მიყვარს, როცა თეთრეული და პირსახოცი იდეალურად დაუთოებულია. ზოგჯერ ფანატიზმამდე მივდივარ. ჩემთვის ეს სახლის დალაგებას და ზოგადად სისუფთავეს მთლიანად ეხება. ტანსაცმელი ყოველთვის სუფთა, სურნელოვანი და კარგად დაუთოებული უნდა იყოს. დიდი ოჯახი გვაქვს, შესაბამისად, უთო ყოველდღე ირთვება. ამ ერთგულ დამხმარეს ძალიან ფრთხილად ვეპყრობით.დროთა განმავლობაში უთოს შიგნით ჭუჭყი გროვდება, ხოლო მის ძირზე ნამწვი ჩნდება. ჩაიდნის მსგავსად უთო წყალს აცხელებს, ამიტომ მასში უსიამოვნო ნაქაფი ჩნდება. Vivien გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ უთო შიგნით ნაქაფისგან, როდის სჭირდება პროფილაქტიკური წმენდა. უთოს მოსავლელად რამდენიმე სასარგებლო ხრიკს გიზიარებთ.
როდის გაწმინდოთ უთო
უთოს რეგულარული წმენდა, 6-8 თვეში ერთხელ მაინც სჭირდება. უფრო ხშირად შეიძლება, როცა აშკარა ჭუჭყი ჩნდება. თუ უთო ტანსაცმელს სვრის და მღვრიე წყალი გამოდის, სასწრაფოდ იმოქმედეთ. დროთა განმავლობაში წყლის რეზერვუარში ნაქაფი და ობი ჩნდება, კორპუსის გარშემო – მტვერი, ხოლო ძირი ნამწვისა და ჟანგისგან იტანჯება.
როგორ გავწმინდოთ უთო შიგნიდან და გარედან – ნაქაფი კალციუმის და მაგნიუმის მარილის ნარევია, ამიტომ მასზე მჟავე გარემოთი უნდა იმოქმედოთ. ახლახანს უთოს გასაწმენდად საოცარი და ბიუჯეტური მეთოდი აღმოვაჩინე. დიდ დროს არ წაგართმევთ და საკმაოდ მარტივია. წმენდა ორ ეტაპად ხდება.
ეტაპი 1 – უთოში 1 ს/კ ლიმონმჟავა ჩაყარეთ. 500 მლ ცხელი წყალი ჩაასხით და კარგად აურიეთ. უთო მაქსიმალურ ტემპერატურამდე გააცხელეთ და ნარევი გარეთ გამოღვარეთ. უთო ჰორიზონტალურად დაიჭირეთ და დაელოდეთ, როცა სითხე მთლიანად აორთქლდება. პროცესის დასაჩქარებლად ორთქლის ღილაკს პერიოდულად ხელი დააჭირეთ. ამის შემდეგ უთო კიდევ ერთხელ გაფილტრული წყლით გარეცხეთ.
ეტაპი 2 – უთოს ძირის გაწმენდაზე გადავიდეთ. კბილის ჯაგრისით ცხელ ძირს ცოტა კბილი პასტას წაუსვით და აქტიურად გახეხეთ. ასე მთელ ჭუჭყს ეფექტურად მოაშორებთ. გაითვალისწინეთ, რომ კბილის პასტის ზოლები სწრაფად ხმება. პროცედურის შემდეგ სუფთა სველი ჩვრით გაწმინდეთ. უთო ახალივით გახდება.
საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეგიძლიათ უთოს საწმენდი ფანქარი შეიძინოთ. უთოს ცხელ ძირს წაუსვით. საშუალება გადნება და სითხედ გადაიქცევა. ახლა ნარჩენები მშრალი ჩვრით მოაშორეთ. გირჩევთ, მეთოდი მხოლოდ მაშინ გამოიყენოთ როცა ძლიერ დაჭუჭყიანებულია, რადგან ფანქარს მძაფრი და უსიამოვნო სუნი აქვს.
რჩევები უთოს გასაწმენდად და პროფილაქტიკისთვის
- უთოს ძირის გასაწმენდად უხეში ღრუბელი და ჯაგრისი არ გამოიყენოთ. მას ზედაპირის გაკაწრვა შეუძლია, რაც მოწყობილობის სწრაფად დაზიანებას გამოიწვევს.
- ორთქლისთვის მხოლოდ სუფთა, გაფილტრული წყალი გამოიყენეთ.
- უთოს შიგნით ნაქაფის და ჟანგის მოსაშორებლად ყოველი დაუთოების შემდეგ წყლის ნარჩენები გადმოღვარეთ.
- თუ შემთხვევით ქსოვილი დაწვით და ქსოვილის ნარჩენები უთოს ძირს მიეკვრა, უთოს სველი ბამბის ქსოვილი მიადეთ. ტემპერატურის ცვლილებით ქსოვილის ნარჩენებს მოაშორებთ.
- აბრაზიული საწმენდი საშუალება არ გამოიყენოთ. ასე უთოს გამოყენების ვადას შეამცირებთ. ის იმუშავებს, მაგრამ ნაკლებად ეფექტური გახდება.
გახსოვდეთ, წმენდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემდეგ უთო ნაკლებად ღირებულ ქსოვილზე (ძველი პირსახოცი ან სხვა უხეში ქსოვილი) გამოიყენეთ, რომ დარჩენილი ჭუჭყი მოაშოროთ.