წიწაკის სახეობა, რომელიც ნებისმიერ ამინდში კარგ მოსავალს მოგცემთ

735

წიწაკა, რომელიც კარგ მოსავალს იძლევა, ნებისმიერი მებოსტნისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. დრო ყოველთვის არ გვაქვს, მაგრამ ნაკლები ძალისხმევით კარგი შედეგის მიღება გვსურს. სოფლის მოსახლეობამ იცის ყველაზე მოსავლიანი წიწაკის სახეობა, რომლის შესახებ ქალაქელებს არასდროს სმენიათ. Vivien გიამბობთ, რომელი წიწაკის სახეობა მოგცემთ კარგ მოსავალს ნებისმიერ ამინდში. ბუჩქზე იმდენი წიწაკი იქნება, რომ ფოთლები არც გამოჩნდება.

ბევრმა გამოცდილმა მეაგარაკემ ამ სახეობის შესახებ იცის, მაგრამ ახლა დაუმსახურებლად დაივიწყეს. სულ ტყუილად. დეიდაჩემი თავის 5 ჰექტარზე ამ წიწაკას ზრდის და გაყიდვასაც ახერხებს.ამ სახეობას ეწოდება „კალიფორნიული სასწაული“. მაღალი მოსავლიანობა აქვს (10 კგ–მდე 1 მ²–ზე). ნაყოფი ტკბილი, ხრაშუნა და ხორციანია. როგორი სურნელი აქვს! ახლა გამახსენდა და ნერწყვი მომადგა. როგორ მსურს ამ საოცარი ბოსტნეულით სალათის მომზადება!

სიტყვაზე იცით, რომ 100 გ ბულგარული წიწაკა C ვიტამინის ორმაგ დღიურ ნორმას შეიცავს? წიწაკა „კალიფორნიული სასწაული“ ბევრ შაქარს შეიცავს. ასკორბინის მჟავით მხოლოდ შავი მოცხარი თუ შეედრება.საშუალო სიმწიფის ჯიშია. აღმოცენებიდან ნაყოფის დამწიფებამდე დაახლოებით 100-120 დღე გადის. გარეთ ნაკვეთზე კარგად იზრდება. სათბურშიც შეგიძლიათ გაზარდოთ. ნაყოფი 60-70 სმ–მდე იზრდება. ნაყოფი ჩამოკიდული, კუბოიდური, პრიალაა. დაახლოებით 80-120 გ იწონის, სქელი კედლები (დაახლოებით 8,3 მმ–მდე) აქვს. თითოეული ბუჩქი 12 ნაყოფს იძლევა.

გვალვას მშვენივრად იტანს, წვიმის მიმართ ნაკლებად ლოიალურია. გახანგრძლივებული წვიმების შემთხვევაში შეგიძლიათ პარკი დააფააროთ, ასე პრობლემებს თავიდან აიცილებთ. თუ სათბურში ზრდით, ყველაფერი რიგზეა.წიწაკა საკმაოდ უპრეტენზიოა და ეს ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა. გრილ ზაფხულშიც ძალიან ხორციან ნაყოფს იძლევა. არ ვკამათობ, უფრო მოსავლიანი სახეობაც არსებობს, მაგრამ უმეტესობა მათგანი ამინდის პირობების მიმართ იმდენად პრეტენზიულია, რომ ყოველწლიური მოსავლის დათვლა აუცილებელი არაა.

„კალიფორნიული სასწაული“ გამოგადგებათ სალათისთვის, ფარშისთვის, მწნილისთვის. ხრაშუნა და სქელი ქერქის გამო თერმული დამუშავების შემთხვევაშიც ფორმას ინარჩუნებს.წიწაკის ეს სახეობა უკვე წლებია პოპულარობის მწვერვალზეა. ძველი და გამოცდილი სახეობაა. არანაირი ჰიბრიდი! თან მოსავალი უხვია. ბევრი გამოცდილი მებაღის თქმით, ეს სახეობა ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ნარგავებს მოვლაზე დიდი დროის დახარჯვა არ სურს, მაგრამ კარგი მოსავლის აღება უნდა.

წიწაკას „კალიფორნიული სასწაული“ დამწყები მებაღეც მარტივად გაზრდის. თუ აცივდა, ხოლო წიწაკა დამწიფებული არაა, ბუჩქებიდან მშვიდად შეაგროვეთ და ბნელ ადგილას დააწყვეთ. მშვენივრად დამწიფდება!დაიმახსოვრეთ, რომ ტკბილი და ცხარე წიწაკა ერთმანეთის გვერდით არ უნდა დარგოთ – ერთმანეთს დამტვერავენ.

წიწაკის სხვა მოსავლიანი სახეობები: „ემელია“, „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“, „დიდი მამა“, „ექთანი“, „ანასტასტია“. ეს ჯიშები და ჰიბრიდებია, რომელთაც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვიყენებ. რა თქმა უნდა, ყოველ სეზონზე რაღაც ახალს ვცდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს