ჰორტენზია შემოდგომაზე სწორად დარგეთ, რომ დიდებული ყვავილებით ისიამოვნოთ

2585

მსხვილფოთლიან ჰორტენზიას შეგიძლიათ ყველა გაგებით დიდებული ბუჩქი უწოდოთ. მცენარე ყინვის მიმართ გამძლე არაა, მაგრამ მისი მოდა ჩვენს ბაღებშიც შემოვიდა. იისფერ–ვარდისფერი ყვავილების ქუდები, მდიდრული ფორმები და დიდი ფოთლები ნებისმიერს აღაფრთოვანებს.

როგორც კი, 1–2 მსხვილფოთლიან ჰორტენზიას ბაღში დარგავთ, ფარულ პრობლემებს აღმოაჩენთ. პრეტენზიული ყვავილი განსაკუთრებულ პირობებს და სისტემურ მოვლას მოითხოვს. Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ჰორტენზიაზე.

როგორი მიწა უხდება ჰორტენზიას – ჰორტენზიის წარმატებული დარგვა ყოველთვის მომზადებით იწყება. პირველ რიგში, ადგილის და მიწის ნარევის შერჩევას მიხედეთ. ორმოდან უბრალოდ ამოთხრილი მიწა არ გამოგადგებათ. დაგჭირდებათ სპეციალური მიწის ნარევი, სადაც ფესვები სწრაფად გაზრდას და ახალ პირობებთან შეგუებას შეძლებს. ბაღის მიწა, ტორფი, ნეშომპალა და წიწვოვანი მიწა თანაბარი პროპორციით აიღეთ. ფხვიერი და სუპერ მკვებავი მიწის ნარევი გამოგივათ.

როდის სჯობს ჰორტენზიას დარგვა – დასარგავად ოპტიმალური დრო – სექტემბერი. გახსოვდეთ, რომ ღია მიწაში დასარგავად მხოლოდ კარგად განვითარებული ფესვების მქონე ნერგები გამოგადგებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუჩქი ყინვამდე ახალ პირობებთან შეგუებას ვერ შეძლებს. ახალგაზრდა მცენარე გაზაფხულზე დარგეთ, ოღონდ ამინდს დაელოდეთ, რომ მიწა კარგად გამთბარი იყოს.

რაზეა დამოკიდებული ყვავილის შეფერილობა – კიდევ ერთი მომენტი: მიწის მჟავიანობა. ის ყვავილის შეფერილობას უზრუნველყოფს. თუ გსურთ, იისფერი და ლურჯი ჰორტენზია გაზარდოთ, მაღალი მჟავიანობის მქონე მიწა მოამზადეთ. ცისფერი ჰორტენზიისთვის ph 5,0-5,5 უნდა იყოს. მიწას ალუმინის სულფატი დაუმატეთ. ჰორტენზიასთვის ვარდისფერი, წითელი და თეთრი ყვავილები 6,0-6,2 ph–ზე მიიღება. მიწას კომპლექსურ მინერალურ სასუქსაც უმატებენ. ახლა პოპულარულია დანამატი ჰიდროგელი, რომელიც ტენიანობას კარგად ინარჩუნებს.

რა გჭირდებათ სწორი დარგვისთვის – ბუჩქებს შორის რეკომენდებული დაშორება – 1 მეტრი. დასარგავი ორმოს ზომა ღრმა და განიერი უნდა იყოს. ორმოში წყალი რომ არ დაგუბდეს, ძირში დრენაჟის ფენა (კენჭი ან კერამზიტი) ჩადეთ. ღია მიწაში გადარგვამდე ყვავილი კონტეინერში რამდენიმე საათით ადრე უხვად მორწყეთ. ჰორტენზიის ამოღებისას ეცადეთ, რომ მიწის გუნდა არ დააზიანოთ. ვიწრო კონტეინერში ახალგაზრდა ფესვები უკვე დახვეულია. მათ გასწორება სჭირდებათ.

ორმოს ძირში ცოტა მიწის ფენა მოაყარეთ. მასზე ჰორტენზია დადეთ, ფესვები გაასწორეთ. ნერგს მზა მიწის ნარევი ფრთხილად მოაყარეთ, მიწა ჩატუმბეთ. დარგვა უხვი მორწყვით და მულჩირებით დაასრულეთ. ბუჩქის გარშემო წრე 10 სმ სიმაღლის კომპოსტის და ტორფის ნარევით დახურეთ. სასურველია, პირველ წელს ლპობისგან დასაცავად ყვავილი ფუნგიციდის სუსტი ხსნარით მორწყათ. ეს ორ კვირაში ერთხელ გააკეთეთ.

ჰორტენზიას მზე და სითბო უყვარს, ამიტომ უქარო და ღია სივრცე შეარჩიეთ. რეკომენდებული არაა, რომ მცენარე ხის ქვეშ დარგოთ, რადგან სითხისთვის იბრძოლებენ. ბაღის ჟასმინი, იასამანი და გრაკლა კარგი სამეზობლო მცენარებია. და მაინც, ჰორტენზიას ბუჩქისთვის ცალკე დარგვა საუკეთესო ვარიანტია.

საკმაოდ რთული დარგვის პროცესის მიუხედავად ჰორტენზია შუა ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს, ასევე მავნებლებისა და დაავადებებისგან იშვიათად იტანჯება. ერთმნიშვნელოვნად, ასეთი ლამაზი ბუჩქის გაზრდა უნდა სცადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს