გენიალური ხრიკები, როგორ გამოიყენოთ საყინულეში პროდუქტების შესანახი პაკეტები

690

საყინულეში პროდუქტების შესანახი პაკეტები მაცივარს ყოველდღიური აურზაურისგან იცავს. ახლა ყველაფრის გამოღება ან საყინულეში დიდხანს ქექვა საჭირო აღარაა. ცალ–ცალკე პარკებში შენახვით გეცოდინებათ, თუ სად და რა დევს. Vivien გიამბობთ, როგორ შეინახოთ პროდუქტები სწორად პაკეტებში ისე, რომ არაფერი გაფუჭდეს.

საყინულის პაკეტები – პროდუქტებმა საყინულეში ფორმა დიდხანს რომ შეინარჩუნოს, ხარისხიანი პაკეტები შეარჩიეთ. მისი ჰერმენტულობა, გამძლეობა, განმეორებითი გამოყენების შესაძლებლობა, კომპაქტურობა, ტემპერატურის ცვლილების მიმართ გამძლეობა გაითვალისწინეთ. ასეთი პაკეტი თავის ამოცანას იდეალურად უნდა ასრულებდეს და ოდნავ შეხებაზე არ უნდა გაიხეს.შეფუთვა ყურადღებით შეისწავლეთ. პაკეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი, რაც უყურადღებობით შეიძლება ვერ შევამჩნიოთ. მით უფრო, პაკეტებს შეიძლება მოსახერხებელი შესაკრავი ჰქონდეთ. ასე არ იდარდებთ, რომ რაღაც დაიღვრება ან დაიფშვნება. მრავალი კვანძის გახსნაზე დროს აღარ დახარჯავთ.

სწორი არჩევანი – რა თქმა უნდა, პროდუქტები სპეციალურ პაკეტებში სწორად უნდა გაყინოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საყინულეში მხოლოდ ხარისხიანი ხილი და ბოსტნეული უნდა შეინახოთ. პროდუქტები კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ, შემდეგ პაკეტებში გადაიტანეთ. მაქსიმალურად კომპაქტურად ჩააწყვეთ.ითვლება, რომ სწრაფი გაყინვა და ნელი გალღობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასე გაყინულ პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებებს შეინარჩუნებთ. პროდუქტის განმეორებით რამდენჯერმე გაყინვას არ გირჩევთ. უმჯობესია, რომ მცირე ულუფებად დაყოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ პაკეტებს დააწეროთ ან შესაბამისი სტიკერი დააკრათ.

კომფორტი და სარგებელი – პაკეტი ხარისხიანი შესაკრავით და გამძლე მასალის წყალობით არაპირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ფხვიერი პროდუქტების (მარცვლეული, სანელებელი, ჩაი, შაქარი) შესანახად გამოგადგებათ. არაფერი დაიყრება, ხოლო მისი გახსნა და დახურვა მარტივია.ხელმისაწვდომი ფასის გამო ბევრი შეგიძლიათ შეიძინოთ და არა მხოლოდ სამზარეულოში მოათავსოთ. დოკუმენტების შესანახად გამოგადგებათ. მასში კოსმეტიკა, მედიკამენტები, ფოტოები, მონეტები შეგიძლიათ შეინახოთ. ეს პუნქტი თქვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული. კარგია, რომ სხვადასხვა ზომის პაკეტები იყიდება. ყველაფერი ჩაეტევა.

სამზარეულოს ჯადოქრობა – რომელმა დიასახლისმა არ იცის, როგორ იფანტება საფანელი მასში კატლეტის ამოვლების დროს. საფენელი პაკეტში ჩაყარეთ, კატლეტი ჩადეთ, შეკარით და ფრთხილად შეანჟღრიეთ. ნამდვილი ჯადოქრობა. კატლეტი საფანელში იდეალურად ამოვლებულია, ხოლო სამზარეულო სუფთაა.კატლეტის თემა გავაგრძელოთ. მზა ფარში შეგიძლიათ პარკში ჩადოთ და ჩაკეტოთ. ახლა თანაბრად გაანაწილეთ, რომ ცარიელი ადგილი ან გოროხები არ დარჩეს. ამის შემდეგ სუშის ჩხირებით ულუფებად დაყავით. ახლა შეძლებთ საჭირო რაოდენობის ფარში მოწყვიტოთ და ზუსტად იცოდეთ, რამდენ კატლეტს დადებთ მაგიდაზე.სპეციალურ პაკეტში შეგიძლიათ ხილის ყინული ან წვენი გაყინოთ. მაღაზიაში ყინულისთვის სპეციალური შეფუთვა იყიდება, რომელსაც ბევრი პატარა სეგმენტი აქვს. მოსახერხებელი ნივთია და პლასტმასის ფორმები საჭირო არაა. ზაფხულში მისი გამოყენება განსაკუთრებით კარგია. ლიმონის წყალი პიტნის ფოთლებთან ერთად შეგიძლიათ ყინულის კუბებში გაყინოთ, შემდეგ სასმელს დაუმატოთ და გაგრილდეთ.

როგორ გამოვიყენოთ საყინულის პაკეტები – ასეთი პაკეტი საკონდიტრო ტომრის როლს კარგად ასრულებს. თუ ბისკვიტზე კრემი თანაბრად უნდა გაანაწილოთ, მაშინ პაკეტი კრემით გაავსეთ, ერთი ბოლო მოაჭერით და ტორტის გაფორმება დაიწყეთ. თუ შინაურული სუშის მომზადებას აპირებთ, მდნარი ყველი ამ პაკეტიდან გადმოიღეთ, რომ დრო არ დახარჯოთ და კოვზით არ დაიტანჯოთ.როგორ იყენებთ საყინულის პაკეტებს? პირდაპირი დანიშნულებით თუ შეგიძლიათ ახალი საინტერესო ხრიკები გაგვიზიაროთ? პირადი გამოცდილება გაგვიზიარეთ. როგორ თვლით, ნამდვილად მოსახერხებელია ასეთი პაკეტების გამოყენება თუ მორიგი მარკეტინგული ხრიკია?