რა სჭირდება გამოცდილ დიასახლისს რეცხვისთვის? სპეციალური საშუალება თუ ძვირადღირებული მოწყობილობა ცხოვრებას ამარტივებს, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, როგორც გამოცდილი დიასახლისების შინაურული ხრიკები. დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ნივთები სარეცხ მანქანაში უჩვეულო მეთოდებით. ხრიკებს დააფასებენ შინაური ცხოველების მფლობელები, რადგან ფუმფულა ცხოველი ენდორფინებთან ერთად მუჭა ბეწვსაც გვჩუქნიან.
რა გჭირდებათ გასარეცხად – თუ ლაქებთან გამკლავება როგორღაც შეიძლება, ტანსაცმელზე თმა და მისი უდიდებულესობა ბეწვი გარეცხილი ნივთების მუდმივი თანამგზავრია. არაერთხელ მინახავს სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც დოლურას უმატებენ, მაგრამ არც ერთი მათგანი ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მეთოდს, რომელიც რეცხვას უფრო ხარისხიანს გახდის.
თეთრეულის გაშრობა – თუ სარეცხ მანქანას შრობის რეჟიმი აქვს, ეს შესანიშნავი მეთოდია, რომ გარეცხილ ტანსაცმელს ბეწვი და თმა მოაშოროთ. სარეცხ ან საშრობ მანქანაში შრობის რეჟიმზე ჰაერი ბეწვს იწოვს, რის შემდეგაც ტანსაცმელი გაცილებით სუფთაა. იდეალური ვარიანტი არაა, მით უფრო საშრობი მანქანა ყველას არ აქვს. ყურადღება შემდეგ მეთოდზე გაამახვილეთ.
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი – სარეცხ მანქანაში რეცხვისას ტანსაცმლიდან ბეწვი რომ შეაგროვოთ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გამოიყენეთ. ღრუბელი სპეციალური ბეწვის დამჭერის და ბურთების ალტერნატივაა. როგორც სილიკონის ღრუბელი, ასევე პოროლონი გამოგადგებათ. უპირატესობა პოროლონის ღრუბელს მიანიჭეთ, რადგან იაფია და არასწორი ზედაპირი აქვს, რის გამოც ბეწვი და თმა ღრუბელს ეკვრის. გამოყენებამდე ახალ ღრუბელს უხეში ფენა მოაშორეთ, რადგან ეს ნაწილი იფშვნება და რეცხვას აფუჭებს. ახლა ღრუბელი ან მისი ნაწილი დოლურაში ჩადეთ და ნივთები გარეცხეთ.
გამოყენების შემდეგ ღრუბელი დაგროვებული თმით და ბეწვით გადააგდეთ, რადგან მისი გარეცხვა საკმაოდ რთულია. სილიკონის ღრუბელი კარგია იმით, რომ მისი რამდენჯერმე გამოყენება შეგიძლით. სილიკონზე ბეწვი შესანიშნავად გროვდება. ღრუბელი სარეცხ საშუალებას არ იწოვს და ზუსტად ისე გამოიყენება, როგორც პოროლონის მეტოქე.
სველი სალფეთქი – ზოგიერთი დიასახლისი რეცხვის დროს ჭუჭყის შესაგროვებლად უბრალო სველ სალფეთქს იყენებს. დოლურაში ერთი ან რამდენიმე სველი სალფეთქი ჩადეთ, რომელიც ნივთებს სტატიკურ ელექტროობას, ნაცრისფერ ნადებს და ბეწვს მოაშორებს. რეცხვისთვის განკუთვნილი სპეციალური სალფეთქებიც არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივი არაფრით ჩამორჩება.
როგორ მოვაშოროთ ბეწვი რეცხვის დროს – სახლში ბეწვთან ბრძოლა ყველაზე რთულია. ის ყველგანაა: ავეჯზე, დივანზე, გარეცხილ ნივთებზე. სწორედ ამიტომ, ფუმფულა მეგობრის ყველა მფლობელს ტანსაცმლის საწმენდი ჯაგრისი და წებოვანი გორგოლაჭი მომარაგებული აქვს. ტანსაცმლიდან ძაღლის ბეწვის მოსაშორებლად საუკეთესოა სილიკონის გორგოლაჭი, ის მრავალჯერადია და ყველაფერს იკრობს: თმა, ბეწვი, ნამცეცები.
უბრალო რეზინის ხელთათმანიც გამოგადგებათ. ავეჯს, ხალიჩას და ტანსაცმელს ბეწვი რომ მოაშოროთ, ხელთათმანი ჩამოიცვით და ზედაპირებს ხელი გადაუსვით. მთელი ბეწვი ხელში შეგრჩებათ. თუ ხელთათმანს დაასველებთ, ამოცანას უკეთ გაუმკლავდება. თქვენ როგორ ებრძვით ცხოველის ბეწვს ნივთებზე?