Vivien გიზიარებთ ხრიკებს არომატული ჟოლოს გასაზრდელად. ამ წესების დაცვით კენკრის უხვ მოსავალს მიიღებთ.
როგორ გავზარდოთ ჟოლო – არსებობს ჟოლოს სპეციალური სახეობები, რომლის მოსავალი განსაკუთრებულ პირობებზე დამოკიდებული არაა. ყველა მებოსტნე თავს არ იწუხებს და მარტივ ჯიშებს რგავს. პრობლემა არაა! რამდენიმე პატარა ხრიკის ცოდნით სასარგებლო კენკრის უხვ მოსავალს მიიღებთ.პირველი, რაც ჟოლოს დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ, კვლევების განათებაა. ჟოლო მზის სინათლეზე გიჟდება. ნერგები თამამად დარგეთ მიწაში, სადაც მთელი დღე მზის პირდაპირი სხივები ანათებს. თუ ჟოლო ჩრდილში იზრდება, შემოდგომაზე ან ზამთარში სხვა ადგილზე თამამად შეგიძლიათ გადარგოთ.
შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი – დროული მორწყვა. ჟოლოს ტენიანობა უყვარს, ამიტომ ბუჩქის მიწის გამოშრობა არ უნდა დაუშვათ. რაც უფრო ნაკლებ წყალს იღებს, მით უფრო ცუდ მოსავალს იძლევა.ნერგები ძველი ნეშომპალით ან კომპოსტით განაყოფიერებულ მიწაში დარგეთ. ეს აუცილებელი არაა. მიწა მოგვიანებით შეგიძლიათ გამოკვებოთ. მებაღეები მიწის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს ან დამპალ ნაკელს იყენებენ. ყვავილობის და კენკრის მომწიფების შემდეგ მიწას შეგიძლიათ ნაცარი დაუმატოთ. ტორფის სასუქი ნებისმიერ დროს დაშვებულია. გახსოვდეთ, რომ ბევრი სასუქი მოსავლის შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, მაშინ გამოკვებეთ, როცა ეს დრო კონკრეტული ტიპის სასუქისთვის შესაფერისია.
შემდეგი საიდუმლო – ახალი ყლორტების მოშორება. ისინი ვეგეტატიურ პერიოდში ჩნდება. საქმე იმაშია, რომ ახალი ყლორტები ჟოლოს მკვებავ ნივთიერებებს ართმევს, ხოლო მოსავალს ამცირებს. ამოთხრა საჭირო არაა, უბრალოდ ყლორტები ძირზე გადაჭერით.კიდევ ერთი ხრიკი – მიწის მულჩირება. ეს საჭიროა, რომ მორწყვის რაოდენობა შეამციროთ და მიწის ტენიანობა შეინარჩუნოთ. ნახერხი, ჩალა და ტორფი გამოგადგებათ.სხვა რჩევები – სხვა ყველაფერთან ერთად, ჟოლოს ახვევა სჭირდება. ბუჩქებს ახვევა დარგვის პირველივე წლიდან სჭირდება. ამისთვის შპალერი სჯობს გამოიყენოთ. ჟოლო მზის სინათლეს თანაბრად მიიღებს, თქვენ მოსავლის აღება გაგიმარტივდებათ. ჟოლოს ბუჩქებს სწრაფად ზრდა ახასიათებს, ამიტომ რეგულარულად უნდა გასხლათ. ეს აუცილებელია, რომ მომავალში კენკრის მოსავალი გაზარდოთ.
ჟოლოს მავნებლები თავს იშვიათად ესხმის, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოთ. დაუპატიჟებელ სტუმრებთან სხვადასხვა ქიმიკატის გამოყენებას არ გირჩევთ. მაგალითად, სოკოს დაავადებებს ნაცარი საპონთან ერთად შესანიშნავად უმკლავდება. 300 გ ნაცარი 10 ლ წყალში გახსენით და სითხე 3 საათით გააჩერეთ. ხსნარი გადაწურეთ და 40 გ სარეცხი საპონი დაუმატეთ. მიღებული ნარევით ჟოლო საღამოს, უქარო ამინდში დანამეთ.ხალხური მეთოდებით ჟოლოს ბუგრები და სხვა მწერებიც შეგიძლიათ მოაშოროთ. მაგალითად, მდოგვის ხსნარი მოამზადეთ. 100 გ მდოგვის ფხვნილი 10 ლ წყალში გახსენით. ხახვის ფურცლებიც გამოგადგებათ. 200 გ ხახვის ფურცლებს 10 ლ თბილი წყალი დაასხით და სითხე 4 დღე გააჩერეთ. ორივე ხსნარი საღამოს მცენარეების დასანამად გამოგადგებათ.
მოსავლის აღების შემდეგ ჟოლოს ბუჩქს სწორად დამუშავება სჭირდება. მოაშორეთ ყველა ტოტი, რომელმაც მოსავალი უკვე მოგცათ. ასე ახალ ყლორტებს არ დაჩრდილავს.ამ რჩევების გათვალისწინებით ჟოლოს ბუჩქი მდიდარი მოსავლით აგავსებთ.