შევამჩნიე, რომ ბინაში ტემპერატურის აცივებისთანავე საყვარელი ყვავილის მიწაზე ნადები ჩნდება. ჩვეულებრივ, ეს შუა შემოდგომას ხდება, როცა ტემპერატურა მცირდება, ხოლო ტენიანობა – პირიქით, იზრდება. თან ბინის განიავებაც არ ხდება: გარეთ ცივა. ასეთი პირობები ქოთანში ობის გასავითარებლად ხელსაყრელია.სოკოს ინფექცია ან ობი ყვავილების ქოთანში – მოვლენა, რომელიც დაუყონებლივ ჩარევას მოითხოვს. თუ თეთრი ობი მხოლოდ მცენარისთვის სახიფათოა, შავი ობით შეიძლება ადამიანიც დაზარალდეს. Vivien გიამბობთ, რა იწვევს ობს მიწაზე და როგორ ებრძოლოთ.
ქოთანში ობის გაჩენის 3 მიზეზი
ჭარბი ტენიანობა. პირველ რიგში, ყვავილისთვის შეიძლება არახელსაყრელი ადგილი შეარჩიეთ: ცივი და ზედმეტად ტენიანი. თუ ბინაში გათბობა ჩართული არაა, ხოლო გარეთ ცივა, ესეც შეიძლება მიზეზი იყოს. ამ შემთხვევაში მიწიდან სითხე ნელ–ნელა ორთქლდება, რაც სოკოს ინფექციის განვითარებას ხელს უწყობს.
არახელსაყრელი ნიადაგი. დავიწყოთ იმით, რომ ქოთანში ობი შეიძლება უხარისხო მიწიდან მოხვდეს. მაგალითად, თიხიან და მძიმე მიწაში კარგად ვითარდება. სოკო შეიძლება უხარისხო დრენაჟიდან მოხვდეს. დარწმუნდით, რომ მიწაში წყალი არ გუბდება.
მორწყვის დეტალები. ჭარბი და ხშირი მორწყვით შეიძლება ობის განვითარებას ხელი შეუწყოთ. დააკვირდით, რომ წყალი ზომიერად მიაწოდოთ. მოსარწყავად წვიმის, დაყენებული წყალი გამოიყენეთ.
როგორ მოვაშოროთ ობი ქოთანს – როგორც კი, ობის პირველ ნიშნებს დაინახავთ, იმოქმედეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია ყვავილს დაღუპავს. მიწის ზედა ფენა მოაშორეთ. დარჩენილი მიწა ლიმონის წვენის ან მარგანცოვკის ხსნარით (1 ჩ/კ 1 ჭიქა წყალზე) დაამუშავეთ. ასე მიწას შემდგომი დაინფიცირებისგან დაიცავთ.მოშორებული მიწის ფენა ახლით ჩაანაცვლეთ. რეკომენდებულია, დაფქული ხის ან აქტივირებული ნახშირი დაუმატოთ. კარგი ბაქტერიოციდული საშუალებაა. ბოლოს, მცენარე ფესვების ქვეშ ფუნგიციდის ხსნარით მორწყეთ (15 წვეთი 1 ლ წყალზე საკმარისია). თუ დარწმუნებული არ ხართ, რამდენად ძლიერ არის დაინფიცირებული მიწა, მცენარე ახალ ქოთანში გადარგეთ.
ქოთანში ობის პროფილაქტიკა – ქოთანში ობის გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, ყურადღება მისი წარმოშობის მიზეზს მიაქციეთ. ბინაში კომფორტული პირობა შეუქმენით, სადაც არც ძალიან ცივა და სისველეც არაა. მორწყვა აკონტროლეთ, მხოლოდ შესაფერის მიწაში დარგეთ.
ყვავილის გადასარგავად სჯობს ქოთანი პერფორაციით შეიძინოთ. ასე ზედმეტი სითხე შიგნით არ დაგუბდება. დარგვამდე მიწას დეზინფექცია ჩაუტარეთ. შენობა რეგულარულად გაანიავეთ, ბუნებრივი სინათლე შემოუშვით. ასეთ რამეს ობი ვერ იტანს.ყვავილები დაინფიცირებისგან რომ დაიცვათ და მიწის ვენტილაცია გააუმჯობესოთ, ხის ნაცრით გამოკვებეთ. მარგანოცვკის და ნივრის ხსნარი სოკოს გაჩენას საკმაოდ ეფექტურად ებრძვის. თქვენ რას აკეთებთ, როცა ქოთანში ობი ჩნდება? გაგვიზიარეთ გამოცდილება.