როგორ გაჩნდა ეტიკეტის წესები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ

1621
როგორ გაჩნდა ეტიკეტის წესები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ
როგორ გაჩნდა ეტიკეტის წესები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ

არსებობს ეტიკეტის წესები და უბრალოდ ჩვეული რიტუალები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური რეალობის ნაწილი გახდა. როგორც მაგ., დილას და საღამოს დაბანა. ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ერთმანეთის შეხვედრის დროს ხელის ჩამორთმევა ან ჭიქების მიჭახუნებას, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ. და არც დავფიქრებულვართ, თუ რატომ ვიქცევით ასე და არა სხვაგვარად.

შეხვედრის დროს ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოვართვათ

მისალმების ეს რიტუალი ძალიან ძველია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ. ათენის აკროპოლისის ახალ მუზეუმში „ჰერას და ათენას ხელის ჩამორთმევის“ ქანდაკება არის, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნით თარიღდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელის ჩამორთმევის რიტუალის გაჩენის ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია, ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ეს ჟესტი ადამიანების კეთილ განზრახვას აჩვენებს. პირველ რიგში, ხელის ჩამოსართმევად ადამიანთან ძალიან ახლოს უნდა მიხვიდეთ. მეორე მხრივ, მიღებულია მარჯვენა ხელის გამოყენება, ამის წყალობით თანამოსაუბრე დარწმუნდება, რომ თან იარაღი არ გაქვთ.

შენობაში თავის აქსესუარი უნდა მოიხსნათ

ადრე მამაკაცები ხშირად ქუდებს ატარებდნენ და ეს წესი მაშინ უფრო აქტუალური იყო, ვიდრე ახლა. თუმცა შენობაში ქუდის მოხსნის ტრადიცია შენარჩუნებულია და დღეს ამას ასე ხსნიან: სიბინძურე, წვიმის წვეთი ან თოვლი ოთახში არ გაიფანტება.

მასთან დაკავშირებული ისტორიაც არსებობს. ძველ დროში ეს ჟესტი აჩვენებდა, რომ ხელში ჯენტლმენს იარაღი არ უჭირავს. მას ხომ ხელში ქუდი უჭირავს.

სადილობის დროს იდაყვების მაგიდაზე დაყრდნობა არ შეიძლება

ძველ დროში მაგიდა დიდ დაფას წარმოადგენდა, რომლებიც მორებზე იდო. ამას ხელით ნამუშევარ ინსტრუქციას ვერ ვუწოდებდით და ვინმე თუ მაგიდაზე იდაყვის დადებას გადაწყვეტდა, სავარაუდოდ ყველაფერი მიწაზე აღმოჩნდებოდა.

არსებობს კიდევ ერთი ახსნა. შუა საუკუნეებში სადილობის დროს იმდენი ადამიანი იმყოფებოდა, რომ კომფორტულად დაჯდომა შეუძლებელი იყო. თუ ერთ-ერთი სტუმარი მაგიდაზე იდაყვის დადებას გადაწყვეტდა, ის დიდ ადგილს იკავებდა, რითაც მეზობლის უკმაყოფილებას იწვევდა.

სადღეგრძელოს ჭიქების მიჭახუნება უნდა მოჰყვეს

დღეს ამას დაუფიქრებლად ვაკეთებთ და ამ ტრადიციას ორი ახსნა აქვს. პირველი თეორიის მიხედვით, როცა ადამიანები ჭიქებს უჭახუნებდნენ, ისინი ცდილობდნენ ისე გაეკეთებინათ, რომ შეჯახება ბევრად უფრო ძლიერი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში რამდენიმე წვეთი ერთი ჭიქიდან მეორეში ხვდებოდა. ამ რიტუალის მნიშვნელობა წმინდა პრაქტიკულია: თანამოსაუბრეს აჩვენოთ, რომ შხამი მასში გარეული არაა.

მეორე თეორია მისტიურ შეხედულებასთან არის დაკავშირებული. შუა საუკუნეებში ადამიანებს სჯეროდათ, რომ ალკოჰოლში ბოროტი სულები ცხოვრობენ და მათი შეშინება ჭახუნით იყო შესაძლებელი. ლითონის და მინის ხმას მისტიური ძალა ჰქონდა, როგორც ზარს.

ქალს სკამი უნდა გამოუწიოთ

ძველ დროში ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ქალები ფართო კაბებს იცვამდნენ და მაგიდასთან მოწყობა მათთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მათ კავალერები ეხმარებოდნენ.

დღეს, როცა ტანსაცმელი ბევრად უფრო გამარტივებულია და ბევრი ქალი შარვალს ატარებს, ეს ჩვეულება პრაქტიკული თვალსაზრისით მოძველებულია. მაგრამ მამაკაცები მაინც ასე იქცევიან და ეს სასიამოვნოა.

მთქნარების დროს პირზე ხელი უნდა აიფაროთ

ჩვენ დროში ეს ბუნებრივად ითვლება, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებული რატომ ვიქცევით ასე. აღმოჩნდა, რომ მიზეზი ჩვენი შორეული წინაპრების რწმენაშია. მათ სჯეროდათ, რომ დაღებული პირის დროს ადამიანს სული დატოვებდა, ეს კი არავის სურდა.

მოგვიანებით, ჭირის ეპიდემიის დროს ადამიანები ფიქრობდნენ, რომ თუ მთქნარების დროს პირს ხელით არ დაიფარავდნენ დაინფიცირდებოდნენ. ამასთან დაავადება თითქოსდა სხეულში ხვდებოდა. უფრო მოგვიანებით მთქნარება მოწყენილობას ნიშნავდა, ამის თანამოსაუბრისთვის ჩვენება კი არასწორი იყო.

ცხვირის დაცემინების დროს ადამიანს ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ

ინგლისურენოვან ქვეყნებში ჯანმრთელობის სურვილის ჟღერს როგორც GOD BLESS YOU (უფალმა დაგლოცოს). ითვლება, რომ ამ გამოთქმის წყაროს შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ.

ჩვ.წ.აღ-მდე 590 წელს ევროპაში ჭირის ეპიდემია იყო გავრცელებული. რომაელი პაპი გრიგორი I ბრძანა ყველას დალოცვა, ვისაც ამ საშინელი დაავადების ნიშანი ექნებოდა. მოგვიანებით გამოთქმა ჯანმრთელობის სურვილით ტრანსფორმირდა.

ადამიანზე თითით ჩვენება არ შეიძლება

ბავშვობიდან ვიცით, რომ ასე გაკეთება ლამაზი არაა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ წესს მისტიური ახსნა აქვს.

ჩვენი შორეული წინაპრები თვლიდნენ, რომ თითით ჩვენება, ავ თვალს იზიდავდა, ამასთან სრულად შემთხვევით. ასეთი ჟესტი გარშემო ადამიანების ყურადღებას იწვევს და რა იცი ამ ხალხს შორის ვინ იმყოფება.

მიწაზე გადმოფურთხება არ შეიძლება

წინასწარ ვამბობთ: ზოგიერი ქვეყნის კულტურაში ამაში სამარცხვინო არაფერია. მაგ., ჩინეთში ითვლება, რომ დისკომფორტის მოთმენა არ ღირს, თუ პირში ბევრი ნერწყვი დაგროვდა ან უსიამოვნო გემო გაჩნდა. უმჯობესია ის მოიშოროთ, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის მიწაზე დაფურთხებას კულტურულ გამოვლენად არ თვლიდნენ. ჩვენი წინაპრები, უცნაური ჭირის ეპიდემიის დროს, თვლიდნენ რომ ეს დაავადების გავრცელების მიზეზია.

რესტორანში ან კაფეში მომსახურების საკომისიო უნდა დატოვოთ

ხშირად ჩვენ ვნერვიულობთ იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება საკმარისი და არა ის, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. აღმოჩნდა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ძუნწად არ ჩაგთვალონ.

ეს ჩვეულება შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა. მომსახურე პერსონალს ტავერნებში ფულს აძლევდნენ, რომ მათ საკვები სწრაფად მოეტანათ და ხარისხზე არ ენერვიულათ. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა, მაგრამ შეცვლილი ფორმატით: ახლა საკომისიოს არა ჭამამდე, არამედ ჭამის შემდეგ ვტოვებთ.

რას იტყვით? რომელი წესის ისტორიამ გაგაოცათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს