ნაადრევი მოსავალი სიუხვით გაგაოცებთ, თუ დაზამთრამდე სწორ კულტურებს დარგავთ

1028

შემოდგომის ცივი ამინდები დაიწყო და ქალაქის ბინადრებს ნაკვეთებზე მეაგარაკეების ყოფნა აოცებთ. რატომ?! მათ უბრალოდ არ იციან, რა დარგონ დაზამთრამდე მდიდარი მოსავლის მისაღებად. Vivien კარგ და აქტუალურ რჩევებს გთავაზობთ.მაღალი ტენიანობის და სიცივის მიუხედავად, ნაკვეთი პირდაპირი დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ. ეს გონივრულად გააკეთეთ, თუნდაც მინიმალურ ცოდნას ფლობდეთ. რომელი კულტურა და როდის დარგოთ, როდის აიღოთ? არ ინერვიულოთ, ახლა ყველაფერს აგიხსნით.

რა დავრგოთ დაზამთრებამდე

გვიანი დარგვის პლიუსები და მინუსები – დავიწყოთ, დადებითი მომენტებით. პირველ რიგში, ასე მცენარეებს გააკაჟებთ. გაფრთხილებთ, რომ ყველა დარგული მცენარე 100% არ ამოვა, მაგრამ თუ დასარგავი მასალა კარგია, სუსტი მცენარეების რაოდენობა მინიმალური იქნება. კულტურები უფრო ძლიერი გაიზრდება, ვიდრე გაზაფხულზე დარგული.ნაყოფი, ანუ მოსავალი, თავისი რაოდენობით და ზომით გაგახარებთ. მიზეზი დაბალი ტემპერატურაა. მავნებლები და ავადმყოფობები ზამთრის ძილიდან ჯერ არ გამოფხიზლებულან, ამიტომ მცენარეების განვითარებას ხელს არ უშლიან. ამას 2 დაზოგილი კვირა დაუმატეთ, როცა მიწის გათბობაზე ლოდინი მოგიწევდათ. თუ სათბურს იყენებთ, როცა თოვლი დნობას იწყებს, მაშინ 1 თვე ლოდინი მოგიწევთ.ეს სასიამოვნო ბონუსია, რადგან გაზაფხულზე ბოსტნეულის და მწვანილის შეძენაზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ. ყველაფერი თქვენია, შინაურული, დანამატების და ქიმიკატების გარეშე. შესანიშნავია.თუმცა მინუსებიც აქვს. ყველაზე ცუდი: მეაგარაკეს ამინდთან ლატარეის თამაში უწევს. თუ გაზაფხულზე მზე კარგ ტემპერატურას იძლევა, შემდეგ კვლავ სიცივეები დგება – საქმე წასულია. ახალგაზრდა და ნაზი ყლორტები დაბალ ტემპერატურას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამ სიტუაციაში სათბური დაგეხმარებათ.თუ გაზაფხული ნამდვილად ადრე დადგება და თბილი იქნება, ძირნაყოფი გადაწყვეტს, რომ უკვე ზაფხული დადგა და დროა ყვავილების ისრები გამოიღოს, მთელ ძალას თესლისკენ მიმართავს. მოსავალი „ისე რა“ იქნება, სამაგიეროდ, საკმარის თესლს მიიღებთ. არც თუ ისე სასიამოვნო ალტერნატივა.

სწორი დარგვის 3 წესი

  1. დარგვამდე თესლის ჩალბობა არ შეიძლება. აუცილებლად მშრალი უნდა იყოს. სველი თესლი გარემოს და ნაადრევი ყინვების გამო შეიძლება გაიყინოს და, შედეგად, არ გაიზარდოს.
  2. მხოლოდ ყინვაგამძლე კულტურები დარგეთ, რომელთაც ისრების გამოღება არ ახასიათებთ. ლოგიკურია, გვჭირდება ნაყოფი და არა ყვავილები.
  3. დარგვის სიმჭიდროვე 30%–ით გაზარდეთ. სხვათა შორის, ასე ნაკვეთზე ადგილს დაზოგავთ.

რა დავრგოთ – ყველაზე მარტივი: ხახვი. დაბალ ტემპერატურას ადვილად იტანს და მოსავლიანობის პრობლემები არ აქვს. სახეობა „ჯიბე“ და „სტურონი“ გამოგადგებათ. შუა ოქტომბრიდან იანვრის დასაწყისამდე დარგეთ. შემდეგ ზამთრის ნიორი მოდის. ორიენტაცია ყინვამდე 1-1,5 თვით ადრე აიღეთ. მსხალი და ბოლოკი ზედმეტი არაა. ვადა – ნოემბრის დასაწყისამდე.

ზამთრის დარგვის თავისებურებები – დარგვამდე 2–3 კვირით ადრე მიწა გააფხვიერეთ. ასე მცენარის ნორმალურად განვითარებას ხელს შეუწყობთ, მაგრამ ცივ ჰაერთან წვდომას გამორიცხავთ. ზამთრის ბოლოს ყინული თბილი მზის სხივების ზემოქმედებით დნება, გამდნარ წყალს მცენარის ფესვები უპრობლემოდ მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.თუ დარგულ რიგებს ფირს დააფარებთ, დარგვის ადგილას სარეველების თესლები არ მოხვდება. დიახ, ცოტა მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ეს სჯობს, ვიდრე გაზაფხულზე საძულველ სარეველებთან ბრძოლა.მშრალი მიწის, ქვიშის და მინერალური სასუქების სახით მულჩი ზედმეტი არაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთარში თოვლის ქუდი საკმაოდ დიდი არაა და მცენარეებს საკმარისად ვერ იცავს. კარგი მეთოდია მოსავლის დასაცავად.გასაგებია, რომ ბოსტნეულის და მწვანილის დარგვა თბილ სეზონზე უფრო სასიამოვნოა. მზე ანათებს, ცისფერი ცა ლამაზია! მაგრამ შემოდგომაზე სჯობს საქმით დაკავდეთ, მით უფრო შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. მთავარია, გონივრულად და საჭირო ცოდნით იმოქმედოთ. მიწის ხარისხზე და დასარგავ მასალაზეც იზრუნეთ. გაზაფხულზე კარგ მოსავალს და სასიამოვნო ამინდს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს