წელს ბევრი კიტრის მოყვანას ვაპირებ. შპალერის მოსაწყობად იდეებს უკვე ვეძებ

2514

„კიტრი შპალერზე ნამდვილი აღმოჩენაა მოყვარული მებოსტნეებისთვის. მასთან მუშაობა მარტივი და მოსახერხებელია. კიტრის ნაყოფი ასეთ კონსტრუქციაზე დაკიდულია, ანუ მიწაზე არ დევს, არ ფუჭდება. მცენარის მოვლა მარტივდება, თან ნაკლებ ადგილს იკავებს“ – ამბობს ჩემი მეზობელი.წელს ბევრი კიტრის მოყვანას ვგეგმავ, რადგან ჩემი საყვარელი ბოსტნეულია. შპალერის მოსაწყობად იდეებს უკვე ვეძებ. Vivien გიამბობთ, რატომ ზრდიან კიტრს შპალერზე გამოცდილი მებაღეები.

კიტრი შპალერზე

კიტრს მიწაში მოყვანას მიჩვეული ვართ. კიტრი კვლებში ცოცავს, იხვევა და მზისგან ფოთლებით იმალება. ერთი შეხედვით, ასე მარტივი და მოსახერხებელია. დამატებითი კონსტრუქცია საჭირო არაა. მიწაში დათესე, მორწყე და დაელოდე, სანამ თესლი გაიზრდება და ნაყოფს მოგცემთ.დასავლეთში ვერტიკალური კულტივაცია უკვე დიდი ხანია გამოიყენება. და არა სულ ტყუილად! პირველ რიგში, ასე ნაკვეთზე ადგილს ზოგავენ, მეორეც, კიტრის მოსავლის აღება უფრო მარტივია. მესამეც, კიტრის მომწიფება ჩქარდება, რადგან ვერტიკალური გაზრდისას მზის სხივების ქვეშ მდებარეობს და მეტ სითბოს და სინათლეს იღებს.

ფოთლები მიწას არ ეხება, ანუ დაავადებებით, როგორიცაა ნაცროვანი სოკო, დაინფიცირების რისკი მცირდება. ვერტიკალური გაზრდის ხარჯზე კიტრის ვაზი შპალერზე თანაბრად ნაწილდება, რაც მავნებლების წინააღმდეგ დამუშავებას, მორწყვას და გამოკვებას ამარტივებს. ერთი სიტყვით, შპალერზე გაზრდა მეტ ეფექტს იძლევა.მცოცავი მცენარისთვის უმარტივესი საყრდენი როგორც ნატურალური, ასევე პლასტმასის ბაწარით ან თხელი თოკით შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი საყრდენი სახლის, ფანჩატურის ან ბეღელის კედელთან კეთდება. საყრდენი ხის ჯოხებით შეგიძლიათ გააკეთოთ.

ვერტიკალურად გასაზრდელად ძლიერი ბაწრისგან დამზადებული კონსტრუქცია გამოიყენება, რომელსაც 2-3 რიგი ან ქოხის მსგავსი ფორმა აქვს. პლასტმასის ბადე 15×17 სმ უჯრებით, 5-10 მ სიგრძით და 2 მ სიგანით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბადე რკალზე იჭიმება ან სათბურის კედელზე მაგრდება.შპალერის მოსაწყობად 1,5-2 მეტრის დაშორებით ბოძები ისმება და მათ შორის 2-3 რიგის მავთულებს ჭიმავენ: პირველი რიგი მიწიდან 10-15 სმ–ით უნდა იყოს დაშორებული. მეორე რიგი 1-1,3 მეტრით, ხოლო მესამე რიგი – 2-2,2 მეტრით.

მავთულებზე მაგრდება ლითონის ან სინთეტიკური ბადე უჯრებით (10×15 სმ) ან ზედა დონეზე გამძლე ბაწარს ახვევენ. ძაფის მეორე ბოლოში მაგრდება ნერგი მიწადან 10 სმ სიმაღლეზე. ვითარდება, ბარდი ძაფს ეხვევა და ზემოთ ადის.საყრდენი შედგება გამაგრებული ლითონის მილებისგან ან კუთხისგან და შუალედური ხის ბოძებისგან (30 სმ დიამეტრი).კვლები ძველი კარებისგან არს გაკეთებული. მაგარია, ასეა?

კასრში კიტრის დარგვის იდეა მომწონს. მეუღლეს აუცილებლად ვაჩვენებ.

იქნებ სჯობს T ფორმის კონსტრუქცია მიწაში ჩაარჭოთ, ძაფები დაამაგროთ და მის გასწვრივ კიტრი გაუშვათ. ამის გაკეთება მარტივი არაა, სამაგიეროდ, კიტრის მოსავალი გაგახარებთ.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი კვლების გონივრულად მოსაწყობად.

შპალერი სჯობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დააყენოთ. ასე მზის სინათლის მაქსიმალურ და ზომიერად განაწილებას ხელს შეუწყობთ.კიტრი შპალერზე უკეთ იზრდება და მისი მოვლა მარტივია. ამ მეთოდით კიტრის მოყვანისას ნაკვეთზე სხვა მცენარეების დასარგავად ადგილი დაგრჩებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს