მარტივი ხრიკი, როგორ დავუბრუნოთ უთოს ძირს სიპრიალე და სიგლუვე

1995

უთოს გარეშე ცხოვრების წარმოდგენა რთულია. პატარა მოწყობილობა ყოველთვის მოწესრიგებულად ყოფნაში გვეხმარება. ყოველწლიურად ტექნიკა უფრო სრულყოფილი ხდება, რაც ნივთების დაუთოებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ნებისმიერ ტექნიკას მოვლა სჭირდება, როგორც მოძველებულს, ასევე თანამედროვეს. ყველაზე ფრთხილი მოვლის პირობებშიც უთოზე ნამწვი და ნაქაფი ჩნდება. Vivien გასწავლით, როგორ გაწმინდოთ უთო სახლის პირობებში.

ბევრი სხვადასხვა საშუალების გამოყენების შემდეგ ყველაზე ბიუჯეტურ და ეფექტურ ვარიანტზე შევჩერდი. უთოს ძირს ჭუჭყი ძმრით მოაშორეთ. ახალ და ძველ ლაქებს მშვენივრად გაუმკლავდება. თანამედროვე მოდელებზეც გამოგადგებათ.

უთოს ძირის გაწმენდა მარტივად – ყველა ინგრედიენტი მოიმარაგეთ. დაგჭირდებათ:

  • 9 %–იანი ძმარი
  • ბამბის დისკები
  • ხელთათმანები (ძმრის მჟავისგან ხელის დასაცავად)

სუფრის ძმარი სამზარეულოში თითქმის ყოველთვის გვაქვს. ძმრის ესენციაც გამოგადგებათ. 70%–იანი კონცენტრატია, ამიტომ წყალში 1:7 თანაფარდობით გააზავეთ.

როგორ მოვაშოროთ ახალი ჭუჭყი – ნივთების უმეტესობა შეგიძლიათ ერთ ტემპერატურის რეჟიმზე დააუთოვოთ. უფრო თხელ და ნაზ ქსოვილებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. თუ დაუთოების წინ დაბალი ტემპერატურის დაყენება დაგავიწყდათ, ქსოვილი უბრალოდ დადნება. ამ შემთხვევაში ქსოვილის ნაწილების უთოს ძირზე მიკვრას თავიდან ვერ აიცილებთ. აი, როგორ შეძლებთ მათ სწრაფად მოშორებას.

  1. უთოს ოდნავ გაცივებას დაელოდეთ. თუ ცხელი იქნება, ძმრის მოხვედრისას ორთქლს გამოუშვებს. მისი ჩასუნთქვა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
  2. სანამ უთო გაცივდება, ფანჯრები გასანიავებლად გააღეთ. დარწმუნდით, რომ ოთახში შინაური ცხოველი და ბავშვი არა.
  3. ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ. ბამბის დისკი ძმარში დაასველეთ, შემდეგ ჭუჭყიან ადგილას 30 წამით დააფინეთ.
  4. ბოლოს ეს ადგილი გაწმინდეთ. ნამწვის გაქრობას დაუყონებლივ შეამჩნევთ. პროცედურა სხვა ადგილებშიც გაიმეორეთ, რომ უთოს ძირი მთლიანად გაწმინდოთ.

ამ მეთოდით უთოს ძირის ხვრელებში ნაქაფის მოშორებასაც შეძლებთ.

როგორ მოვაშოროთ ძველი ჭუჭყი – თუ უთოს დიდხანს არ გაწმენდთ, ტანსაცმელზე ცუდად ისრიალებს და კვალს დატოვებს. მისი აღდგენა ისევ ძმრით შეიძლება. ამ შემთხვევაში მე–3 პუნქტი გაიმეორეთ და დრო 1,5-2 წუთამდე გაზარდეთ. გახსოვდეთ, რომ უთო ცივი უნდა იყოს, ხოლო ფანჯრები – ღია.ზოგჯერ ნამწვი ძალიან ჩამჯდარია. თუ მისი მოშორება გიჭირთ, უთო ოდნავ შეათბეთ. გამორთვის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.უკვე არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მარტივი მეთოდები საუკეთესოდ მუშაობს. ასეთი გაწმენდის შემდეგ უთო ახალივით გამოიყურება. პერიოდულად, შიგნიდან აუცილებლად გაწმინდეთ. ეს ტექნიკის ხარისხიანად მუშაობისთვის აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს