რჩევა, როგორ მოვამზადოთ „ცოცხალი“ წყალი ნემსიწვერასთვის

992

აყვავებული ნემსიწვერა სახლს მყისიერად აცოცხლებს. სითბოს მოყვარული ეგზოტიკური მცენარე იმდენად პოპულარულია, რომ მას ყოველ მესამე სახლში იპოვით. ნემსიწვერა ჰაერს პათოგენური ბაქტერიებისგან წმენდს, ნაზი არომატით ავსებს და პარაზიტებს აფრთხობს. ზოგჯერ ასეთ ძლიერ მცენარესაც მხარდაჭერა სჭირდება. არ იზარმაცოთ და მცენარისთვის სასუქი მოამზადეთ, რომ ჯანმრთელი ფოთლებით და მსხვილი ყვავილებით გაგახაროთ.Vivien გთავაზობთ უნიკალურ სასუქს, რომელსაც ცოცხალი წყალი ეწოდება. მზა და მოსახერხებელი ნარევების გამოჩენამდე ცოცხალი წყლის რეცეპტი სპეციალურ ჟურნალებშიც იბეჭდებოდა. მისი გამოყენება სინთეტიკურ სასუქებზე ბევრად მოსახერხებელია.

ცოცხალი წყალი ნემსიწვერასთვის – თუ ყვავილობის გამრავლება და ბუჩქისთვის მდიდრული იერის მინიჭება გსურთ, ცოცხალი წყალი აუცილებლად გჭირდებათ. თუ ნემსიწვერა ერთ წელზე მეტია არ გადაგინერგავთ, მის გამოყენებას გირჩევთ. ამ დროში მცენარე მიიღებს აუცილებელ მიკროელემენტებს, მათგან ერთ–ერთი თქვენი მაცოცხლებელი ხსნარის საფუძველია.პროცედურა შუა იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოზამთრების შემდეგ სასუქი ნემსიწვერას მწვანე მასის გაზრდასა და ბევრი ყვავილის განვითარებაში დაეხმარება.

როგორ მოვამზადოთ სასუქი ნემსიწვერასთვის – მხოლოდ მარტივი ინგრედიენტები! თქვენს აფთიაქში არსებული მარტივი მედიკამენტები დაგჭირდებათ. კერძოდ წყალბადის ზეჟანგი და იოდი. თითოეული მნიშვნელოვანია, მაგრამ მცირე დოზით გჭირდებათ. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • იოდი. იოდის გარეშე სასწაული ვერ მოხდება, რადგან ნემსიწვერა ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით მოიხმარს. მცენარეს, როგორც ადამიანს, იმუნიტეტი აქვს. ნიადაგში იოდის დეფიციტისას ფესვების სისტემა პათოგენური ბაქტერიების და სოკოს მიმართ მეტად მგრძნობიარე ხდება.
  • წყალბადის ზეჟანგი. ის ანტისეპტიკის როლს ასრულებს. გარდა ამისა, ზეჟანგი ჟანგბადს ადვილად გამოყოფს. მიწაში მოხვედრისას ჟანგბადი ფესვებისკენ მიილტვის და მის სუნთქვას ააქტიურებს.

ცოცხალი წყლის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წყალი
  • 1 მლ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგი
  • 0,5 მლ 5%–იანი იოდი

მომზადების წესი:

  1. უბრალო, დაყენებული წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გალღობილი წყალი სჯობს – ცოტა თოვლი შეაგროვეთ და 4-6 ფენა მარლაში გადაწურეთ.
  2. ნემსიწვერა მოამზადეთ. თბილი წყლით სავსე ტაშტში ქოთანი ჩადეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ნიადაგი უნდა გაიჟღინთოს.
  3. ქოთანს წყლის დაწურვა აცადეთ.
  4. წყალი, წყალბადის ზეჟანგი და იოდი აურიეთ. 50 მლ ხსნარით მცენარე გამოკვებეთ.
  5. პროცედურა თვეში ერთხელ ოქტომბრის დაწყებამდე გაიმეორეთ.

ამ მარტივი მეთოდით ოთახის მცენარეს გააცოცხლებთ, და არა მხოლოდ ნემსიწვერას. ასე ვეგეტატიური სისტემის იმუნიტეტი უმჯობესდება, ფოტოსინთეზი ჩქარდება და მწვანე მასა სწრაფად მატულობს. ოდესმე ასეთი სასუქის გამოყენების მეთოდი გინახავთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს