ჩვენი მოთხოვნების და გატაცების უმეტესობა ბავშვობიდან ყალიბდება. გოგოებს საერთოდ ყველაფერი ლამაზი ახარებთ. დღემდე მახსოვს მეზობლის მშვენიერი ბაღი ბევრი ვარდით. მათ სხვადასხვა ფორმა და ყვავილი ჰქონდათ, ხოლო სურნელი თავბრუსს მახვევდა. ამ ბაღში პირველივე გასეირნების შემდეგ გადავწყვიტე: როცა გავიზრდები, მეც ასეთი მექნება. მეზობელს ბაღის მოვლაში ვეხმარებოდი კიდეც. ამ საქმეში შემოდგომაზე ვარდის გადაჭრა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.ვარდებს სათითაოდ ვჭრიდით, თავად მსხვილ ტოტებს, მე თხელს. ამ დროს დეიდა ზინა თავის სიბრძნეს მიზიარებდა. პროცესის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე მიამბობდა. შემდეგ გაგონილს მშობლებს ვუზიარებდი და სახლში ვარდის დარგვას ვთხოვდი. დრო გავიდა და ჩემი ოცნება ახდა. ახლა საკუთარი ბაღი მაქვს და ცოდნას თქვენ გიზიარებთ.
შემოდგომაზე ვარდის გადაჭრის მნიშვნელობა და მისი თავისებურებები
რა საჭიროა გადაჭრა – დიდი და პატარა ტოტების გადაჭრის შემდეგ ვარდის იმუნიტეტი იზრდება. მცენარე ზამთარს ადვილად იტანს. ასეთი მანიპულაციის ხარჯზე ბუჩქი კარგად ნიავდება და მზის სინათლეს იღებს. სოკოს განვითარების რისკი მცირდება. გადაჭრილი ვარდის შეფუთვა უფრო მარტივია. გაზაფხულზე ბევრ ახალ ყლორტს დიდი კოკრებით მიიღებთ.
როდის გადავჭრათ ვარდი – ვარდი ღამის ყინვების დაწყებამდე უნდა გადაჭრათ. ძალიან ადრე გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება ახალი ყლორტები წამოვიდეს, რაც მცენარეს ასუსტებს. ჩვეულებრივ, პროცედურას ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე ასრულებენ, მაგრამ ამინდის პროგნოზით იხელმძღვანელეთ. ნათელი, მზიანი დღე აირჩიეთ.
ვარდის წარმატებული გადაჭრის წესი შემოდგომაზე
- ბასრი ინსტრუმენტი. დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტი პირი გალესილია. ბლაგვი პირი მცენარეს დააზიანებს, რამაც შეიძლება მისი კვდომა გამოიწვიოს. სჯობს ამ მიზნით სეკატორი გამოიყენოთ, ხოლო მსხვილი ტოტებისთვის ბასრი დანა.
- გადაჭრის ტექნოლოგია. ტოტები აუცილებლად 45 გრადუსიანი კუთხით გადაჭერით. გადასაჭრელად სპეციალური ადგილი არსებობს, ის მძინარე კვირტებიდან (მომავალი ყლორტი) 0,5 სმ–ს დაშორებით მდებარეობს.
- რამდენი უნდა გადაჭრათ? ზედმეტი არ მოგივიდეთ, მხოლოდ უსარგებლო ტოტები გადაჭერით. როგორც კი თეთრ შუაგულს დაინახავთ, მორიგ ტოტზე გადადით. ყველა ხმელი და დაზიანებული ტოტი მოაშორეთ. მხოლოდ მწიფე ყლორტები, დაახლოებით 4-5 ცალი უნდა დარჩეს. დანარჩენი შეიძლება ლპობის და დასუსტების მიზეზი გახდეს. გადანაჭერი ადგილი ნახშირით დაამუშავეთ.
- როგორ გადავჭრათ ვარდი შემოდგომაზე სწორად – ყლორტების ქაოსური მოშორება მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხს სერიოზულად მიუდექით. განსაზღვრეთ, რომელი ვარდის სახეობა გაქვთ და აქედან გამომდინარე ოპტიმალური გადაჭრის მეთოდი აირჩიეთ.
- საშუალო გადაჭრა. მებაღეებს შორის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც თითქმის ვარდის ყველა სახეობას უხდება, პარკის და ინგლისურის გარდა. ყლორტები 35-40 სმ–მდე დაამოკლეთ. კვირტების რაოდენობას ყურადღება მიაქციეთ, ზუსტად 5 ცალი უნდა დარჩეს.
- წაგრძელებული გადაჭრა. მეთოდი ტოტების მხოლოდ მცირედით შემოკლებას გულისხმობს. სხვადასხვა ყვავილებზე შეგიძლიათ სცადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ორწლიანი წაგრძელებული გადაჭრის შემდეგ ბუჩქი ნაკლებად უხვად იყვავილებს.
- კარდინალური ან მოკლე გადაჭრა. სახელიდან გასაგებია, რომ ტოტებს თითქმის მთლიანად ამოკლებენ. ეს ყვავილის იმუნიტეტს ყინვის მიმართ ასუსტებს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში და ბუჩქის ფორმირებისთვის გამოიყენეთ.
შეჯამება. ვარდმა მომავალ წელს უხვი ყვავილობით რომ გაგახაროთ, გარკვეული წესები დაიცავით:
- ბუჩქს ყველა ფოთოლი მოაშორეთ.
- ყველა თხელი ტოტი მოაშორეთ.
- 3 წელზე მეტი ხნის და ხმელი ტოტები მოჭერით.
- 4-5 მთავარი ტოტი დატოვეთ, რომელზეც 4-5 კვირტი იქნება. დანარჩენი მახვილი კუთხით გადაჭერით.
გადაჭრის პროცედურის შემდეგ მცენარე დაუყონებლივ შეფუთეთ. გაზაფხულზე ვარდი ძალებით სავსე იქნება და მალე ბაღს ჯადოსნური ყვავილებით გაავსებს. ზღაპრული სანახავია, გვეთანხმებით?