რატომ ვერ მოიფიქრეს მაღალი ტექნოლოგიის ეპოქაში ისეთი კოლგოტი, რომელიც არ იხევა? ალბათ, ნებისმიერი ქალი ადრე თუ გვიან ამ საკითხზე ფიქრობს.
ცივ სეზონზე კოლგოტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი იზრდება. ჩაცმას ვერ ასწრებთ, რომ უკვე გახეულია. ასე თუ ისე კარგი კოლგოტის ფასი 8-10 ლარია. იშვიათია, რომ დიდხანს გაძლოს. ჩაცმისთანავე ცერა თითთან ან ქუსლთან იხევა და თვალი მიდის.
შეგიძლიათ 5 ლარიანი კოლგოტი შეიძინოთ, მაგრამ იმდენად თხელია, რომ მაქსიმუმ ერთი დღე ძლებს.ადრე იყიდებოდა კოლგოტი „ზოლოტაია გრაცია“, რომელი სხეულს ავიწროებდა. მხოლოდ მას ვყიდულობდი, 1–2, ზოგჯერ 3 წელი გახვრეტის და გაწელვის გარეშე მეცვა. უკვე სამი წელია გაყიდვაში არ მინახავს.იმ დასკვნამდე მივედი, რომ 40 დენიეზე ქვემოთ კოლგოტის ყიდვას აზრი არ აქვს.ხალხური საშუალება არსებობს, რომლის მიხედვით კოლგოტი წყალში უნდა გაჟღინთოთ და ღამით საყინულეში შეინახოთ. შემდეგ გამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე გააშროთ. ბოჭკოები უფრო გამძლე უნდა გახდეს. გიცდიათ?
მეგობარმა გამოცდილი მეთოდი გამიზიარა. ნებისმიერი თმის ლაქი შეიძინეთ. ახალი კოლგოტი შეფუთვიდან ამოიღეთ და დაუყონებლივ თმის ლაქით დაამუშავეთ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ხშირად იხევა. თავიდან ვიფიქრე, რომ გაუხეშდებოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი. გაშრობის შემდეგ ისეთივე რბილი დარჩა, როგორიც იყო.
რეცხვის შემდეგ პროცედურას ვიმეორებ. ნამდვილად, კოლგოტი უფრო დიდხანს ძლებს.
რა ვუყოთ კოლგოტს, რომელიც გეცვათ და შემდეგ გარეცხეთ? ისევ ლაქით დაამუშავეთ.
კიდევ როგორ გავახანგრძლივოთ კოლგოტის მსახურების ვადა?
- ნახვრეტების თავიდან ასაცილებლად კოლგოტის ქვეშ იმავე ფერის უყელო წინდა ჩაიცვით.
- თუ ნახვრეტი ცერა თითის მიდამოში ჩნდება, ფრჩხილზე ლეიკოპლასტირი დაიმაგრეთ.
- თუ კოლგოტი თხელია, ხოლო გრძელი ფრჩხილები გაქვთ, კოლგოტის ჩაცმისას ხელთათმანები გაიკეთეთ.
კოლგოტი სჯობს ხელით გარეცხოთ. სანამ კოლგოტს ჩაიცვამთ, ჯერ გარმონივით დაკეცეთ და თანდათან ზევით ასწიეთ, ნეილონი თანაბრად გადაანაწილეთ.თუ სხვა მეთოდები გაქვთ, გაგვიზიარეთ!