ძველი თაფლი: შეიძლება თუ არა მისი ჭამა, თუ 5 წელზე მეტისაა

1602

სამლიტრიანი ქილა თაფლი ქვედა თაროზე მას შემდეგ მიდევს, რაც მე და ჩემი ოჯახი ახალ ბინაში გადავედით. საყვარელმა დეიდამ ახალმოსახლეობაზე მაჩუქა. რა თქმა უნდა, თანდათან ქილაში თაფლი შემცირდა. სულ ცოტა 5 წელი გავიდა! მხოლოდ ახლა დავფიქრდი, შეიძლება თუ არა ძველი თაფლის ჭამა.

ამბობენ, რომ თაფლი იმ პროდუქტებს შორის შედის, რომლის შენახვის ვადა თითქმის შეუზღუდავია. და მაინც, დროთა განმავლობაში თაფლი გემოს და, სპეციალისტების მოსაზრებით, სასარგებლო თვისებებს კარგავს. Vivien გიამბობთ, უსაფრთხოა თუ არა ძველი თაფლი ორგანიზმისთვის.

როგორ განვსაზღვროთ თაფლის ვარგისობა

თაფლის ვარგისობის დასადგენად მისი ლაბორატორიაში წაღება აუცილებელი არაა. საკმარისია, გარეგნულად შეაფასოთ. მაგალითად, თუ თაფლის ზედაპირზე ჰაეროვან ქაფს ხედავთ და მჟავე სუნს გრძნობთ, თაფლი დუღს. სჯობს არ გასინჯოთ.დრომ და პროდუქტის არასწორად შენახვამ მსგავსი რამ შეიძლება გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ თაფლი მშრალ, გრილ შენობაში, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით შეინახოთ. თუ თაფლი უფრო სქელი და მკვრივი გახდა, უბრალოდ დაშაქრდა. ეს ნორმალურია.

ძველი თაფლის საფრთხე – რა თქმა უნდა, 5 წლის თაფლს იმდენი სასარგებლო თვისება არ აქვს, როგორც ახალ პროდუქტს. სპეციალისტების აზრით, საზიანო არაა. ნამდვილად, პროდუქტში შედის ვიტამინები და ამინომჟავები, რომელთაც გარკვეული ქიმიური რღვევისკენ მიდრეკილება აქვთ. ყველაზე სახიფათო ნივთიერება, რომელიც პროცესში წარმოიქმნება, ესაა ოქსიმეთილფურფუროლი.ოქსიმეთილფურფუროლი ან 5–ჰიდროქსიმეთილფურფუროლი – ეს შაქრის ქიმიურად დაშლის შუალედური ნივთიერებაა. ნივთიერება თაფლში გაცხელების და დიდხანს შენახვისას წარმოიქმნება. ამით პროდუქტი ბაქტერიციდულ თვისებებს კარგავს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ნივთიერება სიმსივნური უჯრედების განვითარებას ხელს უწყობს. ასეა პრაქტიკაში? სინამდვილეში, 5 წელი თაფლისთვის ვადა არაა. თუ პროდუქტს სწორად შეინახავთ, 10 წლის შემდეგაც შეიძლება გამოსადეგი იყოს. ამ დროში 1 კგ პროდუქტზე მხოლოდ 25 მლ ოქსიმეთილფურფუროლი წარმოიქმნება. ეს ჯანმრთელობისთვის საშიშ დოზაზე გაცილებით ნაკლებია.ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ოქსიმეთილფურფუროლის საფრთხე გადაჭარბებულია. თითქოსდა, კვლევა მხოლოდ ვირთხებზე ჩატარდა, რომელთაც ნივთიერებას ინექციით უკეთებდნენ. ოქსიმეთილფურფუროლი ისეთი დოზით შეყავდათ, რომელიც ადამიანის მიერ მიღებულ დოზებს რამდენჯერმე აჭარბებს.

როგორ მივიღოთ თაფლი – კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თაფლი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია. და მაინც, მისი მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ თაფლი ალერგიული პროდუქტია, რომელშიც ბევრი გლუკოზა შედის. დღეში მაქსიმუმ 2 ჩ/კ თაფლი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ მიიღოთ. გირჩევთ, ახალი თაფლი მიირთვათ. ასე მეტ ვიტამინს და ანტიოქსიდანტს მიიღებთ.

თუ ძველმა თაფლმა ფერი და გემო შეიცვალა, მისი გადაგდება არ იჩქაროთ. ასეთი თაფლით შეგიძლიათ გემრიელი მარინადი მოამზადოთ. მის ბაზაზე კოსმეტიკურ საშუალებებსაც (სკრაბი, პილინგი, ნიღაბი) ამზადებენ. პროდუქტი მაქსიმალურად გამოიყენეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს