თქვენც გაქვთ საყვარელი ჭიქა, საიდანაც ჩაი ყველაზე გემრიელია? ხოლო ნივთების აღება მარჯვენა ხელით (თუ მემარჯვენე ხართ) გირჩევნიათ? ალბათ არ დაფიქრებულხართ, რომ ყველაზე მარტივი ქმედებაც არა უბრალოდ ჩვევაა, არამედ ჩვენი ტვინის თამაში. თუ ქცევის ბუნება გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ სტატიაში პასუხები იხილოთ.
ჩვენი ტვინი კერძის გემოს ცვლის
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჭურჭლის ფერი კერძის სუნს და გემოს ცვლის. მაგ., ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელი ნარინჯისფერ ან კრემისფერ ჭიქაში გვეჩვენება , ხოლო გეო მარწყვის ჟელეს გემო უფრო ნოყიერი ხდება, თუ მას თეთრი თეფშით გაიტანთ და არა მუქი თეფშით. სწორედ ამ მიზეზით ბევრ ადამიანს საყვარელი ჭიქა ან თეფში აქვთ. და კიდევ რამდენიმე განსაკუთრებული გემოს აღქმასთან დაკავშირებული:
- ყვითელი ფერის ჭურჭელი ლიმონის გემოს აძლიერებს;
- ცივი სასმელები უმჯობესია ცივი ფერის ჭურჭლით გაიტანოთ
- კერძი ნოყიერი გახდება, თუ მას ვარდისფერი თეფშით გაიტანთ.
მარჯვენა ხელი უფრო გრძელი გეჩვენებათ, ვიდრე მარცხენა
კვლევამ აჩვენა, რომ მარჯვენა ხელი საშუალოდ 3 სმ-ით უფრო გრძელი გვეჩვენება. სწორედ ამ ილუზიის გამო, რომ ნივთს უფრო სწრაფად აიღებს, ადამიანები მარჯვენა ხელს იყენებენ. ეს მხოლოდ მემარჯვენეებს ეხებათ, ცაციებში განსხვავება არ შეინიშნება.
მომავალში ჩვენ თავზე როგორც უცნობ ადამიანზე ისე ვფიქრობთ
ყველასთვის ცნობილია გრძნობა: ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ, თქვენ კი საყვარელ სერიალს უყურებთ ან ოთახებში დადიხართ და პერიოდულად ჩაის სვამთ. ასე რატომ იქცევით? საქმე იმაშია, რომ როცა ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ, ჩვენი ტვინი უცხო ადამიანს წარმოიდგენს. მას ეჩვენება, რომ ვიღაც უცხო პრობლემას მოაგვარებს, რომელიც თქვენი დღევანდელი ქცევის გამო გაჩნდა. ან ამ უცნობს მდგომარეობიდან იდეალურად თავის დაძვრენა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს თქვენ არ იქნებით. ამ მიზეზით ადამიანები საკუთარ თავს არაჯანსაღი ცხოვრების უფლებას აძლევენ, ამორალურ ქცევას ჩადიან ან მკურნალობას გვერდზე დებენ.
ჩვენი ტვინი ყველაზე ცხად ცვლილებას ვერ ამჩნევს
ამ ფენომენს თავისი სახელი აქვს – უყურადღებობის სიბრმავე. ეს ტვინის თავდაცვითი რეაქცია, რომელიც მას საშუალებას აძლევს ყველა ინფორმაცია არ გადაამუშაოს, რომელსაც უწყვეტლივ ღებულობს. მაგ., თუ გარკვეული დროის განმავლობაში სურათს უყურებთ, შემდეგ გადაერთვებით სხვა რამეზე, სურათზე კვლავ დახედვის შემდეგ აშკარა ცვლილებას ვერ შეამჩნევთ.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: სტუნდენტები გასაუბრებაზე მიდიოდნენ და მათ ხვდებოდათ ადამიანი, რომელიც საჭირო ფორმის შევსებაში ეხმარებოდათ და უხსნიდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. სტუდენტებმა არ იცოდნენ, რომ ამ დროს იქ კიდევ ერთი ადამიანი იმალებოდა და რაღაც მომენტში პირველ დამხმარეს ცვლიდა. ის, ვინც დახლს უკან იმალებოდა, პირველ დამხმარეს საერთოდ არ ჰგავდა და განსხვავებულად ეცვატ, მაგრამ სტუდენტები ამას ვერ მიხვნდნე. ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ გაიმეორეს და შედეგი მსგავსი იყო. ახლა წარმოდგინეთ, დღის განმავლობაში რამდენ რამეს ვერ ამჩნევთ!
ჩვენი მიღწევები მხოლოდ წახალისების საბაბია
კვლევისთვის ორი ჯგუფი შეკრიბეს, რომლებიც დიეტაზე იყვნენ და უკვე შესამჩნევ ცვლილებას მიაღწიეს. პირველ ჯგუფს აქებდნენ, მეორე ჯგუფი კი უყურადღებოდ ჰყავდათ მიტოვებული. ამის შემდეგ ყველას არჩევანის გაკეთება შესთავაზეს: ვაშლი თუ შოკოლადი. 85% მათთგანმა, ვინც შეაქეს, შოკოლადი აირჩია, ხოლო მეორე ჯგუფში მხოლოდ 58% მოიქცა ასე.
ჩვენ ტვინს წახალისებისთვის საბაბის პოვნა უყვარს, რაც მარცხის მიზეზი შეიძლება გახდეს. წარმოიდგინეთ, რომ გამოსაცდელ ადგილას სერიოზულად დამოკიდებული ადამიანი აღმოჩნდეს – ასეთი ქების შემდეგ ის, შეიძლება ძველი კვების სისტემას დაუბრუნდეს. ტვინი ყოველთვის უპირატესობას ნაკლებ ენერგია დამხარჯველ მეთოდებს ირჩევს, მაშინაც კი თუ ამას ცხოვრების ხანგრძლივობის შემცირება მოჰყვება.
რაც უფრო დაბალია თვითშეფასება, მით უფრო ლამაზია გარშემო სამყარო
მარტივი ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული: ადამიანებს ცნობილების სურათებს აჩვენებდნენ. ერთი სურათი ნამდვილი იყო, მეორე ფოტოშოპით გასუქებული, მესამე კი ფოტოშოპით მოხდენილ. მათ ნამდვილი სურათის მოძებნა სთხოვეს. შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. თუ ადამიანს (სქესის მიუხედავად) საკუთარი სხეულის ფორმები აკმაყოფილებდა და კომპლექსებით არ იტანჯებოდა, ორიგინალ სურათს ადვილად ნახულობდა. თუ ადამიანი ზედმეტი წონის გამო იტანჯებოდა, ან პირიქით სიგამხდრის გამო საწინააღმდეგო სურათს ნახულობდა. ასეთი ექსპერიმენტი ნებისმიერი შემადგენლობით შეგიძლიათ ჩაატაროთ. დასკვნა: ჩვენ თვალში რეალობა საკუთარი კომპლექსების გავლენით დეფექტს განიცდის, რადგან გვეჩვენება რომ გარშემო ადამიანებს ჩვენი ნაკლი არ აქვთ.
ტვინი რეალობას წარმოსახვისგან ვერ ასხვავებს
ტვინი ერთნაირად რეაგირებს იმაზე, რაზეც ფიქრობთ და რასაც აკეთებთ და ამის რამდენიმე მტკიცებულება არსებობს:
- მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ერთ ჯგუფს ფორტეპიანოს დაკვრა სთხოვეს, მეორეს კი წარმოსახვით დაკვრა. ტვინის რეაქცია ორივე შემთხვევაში ერთნაირი იყო.
- მეორე ექსპერიმენტი: მეცნიერებმა ადამიანებს ჯგუფს საკვების წარმოდგენა და მისი ჭამა სთხოვეს. ცდისპირები კარგად ღეჭავდნენ და საკვების ლუკმას ყლაპავდნენ, რომლებიც მხოლოდ მათ წარმოსახვას წარმოადგენდა. შედეგი: ეს შიმშილის გრძნობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
- ფიქრები და ჩვენი განწყობა ერთმანეთთან დაკავშირებულია: ორგანიზმში ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს იმის მიუხედავად, რეალურია თუ არა სიტუაცია. მაგ., თუ მუდმივად ინერვიულებთ, კორტიზოლის დონე (სტრესის ჰორმონი) მოგემატებათ. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობა, რომ ეს მეთოდი სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) შემთხვევაშიც მოქმედებს. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი ბედნიერად წარმოიდგინეთ, და ფიზიკურ მდგომაროებას გაიუმჯობესებთ.