დიდი ხანია კერძო სახლში ცხოვრების უპირატესობა დავაფასე. მათგან მთავარია პატარა ბოსტანი, სადაც ბოსტნეულს ვზრდი. უმეტესობა მათგანს გარეთ ვრგავ, მაგრამ ყველაზე სასურველ და მომთხოვნ კულტურებს სათბურში ადგილს ვუჩენ. ღირსეული მოსავლის ასაღებად შრომაა საჭირო. სათბურში მიწის მომზადება მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.მცენარის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ნაყოფიერი იყო მიწა მისი დარგვისას. სწორი გამოკვება არა მხოლოდ მცენარის განვითარებას სტიმულირებს, არამედ სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლეობას ზრდის. მომზადება შუა აპრილიდან უნდა დაიწყოთ. Vivien გასწავლით, როგორ გააცოცხლოთ მიწა სათბურში ახალი სეზონისთვის.
სათბურის დეზინფექცია და გამძლეობაზე შემოწმება – როგორც წესი, დეზინფექცია შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ ტარდება. ნერგების დარგვამდე პროცედურის გამეორება ზედმეტი არაა. შეამოწმეთ ყველა ადგილი, სადაც კარკასის ელემენტები ერთმანეთს უერთდება. არახელსაყრელი გარემოს და თოვლით ზედმეტი დატვირთვის გამო შეიძლება დაზიანებულიყო.
ცხელი მორწყვა – ცხელი წყლით მორწყვა მიწას საკმარისად გაათბობს, რომ მიკროორგანიზმებმა გაიღვიძოს. ის დარგული კულტურების სწორად განვითარებაზე პასუხისმგებელია. ნერგის მიწაში ჩარგვა არ იჩქაროთ. ბაქტერიებმა არა მხოლოდ უნდა გაიღვიძონ, არამედ აქტიურ ეტაპზე გადავიდნენ. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მიწის ტემპერატურა სტაბილურ ნიშნულს აღწევს. როგორც წესი, ეს ბუნებრივად ხდება. თუმცა ამინდი ძალიან არაპროგნოზირებადია და შეიძლება დიდხანს ლოდინი მოგიწიოთ. პროცესის დასაჩქარებლად მიწა 70-80 გრადუსამდე გაცხელებული წყლით მორწყეთ.
სასარგებლო მიკროორგანიზმების დასახლება – მათ ნებისმიერ მებაღეობის მაღაზიაში იპოვით. გირჩევთ, ფული ტყუილად არ დახარჯოთ. უფრო მარტივი და ეფექტური მეთოდი არსებობს. ტერიტორიაზე კომპოსტის ორმოები მოაწყვეთ. მასში ფოთლები, ბალახები და დამპალი ნაყოფი ჩააწყვეთ. გაზაფხულზე კომპოსტი მზად იქნება. კიდევ ერთი ნატურალური სასუქი: მიკორიზა. მიწის სოკო ტყის მდელოში აქტიურად იზრდება. 200-300 გ ტყის მიწა აიღეთ და კვლებში გაანაწილეთ.
მკვებავი ნივთიერებების მიწოდება – ყურადღება მიაქციეთ, რომ სასუქის უმეტესობა მხოლოდ მცენარის დარგვის შემდეგ უნდა მიაწოდოთ. ჩვენ მიწის გაუმჯობესება გვჭირდება. ამ ამოცანას ჰუმატი გაუმკლავდება. კიდევ ერთი სასარგებლო ბუნებრივი სასუქი, რომელშიც ბევრი მცენარისთვის აუცილებელი ნივთიერება შედის, საპროპელია. ეს მრავალფენიანი ნადებია, რომელიც მტკნარი წყლის ფსკერზე მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნარჩენებისგან წარმოიქმნება. ხოლო დიატომიტი ნერგს მავნებლებისგან დაიცავს. ისიც დაუმატეთ.
სიდერატები – სანამ მთავარ კულტურებს დარგავთ, სათბური გამოიყენეთ ნაადრევი ბოსტნეულის (ბოლოკი), მწვანილის (სხვადასხვა სახის სალათი) დასათესად და სხვა ნერგებისთვის, რომელთაც შემდეგ ღია ნაკვეთზე გადაიტანთ. ისინი მიწას გააუმჯობესებენ.სათბური ნერგის დარგვამდე ერთი კვირით ადრე მოამზადეთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ზაფხულში ნაკლები საქმე გექნებათ. მხოლოდ მორწყვა და პროფილაქტიკის ჩატარება მოგიწევთ. სამაგიეროდ მოსავალი სასიამოვნოდ გაგახარებთ!