საბჭოელი სკოლის მოსწავლეების ცხოვრება. რა განასხვავებთ თანამედროვე ბავშვებისგან

584

რუსეთში არსებული დღევანდელი ვითარება სსრკ–ს ისტორიაში უარეს გვერდებს გვახსენებს. მაღაზიებში ცარიელი დახლები, დეფიციტური საქონელი. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ეს ახალგაზრდა თაობაზე? გახდებიან თანამედროვე ბავშვები ისეთები, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყვნენ?ბევრი იტყვის, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგან 21-ე საუკუნეში დაბადებული ბავშვი საბჭოთა ქვეყნის რეალობისგან შორსაა. ისტორიის გახსენებით ამ თემაზე გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. როგორ ცხოვრობდნენ საბჭოელი სკოლის მოსწავლეები და რა განსხვავებთ თანამედროვე მოსწავლეებისგან.

საბჭოელი ბავშვები – ალბათ, სკოლის პერიოდი არავის ენატრება, ეს ნორმალურია. თუმცა ამ პერიოდის მნიშვნელობის უარყოფა სისულელეა. სკოლაში თითოეული ბავშვი ზრდის რამდენიმე ეტაპს გადის. მოზარდებს პირველად უყვარდებათ, სამომავლო გეგმებს ისახავენ და მომავალზე ფიქრობენ. მოტივაცია და ამბიციები, თავდაჯერებულობა და მათი შესაძლებლობები იზრდება.როცა საბჭოელ მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ იმ დროიდენლი განათლების სისტემა. საინტერესოა, რომ საბჭოთა განათლების პრინციპები ჯერ კიდევ 1903 წელს გამოიკვეთა. მაგალითად, სწავლა უფასო უნდა ყოფილიყო და მოსწავლეები კლასით და ეროვნებით არ უნდა განესხვავებინათ.

ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ განათლების საკითხი აქტუალური გახდა. პირველი მიზანი – მოსახლეობაში ტოტალური გაუნათლებლობის აღმოფხვრა, რასაც მალე მიაღწიეს. 20-იანი წლების ბოლოს სტუდენტების რაოდენობა 10 მლნ–ს შეადგენდა.30-იან წლებში განათლებამ განვითარების ახალი ბიძგი მიიღო. ამ დროს ინდუსტრიალიზაცია გაჩაღებული იყო, აქცენტი მომავალი ინჟინრებისთვის საჭირო ცოდნაზე კეთდებოდა. ზუსტი მეცნიერებისადმი მიძღვნილი გაკვეთილების რაოდენობა გაიზარდა. უკვე 30 მლნ–ზე მეტი სტუდენტი იყო.

ომის შემდგომი პერიოდი – მეორე მსოფლიო ომის დროს განათლების განვითარება შეჩერდა, თუმცა 50-იან წლებში სიტუაცია დარეგულირდა. უკვე 1959 წელს მოსახლეობის მორიგი აღწერა ჩატარდა. მან აჩვენა, რომ მოსახლეობის გაუნათლებლობა თითქმის აღმოფხვრილიყო. ეს კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რა შედეგი მოჰყვა მრავალწლიან ომს. შემდგომ წლებში განათლება სწრაფად ვითარდებოდა.საბჭოთა პერიოდის ბავშვებს ყოველთვის სკოლის ფორმა ეცვათ. ოქროს წესი ამბობდა: ყველა თანასწორია. გამოდის, რომ ყველას ერთნაირად უნდა ჩაეცვა. თითქოს, ერთმანეთის შურის მიზეზი რომ არ ყოფილიყო. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ სისტემას დღემდე იცავენ.

სტალინის დროს სკოლის ახალი ფორმა გამოჩნდა. ბიჭებს სამხედრო სტილის ოფიციალური კოსტუმი ეცვათ. ნაცრისფერი შარვალი და პერანგი ჯარისკაცის გიმნასტურას ჰგავდა. სტილს ავსებდა ფართო ქამარი მასიური ბალთით, ასევე ქუდი. გოგოების ფორმა მოიცავდა ყავისფერ კაბას და თეთრ წინსაფარს საყელოთი. ფორმის ნებისმიერი გადახრის გამო სკოლის ადმინისტრაციას აჯარიმებდნენ.მთელი ისტორიის მანძილზე საბჭოთა სკოლა რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, განახლების პერიოდში სკოლის, ტექნიკური კოლეჯის და უნივერსიტეტის სტუნდეტებს ჩვეულებრივი ლურჯი შარვალ–კოსტუმი ეცვათ. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ უფროსებიც ყიდულობდნენ.

კვება სკოლებში და მოსწავლეების ჯანმრთელობა – სკოლის მენიუს ჰიგიენის და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები ადგენდნენ. მოსწავლეების კვება დაბალანსებული და სასარგებლო იყო. მაგალითად, შემწვარი და ცხარე კერძები აკრძალული იყო. მზარეულები წვნიანებს და სხვა მოხარშულ კერძებს უპირატესობას ანიჭებდნენ.სპეციალური ნახევარსაათიანი შესვენების დროს სრულფასოვნად კვება შეიძლებოდა. სკოლებში მუშაობდა ბუფეტი, სადაც სხვადასხვა ცომეული, ჩაი, წვენი და სხვა სასმელი იყიდებოდა. სრულფასოვანი სასკოლო სადილის საშუალო ღირებულება 15-20 კაპიკი იყო. როგორც წესი, მშობლები თვიურ გადასახადს იხდიდნენ, რომ შვილების კვების ყველა ხარჯი დაეფარათ.

სკოლებში ჰიგიენას და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. მაგალითად, როგორ იხეხავდნენ კბილებს მოსწავლეები. მოსწავლეებს მკაცრ დღის წესრიგს აჩვევდნენ. ერთსა და იმავე დროს უნდა დაეძინათ და ეჭამათ. ეს რჩევა დღემდე აქტუალურია. გარდა ამისა, მოსწავლეები ყოველწლიურად სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ, სხვადასხვა დაავადებაზე ვაქცინას უკეთებდნენ.მოსწავლეები აქტიურად ცხოვრობდნენ. თავისუფალ დროს ქუჩაში უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე თანამედროვე მოზარდები. ახლა ყველა გაჯეტშია ცხვირჩაყოფილი. ალბათ, თანამედროვე ახალგაზრდობა წინამობერდს არ დაემსგავსება. საერთოდ, აუცილებელია წარსულში დაბრუნება?