“კიტრის სოკოს” სარგებელი მცენარეებისთვის: როგორ გამოვიყენოთ

910

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტრიქოდერმა რაღაც უსიამოვნო დაავადებაა. არადა ეფექტური საშუალებაა, რომელიც სოკოვან დაავადებებს ებრძვის. მისი მოთვინიერება საკმარისია, რომ ბოსტნის მცენარეებისთვის შეუცვლელი გახდეს. ტრიქოდერმა ან იგივე „კიტრის სოკო“ ბოსტნეულის მოსავალს ზრდის. იმდენ კიტრს მოიყვანთ, რომ კონსერვებსაც მოამზადებთ, მეგობრებსაც გაახარებთ და გაყიდვასაც შეძლებთ. Vivien ტრიქოდერმის გამოყენებას გასწავლით.

კიტრის სოკო, რომელსაც სოფლის მეურნეობაში 70 წელზე მეტია იყენებენ, ნაყოფის მომწიფებას აჩქარებს. პრეპარატი სხვადასხვა ანტიბიოტიკს გამოყოფს, რითაც ბევრი სახის ფიტოფთორასა და პათოგენ სოკოს ებრძვის. ტრიქოდერმის დახმარებით მცენარე მიწაში არსებულ მკვებავ ნივთიერებებს უკეთ იღებს, რადგან საშუალება მათ ადვილად ასათვისებელ ფორმად გარდაქმნის. მდედრი კოკრების რაოდენობას ზრდის, ნაყოფი სწორედ მათზე ვითარდება. მცენარე უფრო ძლიერი და გამძლე ხდება. ფესვების მიერ წყლის ათვისების უნარი იზრდება.

ეფექტური შედეგის მისაღებად, გამოყენების წესები დაიცავით. გახსოვდეთ, რომ სოკოს მთავარი მტერი მზეა. გირჩევთ, მცენარეებს ტრიქოდერმა საღამოს ან მოღრუბლურ, მშრალ ამინდში დაუმატოთ.500 გ შვრიის თესლი და 50 გ ტრიქოდერმა აურიეთ. პარკში ჩაყარეთ და 24 საათით თბილ ადგილას შეინახეთ. დათესვამდე ან დარგვამდე 1 დღით ადრე ნაკვეთზე გაფანტეთ. 10 ლ თბილი წყალი, 2 ს/კ შაქარი აურიეთ და მიწა დაამუშავეთ. 2 კვირაში თესლი გაღვივდება, ხოლო ნერგი გაძლიერდება. კიტრის რიგებს შორის 5 სმ სიღრმის ღარები გააკეთეთ და მასში ზემოთ მოცემული რეცეპტით მომზადებული ნარევი მოათავსეთ. ეს რაოდენობა 4×2 მ ზომის ნაკვეთზეა გათვლილი.

ივნისის ბოლოს, კვირაში 3–ჯერ კიტრის ირგვლივ მიწა პრეპარატით დაამუშავეთ. შეფუთვაზე მომზადების ინსტრუქცია წაიკითხეთ. მასში მითითებულია, როგორ გააზავოთ ტრიქოდერმა წყალში სწორად. სიტყვაზე, წყალი ყოველთვის თბილი და ტკბილი უნდა იყოს.პრეპარატი მომწამვლელი არაა, მიწასა და ნაყოფში არ გროვდება. მისი დახმარებით გაზრდილ მოსავალს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს