მშობლების უხეში შეცდომები, რის გამოც ბავშვის გაზრდა გვიანდება

621

არც ერთ მშობელს სურს, რომ მისი შვილი ინფანტილური გაიზარდოს. მშობლები ხშირად სულელურ შეცდომებს უშვებენ, რაც მათი შვილის მომავალზე ცუდ გავლენას ახდენს. უმეტესად ეს უცოდინრობის გამო ხდება. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ამ დაუდევრობას ყურადღება მიაქციოთ.მშობლების რომელი შეცდომები აფერხებენ ბავშვების გაზრდას? ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე პოპულარულ შეცდომებზე გიამბობთ. გამოასწორეთ, რომ თქვენმა შვილმა ადრეული წლებიდან იცოდეს, რა არის პასუხისმგებლობა და მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქროს.

  1.  სახლის საქმეებისგან გათავისუფლება – შეცდომა, რის გამოც ბავშვი ყოველდღიურობაში მოუქნელი იქნება. მშობლები ბავშვისთვის ცხოვრების გამარტივებას ცდილობენ და ამით უარესს აკეთებენ. სჯობს ადრეული წლებიდან საწოლი თავად გაასწოროს, ოთახი დაალაგოს, სათამაშოები თავის ადგილზე დააწყოს. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ეს დიდ დროს წაიღებს და უფროსებს მხოლოდ საზრუნავს მოუმატებს, მაგრამ ბავშვი დროთა განმავლობაში საქმეების სწრაფად შესრულებას ისწავლის. გააცნობიერებს, რა არის შრომა, წესრიგს მიეჩვევა, სხვების დახმარება ხშირად არ დასჭირდება.
  2. ზედმეტი თავისუფლება – დღეს ბევრი მშობელი ქცევის ისეთ მოდელს ირჩევს, რომელშიც ბავშვს სრული თავისუფლება ენიჭება. ეს გონივრული მიდგომა არაა, რადგან ყველაფერში ბალანსის დაცვა აუცილებელია. მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკითხები, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ეხება. ერთი საქმეა, როცა ბავშვი თავად ირჩევს, რომელი ტანსაცმელი უყიდოთ. მეორე, როცა წვნიანის ნაცვლად დესერტს საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს ან თავისით გადაწყვეტს, რომ სწავლის ნაცვლად კომპიუტერული თამაშები ითამაშოს.
  3. ფინანსური საკითხების მოგვარება – 4 წლის ბავშვსაც უნდა ესმოდეს, რა არის ფული და როგორ მოექცეს. პირველივე მოთხოვნაზე სათამაშო და ტკბილეული არ უყიდოთ. სჯობს ყულაბა აჩუქოთ, სადაც თავისი ფულის შენახვას შეძლებს. ჯიბის ფულისთვის მცირე თანხა შეგიძლიათ გამოუყოთ. დაე, თავად გადაწყვიტოს, თუ რაზე დახარჯავს.
  4. ცუდი მაგალითი – „არ აღზრდო შვილები, მაინც თქვენ დაგემსგავსებათ. სჯობს საკუთარი თავი აღზარდოთ.“ ეს ინგლისური ანდაზაა, რომელსაც სჯობს მოუსმინოთ. მშობლები შვილებისთვის მთავარი მაგალითები არიან. ამ მხრივ ფსიქოლოგები შეცდომას უწოდებენ, როცა დედა კარიერაზე უარს ამბობს, რომ სახლის საქმეებს მიხედოს და შვილები აღზარდოს. თუ ოჯახში ქალიშვილი იზრდება, ასე ცუდ მაგალითს მიიღებს, წარმატებულ კარიერას იშვიათად აიწყობს და ზრდასრულ ცხოვრებაში ნაკლებს იშოვის.
  5. არაორგანიზებულობის წახალისება – თუ ბავშვი არაორგანიზებულია და მნიშვნელოვანი საქმე ბოლო წუთს ახსენდება, მშობლებმა ამაზე უნდა იმუშავონ. უფლება მიეცით, რომ საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს, პირველივე ზარზე დახმარება არ იჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის დაუდევრობას ხელს შეუწყობთ. ქცევის ასეთი მოდელი მომავალში სარგებელს არ მოგიტანთ.

რედაქციის რჩევა – თუ ბავშვმა აკრძალვების შესახებ არაფერი იცის, თუ ამოცანა და ვალდებულებები არ აქვს, მშობლები მის გაზრდას არ ჩქარობენ, დიდი შანსია, რომ მისგან ინფანტილური ბავშვი გაიზრდება, რომელიც მოგვიანებით ინფანტილური ზრდასრული გახდება. სწორედ ამიტომ, მშობლებმა სიტუაციის გამოსწორება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. მოგვიანებით შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. რას ფიქრობთ ინფანტილურობის პრობლემებზე? როგორ ავიცილოთ თავიდან? გაგვიზიარეთ მოსაზრებები!