თუ კოღოს ნაკბენის შემდეგ კანი გისივდებათ, თქვენ შეიძლება სკიტერის სინდრომი გქონდეთ

2650
თუ კოღოს ნაკბენის შემდეგ კანი გისივდებათ, თქვენ შეიძლება სკიტერის სინდრომი გქონდეთ
თუ კოღოს ნაკბენის შემდეგ კანი გისივდებათ, თქვენ შეიძლება სკიტერის სინდრომი გქონდეთ

კოღოები. თუ თქვენ ადამიანების უმეტესობას ჰგავხართ, ეს სიტყვა კანის ქავილს გაწყებინებთ. ეს წელი ამ მხრივ ყველაზე ცუდი იყო – ბევრი კოღო და სხვა მწერი.

თუ თქვენ ან ოჯახის რომელი წევრს კოღოს ნაკბენზე ჩვეულებრივზე უფრო ცუდი და მტკივნეული რეაქცია გაქვთ, ეს შეიძლება სკიტერის სინდრომი იყოს.

რა არის სკიტერის სინდრომი?

სკიტერის სინდრომი – კოღოს ნერწყვზე ალერგიული რეაქცია არის.

რა იწვევს სკიტერის სინდრომს?

კოღოები კანში უშვებენ პოლიპეპტიდებს, რომლებიც სისხლს ათხელებენ, რომ მათ მისი ამოღება შეძლონ.

როგორი არის ნორმალური რეაქცია კოღოს ნაკბენზე?

ქავილი და მცირე შეწითლება ნორმალურ რეაქციად ითვლება.

როგორი არის სკიტერის სინდრომის ნიშნები?

ამ სინდრომს ჩვეულებრივ თან ახლავს შემდეგი ნიშნები – ძლიერი ქავილი, შეშუპება და შესაძლოა წყლულოვანის გაჩენა. მას შეიძლება ახლდეს ინფექცია და ციებცხელება. იშვიათ შემთხვევაში ანაფილაქსიურ შოკს და ასთმის სიმპტომებს იწვევს.

კოღოს ნაკბენიდან რამდენ ხანში ჩნდება სიმპტომები?

კოღოს ნაკბენზე სიმპტომები შეიძლება რამდენიმე წუთიდან ორი დღის განმავლობაში გაჩნდეს.

ვის შეიძლება ჰქონდეს სკიტერის სინდრომი?

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სინდრომი, მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვები, ასევე მოხუცებულები იტანჯებიან.

ეს როგორ ხდება?

როცა ადამიანს უჩნდება სკიტერის სინდრომი, ნაკბენის ადგილი სივდება ისე, როგორც ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაში. შესივება იმდენად შეიძლება გაიზარდოს, რომ თვალის გახელის საშუალება არ მოგცეთ ან ხელი ან ფეხი ორჯერ უფრო დიდი გახადოს.

დაზიანებული ადგილი ხშირად უფრო ცხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ციებცხელება და მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება.

ძალიან იშვიათად, მაგრამ ნაკბენმა შეიძლება ასთმა ან ანაფილაქსიურ შოკი გამოიწვიოს.

როგორ ვუმკურნალოთ სკიტერის სინდრომს?

ჩვეულებრივ ალერგიის საწინააღმდეგო აბები გამოიყენება. ყინულის პაკეტი შეშუპების და ტკივილის შესამსუბუქებლად გამოგადგებათ. იბუპროფენი ასევე დაგეხმარებათ.

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ ადრე სკიტერის სინდრომი არ გქონიათ, ის შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ წუთში განვითარდეს.

კოღოს რამდენიმე სახეობა არსებობს. თითოეული ტიპი საკუთარ ფერმენტს აწამოებს. ადამიანს ერთ მათგანზე შეიძლება ალერგია ჰქონდეს, მეორეზე კი არა.

სკიტერის სინდრომი გადამდები არაა, მაგრამ თუ ეჭვი გეპარებათ – ექიმს კონსულტანციისთვის მიმართეთ.

მსგავსი პრობლემა გქონიათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს