იოდი მცენარეებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ. მის გარეშე ნერგის ნასკვები ლპება, ნაყოფიერება ნელდება. იოდი მწერებს აფრთხობს, ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს განვითარებაში ხელს უშლის. მიწას დეზინფექციას უტარებს, მცენარეებს აძლიერებს. ამდენი სასარგებლო თვისების მიუხედავად, მცენარეს იოდი დოზირებულად და წესების მკაცრი დაცვით უნდა მიაწოდოთ.
ნერგები, რომელთაც იოდით გამოკვება აუცილებლად სჭირდებათ
Vivien გიამბობთ, რომელ ნერგს სჭირდება იოდი სწორად გასავითარებლად. იოდის ხსნარი უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ასევე ბოსტნეულისთვის. 4 სახის ნერგი იოდზე განსაკუთრებით კარგად რეაგირებს.
- წიწაკა – სასუქი წიწაკაში სარგებლო მიკროელემენტების რაოდენობას ზრდის, ნაყოფის წონას, ზომას და გარეგნობას ცვლის. ინფექციურ დაავადებებს აფერხებს, იმუნიტეტს აძლიერებს. იოდის ხსნარის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ მინერალურ სასუქს ამ ადგილას პირველად იყენებთ. თესლის გაღვივების გასაუმჯობესებლად ქსოვილის ქისაში წიწაკის თესლი ჩაყარეთ და 1 წვეთი იოდისა და 1 ლ თბილი წყლის ხსნარში 6-8 საათით გააჩერეთ. ფიტოფთოროზის პრევენციისთვის 3 წვეთ იოდს 10 ლ წყალი დაუმატეთ და გარეთ დარგვის წინ დაამუშავეთ. მოსავალი გაიზრდება, ნაყოფი სწრაფად მომწიფდება.
- კიტრი – კიტრი უკეთ გაღვივდება, თუ იოდით გამოკვებავთ, რადგან იოდი ფესვების სისტემას განვითარებაში ეხმარება. იოდის სასუქი კიტრს არახელსაყრელი გარე ფაქტორების მიმართ უფრო ძლიერს ხდის. ნაცროვანი სოკოს პრევენციისთვის 300 მლ რძის, 4 წვეთი იოდის და 3 ლ წყლის ნარევით ნერგები და მის გარშემო მიწა დანამეთ. 10 დღეში ერთხელ გაიმეორეთ.
- ბადრიჯანი – ამ ბოსტნეულს განსაკუთრებული ყურადღება და სწორად მოვლა სჭირდება. იოდით დათესვის ეტაპზე გამოკვებეთ. ბადრიჯნის თესლი ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ, 1 წვეთი იოდი და 1 ლ წყალი აურიეთ და თესლი 6 საათით ჩაალბეთ. მშრალი თესლი კონტეინერში დათესეთ. ჩითილებად დაყოფის შემდეგ, როცა პირველი ფოთოლი გამოჩნდება, პროცედურა გაიმეორეთ. სოკოს პრევენციისთვის 1 ლ რძის შრატის, 1 ს/კ წყალბადი ზეჟანგის და 40 წვეთი იოდის ნარევით გარეთ დარგული მცენარეები დაამუშავეთ.
- პომიდორი – პომიდორს იოდით ერთხელ გამოკვება ყოფნის. 1 წვეთი იოდისა და 2 ლ წყლის ნარევით გამოკვებეთ. თუ გსურთ, რომ ბოსტნეული ფიტოფთოროზისგან დაიცვათ, ნარევით სეზონზე სამჯერ დანამეთ. 1. გარეთ გადარგვისას. 2. 12 დღის შემდეგ. 3.ისევ 12 დღის შემდეგ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს