ნიორი ნებისმიერ სამზარეულოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია. კერძისთვის 2–3 კბილი ნიორი საკმარისია, მაგრამ სწრაფად მთავრდება. სწორედ ამიტომ, მას ხშირად იმარაგებენ. Vivien გასწავლით, როგორ შეინახოთ ნიორი და გიზიარებთ ნივრის ზამთრისთვის შენახვის დაღესტნურ მეთოდს, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის.სასურველია, ნივრის თავები სეზონზე მოიმარაგოთ, როცა ფასი არ იკბინება. ივლისიდან შუა შემოდგომამდე ნივრის ტომრის ყიდვა მომგებიანია. ნივრის თავები კარგად გადაარჩიეთ. საშუალო ზომის ნიორი შეარჩიეთ, რადგან უკეთ ინახება და სასიამოვნო გემოს ფლობს. ამის გაკეთების შემდეგ შენახვის მეთოდი შეარჩიეთ.
როგორ შევინახოთ ნიორი
თუ ნიორს ტომრით ბნელ და გრილ ადგილას შეინახავთ, მალე გაღვივებას დაიწყებს. გახსოვდეთ, რომ კბილები მაცივარშიც ღვივდება. ამის თავიდან ასაცილებლად ბებიები და ბაბუები სასარგებლო ხრიკებს იყენებდნენ.
- ქილა მარილით – მარილი კარგი კონსერვანტი და ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ცოტა ნივრის შესანახად (დავუშვათ 10-15 თავი) დიდი მინის ქილა აიღეთ. მასში ნიორი ჩაყარეთ და მარილი დაუმატეთ, ბნელ ადგილას შეინახეთ.მარილი სითხეს კარგად იწოვს, ამიტომ ნიორი ნამდვილად არ გაღვივდება და არ დანესტიანდება. მარილის ნაცვლად შეგიძლიათ სუფთა მდინარის კენჭები გამოიყენოთ. ასევე ნაცარი, ფქვილი და ხახვის ფურცლებიც გამოგადგებათ.
- ნიორი ზეთში – ცოტა ნივრის შესანახად გამოგადგებათ. ერთ ტომარა ნიორზე ზეთს ვერ მოიმარაგებთ. ლიტრიანი ქილისთვის კი საკმარისია. ნიორი გაასუფთავეთ და მცენარეული ზეთი დაასხით. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ: ნიორს შეინახავთ და სურნელოვან ზეთს მიიღებთ. ზღვის პროდუქტებს და სალათებს უხდება.თუ ნიორს ზეთში სუსტ ცეცხლზე შეწვავთ, ბუტერბროდისთვის გემრიელ წასასმელს მიიღებთ. ასეთი ნივრის კბილები იმდენად რბილია, რომ პურს მარტივად წაუსვამთ. თან დიდხანს ინახება. ნიორი ზეთში სუსტ ცეცხლზე 1 საათით ხარშეთ.
- ნიორი პარაფინში – კარგად გარეცხილი და გამშრალი ნივრის თავები პარაფინში შეინახეთ. რამდენიმე პარაფინის სანთელი წყლის ორთქლზე გაადნეთ. შემდეგ მორიგეობით ნივრის თავები მასში ამოავლეთ. ფირი ნიორს ბაქტერიებისგან დაიცავს და სითხეს აორთქლების საშუალებას არ მისცემს.
- ნივრის ნაწნავი – ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდი. საკმარისია ნივრები ჩაწნათ, მშრალ და გრილ ადგილას დაკიდოთ. მაგალითად, სხვენში ან სარდაფში. ასე ნიორი არ დალპება, მაგრამ ზამთრისთვის ოდნავ შეიძლება დაჭკნეს.
- ნივრის შენახვა დაღესტნურად – ყველაზე პრაქტიკული მეთოდი. მარილი, ზეთი და პარაფინი არ გჭირდებათ, არც ჩაწვნა.გამომშრალი ნიორი ყუნწით აიღეთ. ნივრის თავებს გასუფთავება არ სჭირდება. ფურცლები აუცილებელია, რომ ნიორში სითხის შენარჩუნება შეძლოთ. გაზქურის სანთურა აიღეთ და ნივრის ფესვები მოწვით ისე, რომ მოწვის ადგილას გაშავდეს. თუ სანთურა არ გაქვთ, სანთელი ან კონფორი გამოიყენეთ. ნივრის ზედა ყუნწიც უნდა მოწვათ.ასე ნიორი ნამდვილად არ გაღვივდება, თუნდაც თბილ ადგილას შეინახოთ. საკუჭნაოში, კარადაში ან აივანზე შეინახეთ.
ახალი ნიორი ზამთარში არა მხოლოდ სანელებელი, არამედ ღირებული სამკურნალო საშუალებაა. სწორედ ამიტომ, მისი მომარაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ამისთვის ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი გამოგადგებათ, მაგრამ ბოლო განსაკუთრებით ეფექტურია! თქვენ როგორ თვლით?