კაუსტიკური სოდა ყველაზე პოპულარული და ძლიერი ტუტეა. მის ხსნარს კანზე მოხვედრისას დამწვრობის გამოწვევა შეუძლია. კაუსტიკი ორგანული წარმოშობის ნებისმიერ ნივთიერებას სწრაფად შლის. ხშირად მსხვილი თეთრი ფხვნილის სახით გვხდება, მაგრამ წყალში კარგად იშლება. მაღალი საფრთხის მიუხედავად კაუსტიკური სოდა საოჯახო საქმეში ძალიან გავრცელებულია.მწვავე ნატრი იწარმოება ქარხნებში, ბუნებრივი ანალოგი არ აქვს. თავისუფლად ხელმისაწვდომია. მის პოვნას მაღაზიაში საყოფაცხოვრებო ქიმიის დახლზე იპოვით. პლასტმასის ქილაში ან პოლიეთილენის შეფუთვაში იყიდება. ამ მასალებთან მწვავე ნატრი რეაქციაში არ შედის.
ნივთიერება თავისი თვისებების წყალობით მძიმე ჭუჭყს ებრძვის. Vivien გიამბობთ, სად და როგორ გამოიყენოთ ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
როგორ გამოვიყენოთ კაუსტიკური სოდა
უსაფრთხოების წესები – კაუსტიკური სოდის გამოყენების შემდეგ არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად გარკვეული წესები დაიცავით:
- გამოყენების წინ სპეციალური ტანსაცმელი ჩაიცვით, დამცავი სათვალე, რეზინის ხელთათმანი და რესპირატორი გაიკეთეთ.
- ყველა ფანჯარა გააღეთ, რომ ოთახი კარგად განიავდეს.
- შეფუთვა მჭიდროდ დახურეთ. ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით შეინახეთ.
- კანზე მოხვედრისას 1%–იანი ძმრის მჟავის ხსნარით გაიწმინდეთ და წყლით გარეცხეთ.
- თვალი და ლორწოვანი გარსი ბევრი წყლით ამოიბანეთ, შემდეგ აუცილებლად ექიმს მიმართეთ.
კაუსტიკური სოდა საყოფაცხოვრებო მიზნით – საკანალიზაციო მილი ყველა სადინარს გადის. შხაპის მიღების შემდეგ ცხიმი, თმა და საპნის ქაფი კედლებზე თანდათან ილექება, რაც დაბლოკვას იწვევს. ზოგჯერ დგუშით მუშაობა საკმარისია. თუ ეს ვერ დაგეხმარათ, უფრო აგრესიულ ზომებზე გადადით. მწვავე ნატრის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
1. პირველ რიგში, კანალიზაცია ეფექტის გასაძლიერებლად გაათბეთ. ცხელი წყალი მოუშვით და რამდენიმე წუთით მილში ჩაასხით. თუ მილი ბოლომდე გაჭედილია, 2-3 ს/კ ნატრიუმის ჰიდროქსიდი ჩაყარეთ და 1 ჭიქა ცხელი წყალი ჩაასხით. 2 საათში ბევრი ცხელი წყლით ჩარეცხეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნივთიერება ნიჟარის ზედაპირს არ მოხვდეს.
2. უფრო ღრმა ბლოკირება ხსნარით დაშალეთ. 3 კგ კაუსტიკური სოდა 7 ლ წყალში გახსენით და სითხე მილში ჩაასხით. 2-3 საათით დაელოდეთ, შემდეგ წყლით ჩარეცხეთ.
3. ყველაზე სერიოზული ჭუჭყი შეგიძლიათ კაუსტიკური სოდის და ძმრის ნარევით მოიშოროთ. 125 მლ მჟავე მილში ჩაასხით და 125 გრ ნივთიერება დაუმატეთ. ცხელი წყლით ჩარეცხეთ.
4. თუ მილებს 3 თვეში ერთხელ მწვავე ნატრის ხსნარით ჩარეცხავთ, ბლოკირებას სამუდამოდ დაივიწყებთ.
სანაგვე ორმო – სანაგვე ორმო ისეა დაპროექტებული, რომ თხევადი ნარჩენები მიწის კედლებიდან ჩაედინება. დანარჩენი პერიოდულად იტუმბება. ზოგჯერ კედლებზე ორგანული ფირი იქმნება, რომელიც წყალს აკავებს. ამრიგად, ორმო უფრო სწრაფად ივსება.
ბარიერის დასაშლელად სოდის და წყლის ნარევი ორმოში ჩაასხით. 1 კუბურ მეტრზე 4 კგ ნივთიერება დაგჭირდებათ. 2-3 დღეში შედეგს ნახავთ.
ჭუჭყი ზედაპირზე – ნატრიუმის ჰიდროქსიდი გაზქურის და მინანქრის ნიჟარაზე ჭუჭყს ეფექტურად უმკლავდება, ჭურჭელს ცხიმის ლაქებს და ნამწვს აშორებს. გამონაკლისი: გალვანზირებული, ალუმინის და ტეფლონის ზედაპირები. საკმარისია, ცოტა სარეცხი საშუალება და წყალი დაუმატოთ, რომ პასტა მიიღოთ. ჭუჭყს წაუსვით და ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყლით გარეცხეთ.
ასეთ ხსნარში შეგიძლიათ ჭურჭელი მოხარშოთ: 5 ლ წყალზე 100 გრ ტუტე, 50 გრ დიასახლისის საპნის ფანტელები და 75 გრ საკანცელარიო წებო დაგჭირდებათ. ხსნარი მხოლოდ მინანქრის ან ფოლადის ქვაბში მოამზადეთ. როცა სითხე ადუღდება, მასში ჭუჭყიანი ჭურჭელი ჩადეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ: ლითონი – 2 საათი, მინა და ფაიფური – 10 წუთი. წყალი აუცილებლად გაავლეთ.
თეთრეულის გარეცხვა – მწვავე ნატრი ბამბის და სელის თეთრეულის (ბეწვი არ შეიძლება) გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხსნარი წყალს არბილებს და ლაქების ამოყვანას აუმჯობესებს. 5 ლ წყალში 3 ს/კ კაუსტიკის სოდა გააზავეთ და 1-2 საათით თეთრეულში გააზავეთ. ნივთები გაწურეთ და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. თუ სარეცხ მანქანაში რეცხავთ, უბრალოდ 2-3 ს/კ ფხვნილის განყოფილებას დაუმატეთ. ოპტიმალური ტემპერატურა 40-60 გრადუსი.
მცენარეების დამუშავება – თუ ბაღის მცენარეებს პარაზიტებმა ან დაავადებებმა შეუტიეს, სპეციალური ხსნარით დაამუშავეთ. მის მოსამზადებლად 1 კოვზი კაუსტიკური სოდა 2 ლ წყალში გახსენით. მსგავსი საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა სამეურნეო შენობას და ცხოველების გალიას დეზინფექცია გაუკეთოთ. 5 ლ წყლისა და 10 ს/კ კაუსტიკის სოდის ნარევით რამდენჯერმე დაამუშავეთ.
ნატრიუმის ჰიდროქსიდის ფასი შედარებით დაბალია, მაგრამ ბევრი საყოფაცხოვრებო ქიმიის შეცვლა შეუძლია. შინაურული საპნის მომზადების მოყვარულები მას ხშირად იყენებენ. კაუსტიკური სოდის ფართო გამოყენება უნივერსალურ საშუალებად აქცევს. გვეთანხმებით?