იცით თუ არა, რომ „ტიტანიკზე“ მხოლოდ ადამიანები არ იმყოფებოდნენ, რომ სალათს „ცეზარი“ რომის იმპერატორის გამო არ ჰქვია, წითელი პლანეტა სინამდვილეში წითელი არაა? როგორ ფიქრობთ, რა დაემართა ბერლინის კედელს დაშლის შემდეგ? როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველასთვის ცნობილი ნივთები, ამბები და ფაქტები საინტერესო დეტალებს მალავს, რომელთაც შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.
და რომელთაც დღეს ჩვენ გიამბობთ.
- როცა „ტიტანიკი“ ჩაიძირა, 706 ადამიანი და 3 ძაღლი გადარჩა.
გამოთვლით, „ტიტანიკის“ ჩაძირვის შემდეგ 2224 მგზავრიდან მხოლოდ 706 გადარჩა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გემზე ასევე 12 ძაღლი იმყოფებოდა, რომელთაგან კატასტროფას მხოლოდ 3 გადაურჩა. სამივე ძაღლი მცირე ზომის იყო, ასე რომ პატრონმა სამაშველო ნავზე მათი აყვანა შეძლო. ეს იყო 2 პომერანული შპიცი და 1 პეკინესი.
- 1415 წელს აზენკურის ბრძოლის დროს ინგლისელი ჯარისკაცები შარვლების გარეშე იბრძოდნენ
აზენკურის ომში, ფრანგებთან ბრძოლის დროს ინგლისელი მშვილდოსნები ნამდვილად არ იცვამდნენ შარვლებს ომის დროს, თუმცა არა მტრების შესაშინებლად. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ბევრი ჯარისკაცი განიცდიდა დიზენტერიას, რომელსაც თან შარდის შეუკავებლობა ახლდა. შარვლის არ არსებობა ჯარისკაცს ბრძოლის დროს ადვილად მოშარდვის საშუალებას აძლევდა. სხვათა შორის, ომში ბრიტანელებმა გაიმარჯვეს, რადგან ფრანგებს შარვლები ეცვათ და მუდმივად ბრძოლის დროს სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი.
- მსოფლიოს გარშემო პირველი მოგზაური მაგელანი არ ყოფილა
მაგელანმა სრუტე გახსნა და ფილიპინემდე მიაღწია, სადაც მოკლეს კიდეც. 265 წევრიდან შემდგარი გემის ეკიპაჟიდან ესპანეთში მხოლოდ 18 დაბრუნდა. მოგზაურობის დროს მაგელანთან ერთად იმყოფებოდა ადამიანი სახელად ჰუან სებასტიან ელკანო, რომელმაც ავადმყოფ ეკიპაჟთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დასრულება მოახერხა.
- გერმანიის მთავრობამ ბერლინის კედელი ნაწილ-ნაწილ გაყიდა
ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მთავრობამ მის კომერციული მიზნით გამოყენებაზე ნებართვა გასცა, რომ უცხოური ვალუტის შემოსავალი მიეღო. სხვადასხვა ნაწილები მთელ მსოფლიოში არის გაბნეული, ერთ-ერთი ფრაგმენტი ლას-ვეგასის კაზინოში Main Street Station-ის მამაკაცების ტუალეტში მდებარეობს.
- მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მარსი წითელი ფერის არის. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ის მრავალფერადია
ახლავე გეუბნებით: არა, ჩვენ არ გვატყუებენ, მარსში წითელი ფერი ნამდვილად დომინირებს. თუ შევხედავთ, მაგ., დედამიწიდან, მარსი სრულად წითელი მოგვეჩვენება მის ატმოსფეროსა და ზედაპირზე არსებული დიდი რაოდენობით რკინის გამო. თუმცა, თავად პლანეტის ზედაპირზე ყოფნის დროს, შეგიძლიათ სხვა ფერებიც დაინახოთ.
NASA-ს თანამშრომლებმა მარსის ლანდშაფტის ზედაპირზე გადაღებულ სურათებზე თავისუფალი წვდომა გააკეთეს. სურათებზე მარსის ხედები არის ნაჩვენები მის ბუნებრივ ფერებში და აქ შეხვდებით ოქროსფერ, ყავისფერ და შინდისფერს. ზოგიერთ სურათს სპეციალისტებმა კორექტირება გაუკეთეს, მოაშორეს ფერები, რომელსაც მტვერი ტოვებს. ასეთ სურათებს შეგიძლიათ ლურჯი, მწვანე ფერის მარსი ნახოთ.
- მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ ბომბის სახით ბეღურების გამოყენებას ცდილობდა.
ჩანაფიქრის მიხედვით, ბეღურა ბომბზე უნდა დაეკრათ, შემდეგ კი იაპონიის თავზე გამოეყენებინათ. ბეღურები დიდ ფართობზე გაფრენის შემდეგ შენობის სხვენში ჩაფრინდებოდნენ, რის შემდეგაც, გეგმის მიხედვით, ტაიმერი ჩაირთვებოდა და ბომბი აფეთქდებოდა. თეორია კარგი იყო და პროექტზე 2 მლნ დოლარი დახარჯეს, სანამ გაიგებდნენ, რომ ეს არ მუშაობს.
- ცეზარმა იცოდა, რომ ბრუტუსი მისი მოკვლას შეეცდებოდა
მარკუს იუნიუს ბრუტუსის დედა სევილია უფროსი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იულიუს კეისრის საყვარელი იყო. ზოგიერთი ანტიკური ისტორიის ავტორი კეისარს ბრუტუსის მამად მიიჩნევს. როგორც ჩანაწერები გვამცნობს, ბრუტუსი საკმაოდ ფეთქებადი იყო და დედის და კეისრის ურთიერთობა არ მოსწონდა, რაზეც ხშირად მინიშნებას აკეთებდა. სავარაუდოდ, მორიგი საუბრის შემდეგ ბრუტუსმა იმპერატორის მოკვლა გადაწყვიტა.
- აშშ-ს პრეზიდენტს, ენდრიუ ჯექსონს ჰყავდა თუთიყუში, რომელიც მას ძალიან უყვარდა. თუმცა ამ თუთიყუშს ერთი უსიამოვნო თვისება ჰქონდა.
აშშ-ს მე-7 პრეზიდენტი იყო ენდრიუ ჯექსონი, რომელიც 1837 წელს გარდაიცვალა. გასვენებაზე ბევრი ადამიანი მოვიდა, რომელთაც მისი ხსოვნის პატივისცემა სურდათ. ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში პრეზიდენტის საყვარელმა თუთიყუშმა ხმამაღლა საშინელი სიტყვების თქმა დაიწყო, რის გამოც დარბაზიდან გაიყვანეს. შესაძლოა, სწორედ ამ უნარის გამო პრეზიდენტს ის ძალიან უყვარდა.
- სალათს „ცეზარი“ იულიუს ცეზარის საპატივცემულოდ არ დაურქმევიათ
მას სახელი იტალიური წარმოშობის ამერიკელი მზარეულის, ცეზარ კარდინის საპატივცემულოდ დაარქვეს. სწორედ კარდინმა გამოიგონა სალათი რესტორანში Caesar Restaurant 1924 წელს. ლეგენდის მიხედვით, სალათი კარდინმა წვეულების დროს მოიგონა, როცა სამზარეულოში უკვე არაფერი აღარ იყო დარჩენილი, ხოლო სტუმრები კერძს მოითხოვნდნენ. მაშინ მან სამზარეულოში დარჩენილი პროდუქტი სალათის მოსამზადებლად გამოიყენა.