7 რამ, რასაც თქვენი თვალების ფერის შეცვლა შეუძლია

53201
7 რამ, რასაც თქვენი თვალების ფერის შეცვლა შეუძლია
7 რამ, რასაც თქვენი თვალების ფერის შეცვლა შეუძლია

ვინც არ უნდა იყოთ – ყავისფერ თვალებიანი ქერა ან ცისფერ თვალებიანი შავგრემანი, ალბათ ყოველთვის გსურდათ იმის ცოდნა, თუ როგორი იქნებოდით მაგ. მწვანე ფერის თვალები რომ გქონოდათ. ყველამ არ იცის რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, მათ შორის კვება და ემოციები, რომელთაც თვალის ფერადი გარსის შეცვლა ოპერაციის გარეშე შეუძლიათ. ჩვენ ყველაზე საინტერესოს გიამბობთ, ასევე გიჩვენებთ ვარსკვლავების მაგალითს, რომელთაც თვალის ფერი გარეგნობის მიხედვით კარდინალურად ეცვლებათ.

თქვენთვის საინტერესო ფაქტები შევაგროვეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანის თვალის ფერის შეცვლა.

1.რა გავლენას ახდენს განწყობა თვალის ფერზე

ნათელი ემოციები ორგანიზმისთვის ყოველთვის შენჯღრევაა. ემოციური სიხარულის და ძლიერი აღშფოთების დროს არა მხოლოდ გულის ცემა იცვლება, სუნთქვა ჩქარდება ან პირიქით სუნთქვა გეკვრით, არამედ თვალის ფერადი გარსის შესამჩნევი ცვლილება ხდება. ის შეიძლება უფრო გაჯერებული, ზოგჯერ უფრო მუქი, ზოგჯერ უფრო ღია გახდეს.

ალბათ, ყველაზე სუფთა ფერი შეიძლება შეამჩნიოთ ადამიანებში, რომლებმაც ბედნიერი მომენტები განიცადეს.

  1. მელანინის რაოდენობა და ასაკი

თუ ბავშვი ნაცრისფერ-მოლურჯო ფერის თვალებით დაიბადა, შეიძლება სიურპრიზს ელოდოთ. ცისფერი თვალების საიდუმლო, ასევე „ცის ეფექტს“ უწოდებენ, მელანინის მცირე შემცველობით არის გამოწვეული, ფერადი გარსის სტრომას დაბალი სიმკვრივის გამო კიდევ უფრო ნათელი ხდება – როგორც ცისფერი. 3-18 თვემდე ბავშვების თვალები შეიძლება გამუქდეს, თუ თვალის ფერად გარსში საჭირო რაოდენობის მელანოციტების დაგროვება მოხდება. ხშირად, მთის რეგიონებში მაცხოვრებლებს, ცისფერი ფერის თვალები ყავისფრად ეცვლებათ. ხშირად ეს მშობლების თვალის ფერზე არის დამოკიდებული. ზოგჯერ სრულყოფილი თვალის ფერი 10-12 წლის ასაკში ყალიბდება.

აი, ბავშვები, რომლებიც ყავისფერი თვალებით დაიბადნენ, ყველაფერი სტაბილურად აქვს, ეს მათი ნათელი ფერია მთელი ცხოვრების განმავლობაში. მელანინის მაღალი შემცველობის გამო თვალის ფერადი გარსის გარე შრე შთანთქავს და ასახავს სინათლეს, რომელსაც ყავისფერი ელფერი აქვს. სხვათა შორის, ყავისფერ თვალებიან ადამიანებს თავისი ბონუსი აქვთ – თვალის დაავადების უფრო ნაკლები პროცენტია, მაგრამ მზისგან დამცავი სათვალის ტარება აუცილებელია. კვლევის მიხედვით, ჩეხეთში ყავისფერ თვალებიან ადამიანებს უფრო საიმედოდ აღიქვამენ, სამაგიეროდ ღია ფერის თვალების მქონე ქალებს ნაკლები ნეგატივი და დეპრესია აქვთ.

  1. „ცოცხალი“ კვება და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა

არატრადიციულ მედიცინაში არსებობს თეორია, რომელიც ფერადი გარსის და შინაგანი ორგანოების მდგომარეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ამ მიმართულებას ირიდოლოგია ეწოდება, მაგრამ მყარი მტკიცებულების არ არსებობის გამო ჯერ ფსევდო მეცნიერებად ითვლება. ექიმი რობერტ მორზე, დეტოქსიკაციის სპეციალისტი, რომლის პაციენტიც დაახლოებით ¼ მლნ ადამიანი იყო, უკვე დიდი ხანია ირიდოდიაგნოზით არის გატაცებული: მისი დაკვირვებით, თვალის ზედა კვადრატი ტვინის ჯანმრთელობასთან, შიდა წრე – საკვებ სისტემასთან არის დაკავშირებული. ამასთან ის ამბობს, რომ რაციონში ახალი ხილის და ბოსტნეულის შეტანამ თვალის ფერი შეიძლება შეცვალოს და მან თავისი კვლევების ვიდეო სერია შექმნა.

ერთი გოგონა, რომელიც 6 წელი მის დიეტის მეთოდს იყენებდა, გააზიარა სურათი, სადაც ჩანს თუ თვალის ფერი როგორ შეეცვალა. ექიმის თქმით, მოყვითალო ლაქები ორგანიზმში ბევრ ტოქსინებზე საუბრობს. ნაწლავების პროცესის დარეგულირების შემდეგ, გოგონამ თვალის ფერის მომწვანო-მოყავისფეროდან უფრო ღია ფერში გადასვლა, ასევე იდეალურად თეთრი გარსი შეამჩნია. ამასთან ექიმი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის პიგმენტი უნიკალურია და ინდივიდუალური ანალიზი სჭირდება. პროდუქტებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ისპანახი თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და მათ კაშკაშ ფერს დაუბრუნებს. თაფლი უფრო ღია ფერს მოგანიჭებთ, ზღვის პროდუქტები თვალს უფრო მდიდარს ხდის, ასევე ფერზე გავლენას ახდენს ზეითუნის ზეთი, ხახვი, კაკალი.

  1. მაკიაჟი და გარდერობი თვალის ელფერზე გავლენას ახდენს

ქალებს ჯადოსნური ინსტრუმენტი აქვთ, რომელთა დახმარებითაც თვალის ფერის შესამჩნევად შეცვლა შეუძლიათ. ჯადოსნური ჯოხი კი არის მაკიაჟი სხვასხვა ჩრდილების გამოყენებით, ტანსაცმელი, თმის ფერი და სამკაული. მაგ., ყავისფერ თვალებიანი გოგო ოქროსფერი, ვარდისფერი და სალათისფერი ფერების გამოყენებით ფერად გარსს შესამჩნევად ღიას გახდის.

ცისფერი და მწვანე თვალების ეფექტი ძლიერდება ფირუზისფერი, ლურჯი და მწვანე ფერის ქვების გამოყენებით. ამასთან ნეიტრალური თეთრი, ნაცრისფერი, შავი ფერი თვალის ბუნებრივი ფერის გამოჩენის საშუალებას მოგცემთ.

  1. მზის შუქი და საცხოვრებელი ადგილი

ყავისფერი ფერის თვალები ყველაზე გავრცელებულია დედამიწაზე: მსოფლიო მოსახლეობის 70%-ს ასეთი ფერის თვალები აქვთ – ავსტრალიიდან დაწყებული დასავლეთ და ჩრდილოეთ ამერიკამდე. ზოგიერთ რეგიონში თითქმის მთელ მოსახლეობას – იაპონელების 95%-ს, ადგილობრივ ჩინელებს, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ ევროპაში. აშშ-ში მოსახლეობის ნახევარს ყავისფერი თვალები აქვთ,

ცისფერ თვალებიან ადამიანებს ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ევროპაში შეხვდებით: 89% ესტონეთში, დანიასა და ფინეთში, 75% გერმანიაში, 50% დიდ ბრიტანეთში. ზოგჯერ ასეთი ფერის თვალები გვხვდება სირიაში, აშკენაზებში, ტაჯიკებში. სხვათა შორის, 2008 წელს კოპენჰაგენის გენეტიკის უნივერსიტეტმა გამოავლინა, რომ ლურჯი გარსი – გენების მუტაცია, რომელიც 6-10 ათასი წლის წინ მოხდა. ექიმი ეიბერგი აღნიშნავს, რომ „თავდაპირველად ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა, მუტაციამ კი მელანინის გამომუშავება შეამცირა“. მეცნიერთა აზრით, პირველად ეს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

  1. თვალის ფერის ლაზერით გაღიავება

ადრე იმპლანტის ჩასმის ოპერაციებს აკეთებდნენ, რასაც მაღალი რისკი ახლდა, მათ შორის დაბრმავება, როგორც ერთ ინსტაგრამის ვარსკვლავს დაემართა. მაგრამ 2011 წელს ლაზერული კორექცია შეიმუშავეს, რომელიც ექიმმა გრეგ ჰომერმა აშშ-ში გამოიგონა. ლაზერის საშუალებით მელანინის უჯრედები ნადგურდება, რის ხარჯზე გარსის „განათება“ არის შესაძლებელი. ან ყავისფერი და შავი ფერის თვალების მქონე ადამიანები ცისფერ, ან ნაცრისფერ თვალებიანები გახდნენ.

სიტყვაზე, პროცედურა მხოლოდ 20 წამი გრძელდება, საბოლოო შედეგს კი უკვე 2-4 კვირაში დაინახავთ. პირველმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაცია მხედველობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ყველა გავლენის შესასწავლად დრო არის საჭირო.

  1. ადამიანები თვალებით „ქამელეონი“

ზოგიერთი ადამიანს ორივე თვალი ფერს იცვლის, ეს უჩვეულო ფენომენი ჯერ კიდევ სრულად შესწავლილი არაა. ერთ აზრზე მეცნიერები თანხმდებიან – ეს დაავადება არაა, არამედ უნიკალური შესაძლებლობა. ყველაზე აშკარად ეს მომწვანო-მოცისფრო ან ყავისფერ-მომწვანო ფერის თვალების მქონე ადამიანებს ემჩნევათ. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული ინდივიდუალური მხედველობის პრობლემები არ აღენიშნებათ, ასევე გენეტიკურად მისი გადასვლა არ მტკიცდება.

ბიოლოგების დაკვირვებით, ფერის თანასწორად ცვლილება ნერვულ და ენდოკრინოლოგიურ სისტემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხშირად მიზეზი რელსური გადართვა და მელანინის რაოდენობა არის. თვალები ქამელეონი ყოველთვის რეაგირებენ სტრესს, სიყვარულის განცდებზე, დაღლილობაზე, ასევე ფერის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს გარშემო სამყარო და კლიმატის ცვლილება. ფსიქოლოგები ასეთ ადამიანებში არაპროგნოზირებადობას და ზიანისკენ მიდრეკილებას ამჩნევენ.

ბონუსი: როგორი იქნებოდნენ ვარსკვლავები სხვა ფერის თვალები რომ ჰქონოდათ

ჯულია რობერტსი

ანჯელინა ჯოლი

მონიკა ბელუჩი

კრის ევანსი

მეგან ფოქსი

ზაკ ეფრონი

ამანდა სეიფრიდი

თვალის ფერის შეცვლა ოდესმე გდომებიათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს