კარტოფილი მეორე პურია. ჩემს სახლში ეს ძირნაყოფი ყოველთვის სასურველი სტუმარია, განსაკუთრებით, შემწვარი. კარტოფილს ფრიტიურში ძალიან იშვიათად ვამზადებ, რადგან არც თუ ისე სასარგებლო კერძია. კარტოფილს სხვა ბოსტნეულთან ერთად ხშირად ვაცხობ ან ვხარშავ. კარტოფილის ნახარშს ამის შემდეგ ნიჟარაში არ ვღვრი.იცით თუ არა, რომ კარტოფილი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. თუ სწორად მოამზადებთ, ორგანიზმს მკვებავი ცილებით და C ვიტამინით გაამდიდრებთ. მას დიდი ულუფა კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და კალციუმი დაუმატეთ. არა მხოლოდ კარტოფილის რბილობი, არამედ მისი ნათალის ნახარში სასარგებლოა. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კარტოფილის ნახარში ყოველდღიურობაში.
- ვერცხლის გაწმენდა – თუ თქვენი საყვარელი ვერცხლის სამკაული გაშავდა და ასეთივე ბედი უჟანგავი ფოლადის ნაწარმს ეწვია, არ იდარდოთ. თბილ კარტოფილის ნახარშში (უმარილო) ჩადეთ და 20 წუთში გამდინარე წყალი გაავლეთ, ზამშით გააპრიალეთ. ნახეთ, სამკაული ახალივით ბრწყინავს!
- ლინოლეუმის მოვლა – კარტოფილის ნახარშით ლინოლეუმს ბზინვარებას შემატებთ. თავდაპირველად, საპნიანი წყლით გაწმინდეთ. სუფთა ლინოლეუმი უმარილო კარტოფილის ნახარშში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ. ამის შემდეგ მშრალი სალფეთქით ან ჩვრით გაამშრალეთ. მზადაა, შეგიძლიათ სტუმრები მიიღოთ.
- ჩაიდანზე ნაქაფის მოშორება
- თუ ჩაიდანში ნაქაფმმა დაგღალათ, მისი მოშორება მარტივია. ცარიელ ჩაიდანში უმარილო კარტოფილის ნახარში ჩაასხით. 5 წუთიანი შუალედით რამდენჯერმე აადუღეთ. შემდეგ ნახარშში გადაასხით, ჩაიდანი გამდინარე წყალში გაავლეთ. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- მცენარეების მოვლა – კარტოფილის ნახარში კალიუმის და ფოსფორის საწყობია. ნახარში შეგიძლიათ ოთახის მცენარეებისთვის ბიუჯეტურ სასუქად გამოიყენოთ. მთავარია, დარწმუნდით, რომ ნახარშში მარილი დამატებული არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ასეთი დახმარებით მოხარული არ დარჩება.
- გაჭედილი მილი – თუ სამზარეულოში ნიჟარაში მილი ყოველ მე-3-4 დღეს იჭედება და ქიმიური საშუალებების ბოროტად გამოყენება არ გსურთ, კარტოფილის ნახარში დაგეხმარებათ. მილში ჩაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. ცხიმი და ნადები დაიშლება. ახლა მილი გამდინარე წყლით ჩარეცხეთ.
- კანის მოვლა – კარტოფილი არა მხოლოდ სახამებელი, არამედ ვიტამინების და მიკროელემენტების მარაგია, რომლებიც კანისთვის სასარგებლოა. კარტოფილით შეგიძლიათ სახის ნიღაბი მოამზადოთ, რომელიც ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს ეფექტურად ებრძვის. მსგავსი ნიღბები შეგიძლიათ კარტოფილის ნახარშით გააკეთოთ.
ვაღიარებ, ამის შემდეგ კარტოფილი კიდევ უფრო შემიყვარდა. ახლა არა მხოლოდ შესაშური სიჩქარით მივირთმევ, არამედ ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად ვიყენებ. აღიარეთ, სად მიგქონდათ ადრე კარტოფილის ნახარში? სცადეთ, რომ არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ.