ნემსიწვერას გამოკვება ყველა წესის დაცვით

996

ნემსიწვერა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა, რადგან ნაზი ყვავილები აქვს და მოსავლელად უპრეტენზიოა. ყვავილის მოსავლელად გამოკვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. Vivien გასწავლით, როგორ და რით გამოკვებოთ ნემსიწვერა უხვი ყვავილობის მისაღწევად.

ძირითადი რეკომენდაციები – ნემსიწვერას შეფერილობა მის სახეობაზეა დამოკიდებული. ხშირად წითელი, ვარდისფერი და თეთრი ყვავილები გვხდება. აგროტექნიკის ყველა წესის დაცვის შემთხვევაში 3-4 კვირა ყვავის, შემდეგ ჭკნება და ერთმანეთს ცვლის.ერთსა და იმავე დროს ღეროზე ერთდროულად შეიძლება 8 კოკორი მდებარეობდეს. სტიმულატორების მიწოდებით შეიძლება მთელი წელი ყვავილობას მიაღწიოთ.

ყვავილობის სტიმულაცია – უხვი და ხანგრძლივი ყვავილობის მისაღწევად უპირატესობა მიანიჭეთ შემდეგ შემადგენლობას:

  1. კალიუმი და ფოსფორი. ყოველ 21 დღეში 2-ჯერ მორწყვისას გამოიყენეთ.
  2. დამტკბარი წყალი ან „ჰეტეროაუკსინი“ გამოიყენეთ. ნემსიწვერა მსგავს ნარევს ზამთარში განსაკუთრებით რეაგირებს. 7 დღეში ერთხელ მიაწოდეთ.

მზა კომპლექსური პრეპარატები ნემსიწვერასთვის აქტიურად გამოიყენება, რომლებიც შეგიძლიათ სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოთ. სამუშაო ხსნარი მკაცრად ინსტრუქციის დაცვით მზადდება.

აუცილებელი ელემენტები – ნემსიწვერას უხვი ყვავილობისთვის, აქტიური განვითარებისა და ზრდისთვის კალიუმის და ფოსფორის გარდა დაგჭირდებათ შემდეგი ელემენტები:

  • აზოტი. მცენარეს სიმშვიდის ფაზიდან სწრაფად გამოსვლაში და ჯანსაღი მწვანე მასის გაზრდაში ეხმარება.
  • იოდი. ფესვების სისტემის განვითარებას ხელს უწყობს.
  • კალიუმის სულფიდი. ყვავილობის პერიოდს ახანგრძლივებს.

აუცილებლად გამოიყენეთ მიკროელემენტები:

  • თუთია
  • მაგნიუმი
  • ბორი
  • მანგანუმი
  • რკინა

იოდის გამოყენება – ნემსიწვერას ზედმეტად ნაყოფიერი მიწა არ უყვარს. თუ მიწაში მკვებავი ნივთიერებები ჭარბად არის, მცენარე მწვანე მასას აქტიურად ზრდის, მაგრამ არ ყვავილობს.მცენარე იოდზე კარგად რეაგირებს. ამისთვის 1 წვეთი 1 ლ თბილ წყალში გააზავეთ.მცენარე წინასწარ მოამზადეთ:

  1. მიწა კარგად მორწყეთ, რბილი, კარგად დაყენებული წყალი გამოიყენეთ.
  2. მიწა ოდნავ გააშრეთ.
  3. იოდის ხსნარი ფრთხილად მიაწოდეთ, მცენარიდან 0,5 სმ–ს უკან დაიხიეთ ან ქოთნის პირში ჩაასხით. ასეთი მეთოდი ფესვების ან ფოთლების დაწვისგან დაგიცავთ.

ერთ ყვავილზე იოდზე დაფუძნებული მაქსიმუმ 50 მლ სასუქი გამოიყენება.ასეთი მეთოდი ნემსიწვერაზე დადებით გავლენას ახდენს:

  1. სხვადასხვა დაავადების მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს;
  2. ყვავილებს უფრო კაშკაშას ხდის და დიდხანს ყვავილობას ხელს უწყობს;
  3. ზრდას ააქტიურებს;
  4. ჯანსაღ ფესვების სისტემას ავითარებს;

სასუქის მიწოდების წესი – ნემსიწვერა რომ არ დააზიანოთ, სასუქის მიწოდების შემდეგი წესები დაიცავით:

  1. დარწმუნდით, რომ მცენარე საკმარის სინათლეს იღებს. ნემსიწვერას კარგად განათებული ადგილი უყვარს. სამხრეთ ან სამხრეთ–დასავლეთ ფანჯრებზე მოათავსეთ. თუ ყვავილი სინათლის დეფიციტს განიცდის, მკვებავი ნივთიერებების ათვისება და განაწილება გაუჭირდება. სიტუაცია გამოასწორეთ და სასუქი მხოლოდ 14 დღის შემდეგ მიაწოდეთ.
  2. სასუქი არ გამოიყენოთ, თუ მცენარეს ფოთლები ცვივა ან ფირფიტაზე ლპობის ლაქები გაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორწყვის რეჟიმი დარღვეულია და ფესვების სისტემა სოკოთი დაინფიცირებულია. ნემსიწვერა კარგად მორწყეთ, როგორც კი მიწის ზედა ფენა გაშრება. სითხის დაგუბებას და გადაჭარბებას თავი აარიდეთ. რბილი, კარგად დაყენებული წყალი გამოიყენეთ.
  3. გამოკვების შემდეგ მცენარე კარგად გააფხვიერეთ, რომ ფესვების სისტემამ ჟანგბადის დეფიციტი არ განიცადოს.
  4. სასუქი 7 დღეში მაქსიმუმ ერთხელ მიაწოდეთ.
  5. გადარგვამდე 14 დღით ადრე და გადარგვიდან 7 დღე გამოკვება დაივიწყეთ. ასეთი მეთოდი ყვავილს სჭირდება, რომ ძალები აღიდგინოს.
  6. ახალი ყვავილისთვის დოზა 2-ჯერ შეამცირეთ.
  7. ზამთარში თვეში ერთხელ გამოკვებეთ.

სასუქების დროული გამოყენება საშუალებას მოგცემთ, რომ ჯანსაღი მცენარე მიიღოთ და უხვი ყვავილობით დატკბეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს