მარტო ცხოვრების შემდეგ გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად ხშირად უნდა დავალაგო ბინა. ჩემს ოჯახში კვირაში ერთხელ სახლის დალაგება მიღებული იყო, ხოლო დიდი დღესასწაულების წინ ფანჯრების წმენდის ჩათვლით გენერალურად ვალაგებდით. ჩემი და, რომელიც მივლინებაში ხშირად დადის, თვეში ერთხელ ალაგებს, ხოლო დაქალი, რომელსაც პატარა ბავშვი ყავს, – თითქმის ყოველდღე.სპეციალისტების მოსაზრების შესწავლა და საკითხში გარკვევა გადავწყვიტე, თუ რომელი ბინის ნაწილი მოითხოვს ხშირად დალაგებას. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ოთახში ყოველ კვირა დალაგება აუცილებელია, ზოგი კი ერთი თვით შეგიძლიათ დაივიწყოთ. Vivien გიამბობთ, რამდენად ხშირად უნდა დაალაგოთ ბინა.
- სააბაზანო ოთახის დალაგება – სანტექნიკის გაწმენდა კვირაში მინიმუმ ერთხელ აუცილებელია. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ უნიტაზში არსებული ბაქტერიები საკმაოდ შორს შეიძლება გავრცელდეს – თითქმის 2 მეტრამდე ყველა ზედაპირზე. სააბაზანო ან საშხაპე კაბინა შეიძლება სუფთად გამოიყურება, მაგრამ სჯობს ყოველ კვირა გაწმინდოთ.
- ხალიჩის გარეცხვა – სამწუხაროდ, ხალიჩა როგორი ლამაზი და მყუდროც არ უნდა ჩანდეს, მტვერს შესანიშნავად აგროვებს. მისი გაწმენდა კვირაში ერთხელ აუცილებელია. თუ სახლში პატარა ბავშვი ცხოვრობს, რომელიც ხალიჩაზე ხოხავს, მხოლოდ მტვერსასრუტით არ შემოიფარგლოთ. ხალიჩა სპეციალური საშუალებით და სველი ჩვრით გაწმინდეთ. ხალიჩაზე მტვერი შეიძლება ალერგიის წყარო გახდეს.
- თეთრეულის და პირსახოცის გამოცვლა – თეთრეული აუცილებლად კვირაში ერთხელ გამოცვალეთ. მასზე ღამით დიდ დროს ვატარებთ. თეთრეულსა და ბალიშისპირზე ჭუჭყი, ოფლი, კანის უჯრედები და კრემის ნარჩენები რჩება. იგივე პირსახოცს ეხება. კვირაში ერთხელ გამოცვალეთ, რადგან სველ ბეწვში ბაქტერიები მრავლდება. თუნდაც პირსახოცი სუფთა ჩანდეს და სასიამოვნო სუნი ასდიოდეს!
- ტექნიკის მოვლა – სამზარეულოს ტექნიკას ყოველკვირა წმენდა სჭირდება. თუნდაც თქვენი გამწოვი, მიკროტალღური ღუმელი ან ქურა სუფთად გამოიყურებოდეს, არ იზარმაცოთ და გადაწმინდეთ, სპეციალური საშუალებით დეზინფექცია გაუკეთეთ.
- თვეში ერთხელ – ყოველთვე ისეთი უხილავი ნივთები უნდა გაწმინდოთ, როგორიცაა, მაცივარი. გაალღვეთ და უჯრები გაწმინდეთ. ასე პროდუქტების ვადის შემოწმებასაც შეძლებთ. იგივე სამზარეულოს აქსესუარების (დანა, ჩანგალი, კოვზი) უჯრას ეხება. მათში ბევრი მტვერი გროვდება ან ობი ჩნდება.კომპიუტერი არ დაგავიწყდეთ, მას ხომ მუდმივად ვიყენებთ. თაგვს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ტექნიკის მოსავლელად სჯობს სპეციალური სალფეთქი შეიძინოთ.
უდავოდ, ბევრი რამ თქვენს ბინასა და ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ერთი აზრი არ არსებობს, თუ რამდენად ხშირად უნდა დაალაგოთ ბინა. თუ ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, რა თქმა უნდა, ხშირად უნდა დაალაგოთ. თუ ოჯახის ყველა წევრი წესრიგს იცავს, ნაფშვენები და ლაქები არ რჩება, გაგიმართლათ.