს და ძილს გვართმევს. ამის ფონზე ტიბეტელი ბერების ხრიკის გახსენება სასარგებლოა. საღამოს, ძილის წინ 1 ჭიქა წყალი გაავსეთ და 2 ს/კ სუფრის მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და საწოლის ქვეშ, ფეხებთან დადეთ. დილით ჭიქა აიღეთ და დააკვირდით. ჭიქაში წყალი შეიძლება ამღვრეული იყოს, ბუშტები გაჩნდეს, მარილი ჭიქის ძირში დაილექოს და გამუქდეს – ეს ყველაფერი ამბობს, რომ თქვენს სახლსა და ფიქრებში ბევრი ნეგატივია. წყალი უნიტაზში დაუყონებლივ ჩაასხით, საღამოს პროცედურა გაიმეორეთ. მარილიანი წყალი ფეხებთან ადამიანს მთელი დღის განმავლობაში დაგროვებულ ნეგატივს აშორებს და განწყობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, სუნთქვა მარტივდება, ძალა და დადებითი ენერგია ჩნდება. მარილიანი წყალი უძილობას აქრობს. მართალია, ამ შემთხვევაში ბერები ჭიქა წყალს საწოლის თავთან დებენ.

რედაქციის რჩევა – მარილი და წყალი ენერგიას კარგად შთანთქავს. მარილი, რომელსაც კერძის მოსამზადებლად იყენებთ, შეგიძლიათ ჯადოსნური გახადოთ. ამისთვის სხვადასხვა კეთილი სიტყვებით შეულოცეთ, ახლობლებს ბედნიერება უსურვეთ.