თუ ბაღში ან აგარაკზე ჟოლოს ბუჩქებს ზრდით, იცით, როგორი რთულია ჟოლოს ნაადრევი მოსავლის აღება. Vivien გიზიარებთ გამოცდილი მეაგარაკეების რჩევებს და საიდუმლოებებს, როგორ მიიღოთ მდიდარი ნაადრევი მოსავალი მარტივად.
ჟოლოს ნაადრევი მოსავალი
ჟოლო ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი, წვნიანი, ტკბილი და არომატული კენკრაა. ეგზოტიკური ხილი არ გჭირდებათ, თუ ჟოლო მსხვილია და კარგად იზრდება. მაგალითად, მუდამ მსხმოიარე ჟოლო (გამოყვანილი ჯიში) წელიწადში მინიმუმ ორჯერ მოსავალს იძლევა.მაშინაც კი, თუ ბაღში ან აგარაკზე ამ კენკრის ყველაზე ჩვეულებრივ სახეობას ზრდით, ნაადრევად შეგიძლიათ დაამწიფოთ. გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომ ჟოლოს ნაადრევი მოსავალი მიიღოთ. ამ რჩევებს წითელი კენკრით გატაცებული მიწათმფლობელები გვიზიარებენ და ნამდვილად ეფექტურია.
რჩევა №1: ჟოლოს დასარგავად მზიანი მხარე აირჩიეთ – ჟოლოს ჩრდილი არ უყვარს. ჩრდილში მისი კენკრა პატარა და მჟავე ხდება, ბევრი კენკრა მოსალოდნელზე უფრო გვიან მწიფდება. ბუჩქები აუცილებლად მზიან მხარეს დარგეთ. თუ ბევრი ბუჩქის დარგვას და დიდი მოსავლის აღებას აპირებთ, ხეების სქელი გვირგვინებიც შეგიძლიათ გადაჭრათ.
რჩევა №2: ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ – ბევრი წყალი და მზე – წვნიანი, ტკბილი და მსხვილი კენკრის 2 მთავარი საიდუმლოა. მიწა ჭაობად არ აქციოთ. მორწყვის სიხშირე და რაოდენობა მიწაზე და ჟოლოს ზრდის პერიოდში ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
რჩევა №3: ზრდის პერიოდში გამოკვებეთ – ითვლება, რომ ჟოლო უპრეტენზიოა, რადგან ველურ ტყეში იზრდება. თუ ჟოლოს სწრაფად გაზრდა, ნაადრევი კენკრის და შეუდარებელი გემოს მიღება გსურთ, ამაში გამოკვება დაგეხმარებათ. აი, ორი ვარიანტი:
- თუ ბუჩქებს ახლა რგავთ, მიწა კომპოსტით ან ნეშომპალით, ნაკელით უხვად გაანოყიერეთ. იდეალურია 10 კგ 1 მ²–ზე.
- თუ ჟოლო უკვე იზრდება, მაგრამ ხედავთ, რომ მიწა სასარგებლო ნივთიერებებით ღარიბია, რეგულარულად გამოკვებეთ. ნაკელი და ქათმის სკინტლი, ტორფი და ნაცარი, აზოტის სასუქი ან კენკრისთვის სპეციალური მზა ნარევი გამოგადგებათ.
რჩევა №4: ახალგაზრდა ყლორტები მოაშორეთ – ახალგაზრდა ყლორტების მოშორება ჟოლოს ნაადრევ მოსავალს უზრუნველყოფს. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ყლორტები უკვე მსხვილ ტოტებს სითხეს და მკვებავ ნივთიერებებს ართმევს, ხოლო ნაყოფს არ იძლევა. ძირიანად არ მოჭრათ, რომ ბუჩქების მთავარი ფესურა არ დააზიანოთ. ძირამდე სასხლავით გადაჭერით. ეს საკმარისია.
რჩევა №5: მოსავლის აღების შემდეგ ბუჩქები დაამუშავეთ – იმის მიუხედავად, რამდენი მოსავალი მოგცათ უკვე, აუცილებლად გამოსაზმთრებად გაუშვით. ის ტოტები მოაჭერით, საიდანაც მთელი კენკრა აიღეთ. როგორც წესი, ესაა ძველი და მსხვილი ტოტები, რომელთაც სქელი ქერქი აქვთ. ზამთარსა და გაზაფხულზე ახალგაზრდა და მოქნილი ტოტები ძალებს მოიკრეფს. საკმარისი სინათლის, სითხის და გამოკვების ხარჯზე უფრო მეტ მოსავალს მოგცემთ.
ახალი კენკრა სჯობს პირდაპირ ტოტებიდან მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ჟოლო შეგიძლიათ ზამთრისთვის გაყინოთ ან ჩაისთვის C ვიტამინით მდიდარი გემრიელი მურაბა გააკეთოთ.