მებოსტნემ გამიმხილა, როგორ დავრგო მაღაზიაში ნაყიდი კოჭა, რომ ძლიერი მცენარე გაიზარდოს

880

კოჭა მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. ზამთარში, როცა იმუნიტეტი დასუსტებულია, კოჭა განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. კულინარიაში ხშირად იყენებენ. თუ სურდო გაწუხებთ, კოჭის, თაფლის და ლიმონის ნარევი დაგეხმარებათ. თუ ენერგიის გაზრდა გსურთ, კოჭის ჩაი დალიეთ. უცხოური კოჭა საკმაოდ ძვირია, ამიტომ Vivien გასწავლით, როგორ გაზარდოთ მცენარე სახლში.მცენარის დაახლოებით 80–მდე სახეობა არსებობს. სიმაღლეში 1 მეტრამდე იზრდება. სათანადო პირობებში წითელი და სურნელოვანი ყვავილის ყუნწები უვითარდება. კოჭა ქოთანში ან გარეთ, ბოსტანში შეგიძლიათ დარგოთ. პირველ რიგში, ახალი კოჭის ფესვი იპოვეთ, რომელსაც მუქი ლაქები არ აქვს. შეძენილი კოჭა სახლში კარგად დაათვალიერეთ. მცენარეს ფესვზე მძინარე კვირტები აქვს, რომლებიც უნდა გააქტიუროთ. ამისთვის წყალში რამდენიმე საათით გააჩერეთ. კვირტები დანით შეგიძლიათ ჩაჭრათ. ფხვიერი მიწა და დრენაჟი სჭირდება. გამოგადგებათ ბოსტნეულის უნივერსალური მიწა ქვიშის ნარევით. თუ თავად ამზადებთ, ნეშომპალა, ტორფი, ფოთლოვანი მიწა და კორდიანი მიწა, ასევე პერლიტი და ქვიშა თანაბრად აურიეთ.

მცენარე სიგანეში იზრდება, ამიტომ დაბალი და განიერი ქოთანი სჭირდება. ფესვი რამდენიმე ნაწილად დაჭერით ისე, რომ თითოეულს კვირტები ჰქონდეს. მარგანცოვკის სუსტ ხსნარში ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ აქტივირებული ნახშირით გადანაჭერი ადგილები დაამუშავეთ, რომ მავნებლებისგან დაიცვათ. კოჭა კვირტებით ზემოთ მიწაში ჩარგეთ ისე, რომ მიწა ფესვებს ძლივს ფარავდეს. მორწყეთ.სწრაფად რომ გაფესვიანდეს, პარკი დააფარეთ და ყოველდღე გაანიავეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა არ გამოშრეს და ჰაერის უკმარისობის გამო ობით არ დაიფაროს. თბილი, მზიანი მხარე უყვარს. გაღვივებულ კოჭას პარკი შეგიძლიათ მოხსნათ. 1–2 თვეში პირველი აღმონაცენი გამოჩნდება. თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში შეგიძლიათ გარეთ გადარგოთ. მოსავალი შემოდგომაზე აიღეთ, როცა ფოთლები გაყვითლდება. კოჭა სახლში როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან მცენარედ შეგიძლიათ გაზარდოთ.

სველი და თბილი კლიმატი უყვარს, სიცივეს ვერ იტანს. სათბურში კარგად იზრდება. თუ მცენარეს გარეთ ზრდით, დათბუნეთ. ამისთვის ხის ნახერხი ან ჩალა გამოგადგებათ. ზაფხულში სუფთა ჰაერზე 26-28 გრადუსზე შეგიძლიათ გაიტანოთ. კოჭა ჩრდილში ნელა ვითარდება. ზაფხულში კვირაში 2–ჯერ მორწყეთ, ხოლო შემოდგომაზე – კვირაში ერთხელ, ზამთარში დაასვენეთ. მცენარეს ძილის ფაზაში ფოთლები ცვივა, ფესვი შეგიძლიათ ამოიღოთ, გააშროთ და გამოიყენოთ. თუ მრავალწლიან მცენარედ ზრდით, მომავალ წელს ახალი მიწა და უფრო განიერი ქოთანი დასჭირდება. ბოსტნეულის სასუქით გამოკვებეთ.კოჭა შეიძლება დეკორატიული მცენარის ფუნქციას ასრულებდეს. თბილ სეზონზე კარგ პირობებში ლამაზი ყვავილის ყუნწები აქვს, რომელსაც ლიმონის სუნი ასდის. თუ დეკორატიული მცენარის მიღება გსურთ, მთელი ფესვი ერთ ქოთანში ჩარგეთ, რომ უფრო აყვავებული ბუჩქი მიიღოთ. თუ სამკურნალო მიზნით ზრდით, ფესვი დაანაწევრეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ მიწაში, მით უფრო დიდი ფესვი გაიზრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს