ბოლო დროს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულმა მოთხოვნებმა თითქმის მიუღწეველ დონეს მიაღწია. გაირკვა, რომ ბავშვს დაბადებიდან მოდური ტანსაცმელი, განვითარების ყველა შესაძლო კურსი, თანამედროვე გაჯეტი და გასართობ ცენტრში წასვლა მოეთხოვება. ბევრი მათგანი ამ მოდის ტენდენციების ხაფანგში გაება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამაგალითო“ მშობლები გახდნენ. თუმცა ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ და ეჭვგარეშე ამბობენ რომ ბავშვები თავს არა სამყაროს მბრძანებლად თვლიან, არამედ გულის სიღრმეში უბედურები და საკუთარ თავში თავდაუჯერებლები ხდებიან.
საინტერესოა, რომელი მოსაზრებებით არის სავსე თანამედროვე მშობლების თავი.
„ბავშვი მოწყენილია? ანუ ჩვენ ცუდი მშობლები ვართ“
რა ხდება. სანამ ბავშვი თავს მხნედ გრძნობს, ვცდილობთ ყოველი წამი თამაშით და გართობით შევავსოთ. შვილი ხელოვნურ სამყაროში იძირება, სადაც დაღლილი მხიარული მშობლების ან ბებია-ბაბუას სახეები ცხოვრობენ. კიდევ ერთი ვარიანტია ვირტუალური სამყარო, სადაც მულტფილმის გმირები და კომპიუტერული თამაშებია.
რა გავაკეთოთ. გაიხსენეთ, რომ მოწყენილობა – განვითარების აუცილებელი ფაქტორია. სწორედ ამ დროს ბავშვური ფანტაზია ვითარდება. პერიოდულად ბავშვს მარტოობის უფლება მიეცით და დამერწმუნეთ, თავისუფალ დროს თავად შეავსებს.
„ახლა შენ პრობლემას უცებ მოვაგვარებთ, არ იტიროთ“
რა ხდება. ბავშვის ნებისმიერი მოთხოვნა ძალიან სწრაფად სრულდება. ნაყინი გინდა? მოდი ვნახოთ, სად არის უახლოესი დახლი. ძველი მანქანა მოგწყინდა? დღესვე ახალი ვიყიდოთ. გზაში არ იცი რითი დაკავდეთ? ჩემი ტელეფონი აიღე და ითამაშე, სანამ ბატარეა გეყოფა.
რა გავაკეთოთ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საკუთარი პოზიციის დაცვა მომავალში ბავშვს სტრესული სიტუაციის გამკლავებაში დაეხმარება. ბავშვი სათამაშოს დაკარგვას ეთანხმება და ამის გამო საჯარო ისტერიკას არ მართავს. უფრო მარტივი იქნება იმ ფაქტის მიღება, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს.
„ის, ხომ უბრალოდ თამაშობს“
რა ხდება. ხშირად ბებიების ქცევას მივმართავთ: „ბავშვის ცემა არ გაბედო, შენ ხომ გაოფლიანდები!“ სულ მცირე ბევრ მშობელს არ რცხვენია, რომ მათ ბავშვებს თამაშის დროს შეთანხმება არ შეუძლიათ, პატარებს შეურაცხყოფას აყენებენ, უფროსებს ეუხეშებიან და „ხუმრობით“ ცხოველებს მკაცრად ექცევიან: „ისინი ხომ ბავშვები არიან, რაზე უნდა ვეჩხუბოთ?“
რა გავაკეთოთ. სინამდვილეში ბავშვი კარგად ხვდება, თუ რას აკეთებს. თუ ამასთან მშობლის მხარდაჭერას გრძნობს, გულწრფელად თვლის, რომ ყველაფერი რიგზეა. სწორედ ამიტომ საზოგადოებაში მოქცევის წესი სწორედ ისაა, რასაც ბავშვის აღზრდის დროს მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ბავშვებმა სუსტის თანაგრძნობა უნდა ისწავლონ, წაგების შემთხვევაში ვინმეს ზიანი არ უნდა მიაყენონ, ერთობლივ თამაშზე შეთანხმდნენ, თქვან „მადლობა“ და „არაფერს“.
„თბილად ჩაიცვი? ტელეფონის კამერა ჩართე, შევამოწმებ“
რა ხდება. ჩვენი ბავშვები ტოტალური კონტროლის ატმოსფეროში იზრდება. ასეთი მიდგომა ბავშვის თვითგანვითარებისკენ სწრაფვას ანადგურებს. მისთვის უფრო მარტივია მშობლების ზურგს ამოეფაროს, რომელიც ყოველთვის ამოწმებს, ჩადო თუ არა ბავშვმა ჩანთაში დღიური და სპორტული ტანსაცმლის წაღება ხომ არ დაავიწყდა.
რა გავაკეთოთ. შვილს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება მიეცით და აუხსენით, რომ ყოველი მოქმედება გარკვეულ შედეგს გამოიწვევს. არ დაიხურა ქუდი – ყურები გაეყინება. საღამო ბიოლოგიის შესწავლას დაუთმო – ახალი ცოდნა შეიძინა და კარგი ნიშანი მიიღო.
„მოვალეობების შესასრულებლად ზედმეტად პატარაა“
რა ხდება. ბავშვებისთვის იდეალური ბავშვობის შექმნის სურვილით, მშობლებს მათი სახლის საქმეების დატვირთვის ეშინია. უფლებას აძლევენ გააკეთონ ის, რაც მათ სურთ. ასეთი აღზრდის მეთოდს სამწუხარო შედეგი აქვს – პრობლემები სკოლაში, სადაც მასწავლებელი მას გაკვეთილზე თამაშს უკრძალავს, დისციპლინას მოითხოვს და ხშირად არც თუ ისე საინტერესო დავალების შესრულებას მოითხოვს. ამ სიტუაციაში დედა-დიასახლისის და მამა-ბანკირის პატივისცემაზე აღარ ვსაუბრობთ.
რა გავაკეთოთ. გაიხსენეთ, რომ არსებობს სიტყვა „უნდა: და თანდათან ბავშვს საქმის საქმეები დაავალეთ. ბაღის მოსწავლესაც კი შეუძლია საკუთარი ტანსაცმელი სკამზე დაკეცოს ან სათამაშოები შეაგროვოს. მსგავსი დახმარება და მონოტორული სამუშაო, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, მოსაწყენი, მაგრამ აუცილებელი სამუშაოს შესრულების შესანიშნავ სამზადისს წარმოადგენს და უკვე ზრდასრულ ასაკში სამუშაო ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.
„ჩემ ბავშვს წვნიანი არ უყვარს, თავისით ჩაცმა არ უყვარს და წვება მაშინ, როცა სურს“
რა ხდება. ხშირად ამას საყვარლად თვლიან, რომ ბავშვი ინდივიდუალურია და სხვებს არ ჰგავს. ასეთია და რა უნდა გავაკეთოთ. შედეგად ბავშვი მშობლებს ბრძანებებს აძლევს, თუ როგორ იმოქმედონ და სახლის ტირანად იქცევიან.
რა გავაკეთოთ. მოდით ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში რა არის ბავშვებისთვის კარგია და რომ მომავალში ამისთვის მადლობას გვეტყვიან. რეჟიმის დაცვის გარეშე ნებისმიერი ბავშვი გაღიზიანებული და უყურადღებო გახდება. სწორი კვების და სეირნობის გარეშე მას ჯანმრთელობის პრობლემები, ზედმეტი წონა და ბევრი კომპლექსი ექნება.
„რა თქმა უნდა ჩვენ ახალ სათამაშოს გიყიდით. მე კი კიდევ ძველ ქურთუკით გავატარებ ამ ზამთარს“
რა ხდება. ბევრი თანამედროვე ოჯახი ბავშვზე გადართულია. უფროსების ყურადღება მხოლოდ ბავშვზე არის გადართული. მისი ცხოვრება საათობრივად არის აწყობილი: სკოლა, წრე, სექცია, მასწავლებელთან გაკვეთილები. მშობლები დროს და ფულს არ იშურებენ, რომ შვილების მუდმივად მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ამავე დროს, მათი საკუთარი საჭიროებები გვერდზე არის გადადებული.
რა გავაკეთოთ. საკუთარი სურვილების დავიწყება არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ბავშვებმა გაიგონ, რომ სამყარო მათ ირგვლივ არ ტრიალებს. მომავალში ეს სხვა ადამიანებთან სრულყოფილი ურთიერთობის აშენებაში დაეხმარებათ.
საკუთარი თავი რომელიმე სიტუაციაში ამოიცანით? შესაძლოა, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილების გაცნობა გსურთ? დაწერეთ კომენტარებში.