ადრე თუ გვიან ყველა დიასახლისს აინტერესებს, თუ როგორ ამოიყვანოს ცხიმის ლაქები ტანსაცმლიდან. ზოგჯერ ბავშვები მაგიდასთან ისვრებიან, ზოგჯერ უფროსებიც დაუდევრად იქცევიან. ადრე ასეთი ლაქების დანახვისას ფიქრებით უკვე ვემშვიდობებოდი, ახლა ასე არაა!დედამთილმა სახლის პირობებში ხელმისაწვდომი საშუალებებით ცხიმის ლაქების მოშორება მასწავლა. ახლა შემიძლია ბავშვები საბავშვო დღესასწაულებზე ყველაზე ლამაზ ტანსაცმელში გამოვაწყო! თუ ლაქებს ვხედავ, აბაზანაში მშვიდად მივდივარ, ჩანთიდან აუცილებელ საშუალებას ვიღებ და ჭუჭყს ვაშორებ!
ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქების მოშორების მეთოდები
ჭურჭლის სარეცხი სითხე – რა შეიძლება გაუმკლავდეს ცხიმის ლაქებს უკეთ, ვიდრე ცხიმის მოსაშორებელი საშუალება? ცოტა სითხე წაუსვით, გახეხეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში ან ხელით გარეცხეთ.
მარილი და სოდა – თუ ცხიმის ლაქა ახალია, სოდის და მარილის ნარევი გამოიყენეთ. ნარევი ლაქას წაუსვით, 10 წუთით მოიცადეთ, შემდეგ მშრალი ჩვრით გაწმინდეთ. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ ლაქას არ მოაშორებთ.
ცარცი – უბრალო თეთრი ცარცი დაფშვენით და ცხიმის ლაქას მოაყარეთ. 1 საათით გააჩერეთ. ამ დროში ცარცი ცხიმს ამოიყვანს. თუ უხეში მასალის ქსოვილია, სჯობს ლაქა ცარცით გახეხოთ. გაწმენდის შემდეგ გარეცხვა აუცილებელი არაა.
დიასახლისის საპონი – ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები დიასახლისის საპონს ცხიმის ლაქების მოსაშორებლად იყენებდნენ. საპონი ლაქას წაუსვით და 2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ცხელ წყალში გარეცხეთ, თუ ქსოვილის მასალა ასეთი რეცხვის საშუალებას გაძლევთ.
რძე და სახამებელი – 3 ს/კ სახამებელი 50 მლ რძეში გახსენით ისე, რომ გოროხები არ დარჩეს. მიღებული ნარევი ცხიმის ლაქას წაუსვით და მთელი ღამე გააჩერეთ. სითხე უნდა გაშრეს. ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქის მოშორებისას გახსოვდეთ: დაუყონებლივ იმოქმედეთ! ახალი ლაქის მოშორება ბევრად მარტივია, ვიდრე ჩამხმარი ან გარეცხილის. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შერჩეული საშუალება ქსოვილის უხილავ ნაწილზე მოსინჯეთ.