გამოცდილი მებაღეები საგაზაფხულო ბოლქვიან ყვავილებს ლაზანიას მეთოდით რგავენ. კარგად მოფიქრებული ტექნოლოგია მიწაში ბოლქვების სხვადასხვა დონეზე, თითქოს ფენებად, დარგვას გულისხმობს. ყვავილების დარგვის სართულიანი მეთოდი რამდენიმე მიზეზით კარგია. Vivien ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.
საგაზაფხულო ბოლქვიანი ყვავილები – ლაზანიას მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ბოლქვები მიწაში სხვადასხვა სიღრმეში უნდა დარგოთ. ასე ყვავილები მორიგეობით გაიზრდებიან და ბაღი რამდენიმე თვე (იანვრიდან მაისამდე) აყვავებული დარჩება.ყვავილების დასარგავად სამუშაო სქემა არსებობს. თითოეული ჩაღრმავების დიამეტრი ბოლქვების ზომასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. მოცულობით ბოლქვებს 3-5 მმ მიწის ფენას აყრიან. ყვავილების რიგში პირველი ისინი არიან. შემდეგ უფრო პატარა ბოლქვები მოდის, შემდეგ – ყველაზე პატარა. მაგალითად, პირველი შეიძლება იყოს ტიტა, მის ქვემოთ სუმბული, მის ქვემოთ ზაფრანა. ლაზანიას მეთოდი კარგია იმით, რომ არა მხოლოდ ბაღში კლუმბის სწორად გასაფორმებლად, არამედ ქოთანში ყვავილის დასარგავად გამოგადგებათ.ბოლქვები სჯობს ჭადრაკული მეთოდით განათავსოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად გაზრდაში ერთმანეთს ხელი ნაკლებად შეუშალოთ. შემზღუდველი ჩხირები გამოიყენეთ. ბოლქვების მახლობლად, ყველაზე ქვედა რიგში ჩაარჭეთ. ასე ყვავილების დარგვისას არ დაიბნევით. შემდეგ ჩხირები მიწიდან ამოიღეთ.
კლუმბების კონცეფცია – ყვავილების დარგვის სართულებიანი მეთოდი უნიკალური კლუმბების შექმნის საშუალებას გაძლევთ. პირველ რიგში, კონცეფცია უნდა მოიფიქროთ. მაგალითად, რამდენიმე კონტრასტული ყვავილის დარგვა, რომლებიც ერთდროულად გაიზრდებიან, ან ნაადრევი და გვიანდელი ჯიშების კომბინირება, რომლებიც ერთმანეთს თანდათან ჩაანაცვლებენ და ფერადი ყვავილობით თვალს გაახარებენ.ყვავილების მაღაზიაში ბოლქვიანი ყვავილების მზა ნაკრები შეიძინეთ ან ყვავილების კომპოზიცია სხვადასხვა კულტურების გამოყენებით თავად შექმენით. გიამბობთ, როგორი საგაზაფხულო ბოლქვიანი მცენარეები არსებობს.
- ბაღის ბეგონია – ლამაზი მრავალწლიანი მცენარე, რომელსაც ბევრი სახეობა აქვს. ისინი ფერებით, გაზრდის მეთოდით, ყვავილობის ხანგრძლივობით და ფოთლების ფორმით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მებაღეებს ეს ყვავილი ფერების პალიტრის და ხანგრძლივი ყვავილობის გამო უყვართ. ბეგონია, როგორც წესი, მაისიდან ნოემბრამდე ყვავილობს.
- ზაფრანა – დაბალი მცენარე, რომლის სიმაღლე 10-15 სმ–ს არ აღემატება. ნაღებისფერი, იასამნისფერი, ყვითელი, თეთრი, ცისფერი, მოწითალო და ნარინჯისფერი სახეობა არსებობს. ლაქებიანი ან ორფერიანი შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს. 15-20 დღე ყვავილობს. ზოგი სახეობა გაზაფხულზე ყვავილობს, ზოგი – შემოდგომაზე. ამაზე ბოლქვის დარგვის დროა დამოკიდებული. პირველი – შემოდგომაზე უნდა დარგოთ, მეორე – ზაფხულში.
- ზამბახი – ამტანი მრავალწლიანი მცენარე. კაშკაშა ფერებით გამოირჩევა, რომელიც ერთ ყვავილშია კომბინირებული. მთელი წელი შეგიძლიათ დარგოთ. 3 თვე ყვავილობს: მაისი, ივნისი და ივლისი.
- სუმბული – მრავალწლიანი მცენარე, რომელსაც სექტემბერში ან ოქტომბერში რგავენ. ყვავილობის დრო მის სახეობაზეა დამოკიდებული. რამდენიმე ასობით სახეობა აქვს. ნაადრევი, საშუალო და გვიან მოყვავილე ჯიშები არსებობს. მარტივი მოსავლელია. ბოლქვები მკაცრი წესების დაცვით უნდა დარგოთ. მაგალითად, დაბლობში ან მიწისქვეშა წყლებთან ახლოს მისი დარგვა არ შეიძლება.
- ნარგიზი – მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარე, რომელსაც მზიან და ღია ადგილას გაზრდა უყვარს. აგვისტოს ბოლო და სექტემბერის დასაწყისი დასარგავად საუკეთესო დროა. ნარგიზი აპრილი–მაისის პერიოდში ყვავილობს.
სხვა საგაზაფხულო ყვავილები – ვერც ერთი საგაზაფხულო კლუმბი არომატულ და ფერად ტიტებს გვერდს ვერ აუვლის. ასევე გავიხსენოთ ლამაზი შროშანი, რომელიც თქვენს ბაღს გაზაფხულზე დაამშვენებს. სჯობს სექტემბერში გარეთ დარგოთ. თუმცა პირველ წელს ზამთარს ყველა ვერ გადაიტანს, რადგან ფესვების სისტემა კარგად განვითარებული არაა. შროშანი 17 დღე ყვავილობს. სახეობის მიხედვით სხვადასხვა დროს ყვავილობს: ივნისში ან ივლისში. რომელი ბოლქვიანი მცენარეები დარგეთ?