ბაღის მომზადება ზამთრისთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. აგრონომები გვირჩევენ, რომ ბოლქვიანი ყვავილები შემოდგომაზე დავრგოთ და არა გაზაფხულზე. ამის იმით ხსნიან, რომ შემოდგომაზე მეაგარაკეებს ყვავილებისთვის მეტი დრო აქვთ, ხოლო გაზაფხულზე სჯობს სხვა მცენარეებს, ხეებს, ბოსტნეულს მეტი ყურადღება მივაქციოთ. Vivien გიამბობთ, როგორ დარგოთ ყვავილები შემოდგომაზე ისე, რომ მალე თითოეული კოკორი უხვად აყვავილდეს.
ბაღის მომზადება ზამთრისთვის – ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ შემოდგომაზე სხვადასხვა მავნებლის და ბაქტერიის რაოდენობა მცირდება. მათ ყვავილების სრულად განადგურება შეეძლოთ. უფრო მეტიც, ბოლქვიანი ყვავილები სჯობს თბილ დღეებში დარგოთ, სანამ აგრილდება. მაგალითად, შროშანი, ტიტა, ზაფრანა. შემოდგომის დასაწყისში მიწა საკმაოდ ტენიანია, რომ ყვავილების ფესვების განვითარებას ხელი შეუწყოს.სხვა ყველაფერთან ერთად, ცოტა სიცივე ბოლქვებს უფრო ამტანს, ძლიერს და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ გამძლეს გახდის. ასეთი ყვავილები ყინვას ეგუება, ამიტომ გაზაფხულის დნობა და ყინვა არ აშინებს. შემოდგომის ყვავილები ძალიან მალე გაიზრდება და აყვავილდება, რაც ნებისმიერი მებაღის თვალს გაახარებს.დამეთანხმეთ, ყვავილების შემოდგომაზე დარგვა ძალიან მოსახერხებელია. მიწაში საკმარისი სითხეა და ბოლქვებს ხშირად მორწყვა არ სჭირდება. მთელი ზამთარი დასარგავი მასალის შენახვა და დათბობის ლოდინი არ მოგიწევთ. ბოსტნეულის აღების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გრჩებათ, რომ კლუმბებს მიხედოთ.
ყვავილების მოტივები – ყვავილები წარმატებით რომ გაფესვიანდეს, მიწა სწორად მოამზადეთ. მიწა ფხვიერი და სასარგებლო სასუქით გამდიდრებული უნდა იყოს. მზიანი ნაკვეთი შეარჩიეთ, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩრდილში ან სიცივეში ბოლქვიანი ყვავილები დიდებულად არ აყვავილდება. ასევე ტიტა, ზაფრანა ან შროშანი ყოველწლიურ გადარგვას არ საჭიროებს, მაგრამ ეს შესაძლებლობა სჯობს წინასწარ განიხილოთ.ყველა სარეველა მოაშორეთ, მიწა გააფხვიერეთ, სასუქი დაუმატეთ. ნატურალური სასუქი (კომპოსტი, ნეშომპალა) იდეალურია. სხვადასხვა მინერალური სასუქიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც გარკვეული ტიპის ყვავილებისთვის სჯობს შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ მიწის ტიპიც. მაგალითად, თუ მიწა საკმაოდ მჟავეა, ცოტა კირი, ხის ნაცარი ან დოლომიტის ფქვილი უნდა დაუმატოთ.გამოცდილი მეყვავილეები გირჩევენ, რომ ყვავილების დარგვამდე მიწას გარეცხილი მდინარის ქვიშა დაუმატოთ. ასე ფესვებს სიცივისგან დაიცავთ და ფესვების სისტემას მიწაში გამაგრებაში დაეხმარებით. თითოეულ ორმოს ზუსტად 3 სმ ფენა ქვიშა დაუმატეთ. თქვენი ყვავილები ამას დააფასებენ.
ჯანმრთელი ბოლქვები – დარგვამდე თითოეული ბოლქვი შეამოწმეთ. მათ მცირე მექანიკური ან ლპობადი დაზიანება არ უნდა ჰქონდეთ. უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ყვავილი თავის წინაპრებთან მალე გაეშურება? გამოცდილი მებაღეები გირჩევენ, რომ ბოლქვები დარგვამდე ფუნგიციდებით დაამუშავოთ. ასე მავნე მიკროორგანიზმებისგან დაიცავთ.დარგვის დროს ორმოს ოპტიმალური სიღრმე შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია, რომ არ შეცდეთ, რადგან არასაკმარის სიღრმეზე ყვავილი გაიყინება, ზედმეტად ღრმად დარგული ყვავილი ცუდად განვითარდება და აყვავილდება. თითოეული ყვავილის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს აუცილებლად გაეცანით. ასე მინიშნებებს იპოვით ორმოს სიღრმის, ყვავილების მეზობლობის, სასუქის და ტენიანობის რაოდენობის შესახებ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუ ყვავილები ნამდვილად გიყვართ.
ბაღის სწორი მომზადება ზამთრისთვის – ყვავილების შემოდგომაზე დარგვა ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყველა ყვავილის ბოლქვი არ დარგოთ, რომელსაც იპოვით. აგრონომები გირჩევენ, დეტალურად მოიფიქროთ, თუ როგორი თანმიმდევრობით სჯობს კლუმბზე მუშაობა. მაგალითად, რომელი ყვავილი სჯობს დარგოთ ადრე, რომელი – გვიან. ამავე პრინციპით ჯერ მაღალი მცენარეები დარგეთ, შემდეგ – დაბალი. პატარა ყვავილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალმა მცენარეებმა მზის სინათლე არ დაუჩრდილონ.კარგი ამინდის პირობებში ოქტომბრის დასაწყისამდე შეგიძლიათ დარგოთ ნარგიზა, შროშანი, ზაფრანა, მუსკარი, ღვინა, ცისთვალა და ქიონოდოქსა. როგორც ხედავთ, ბოლქვიანი მცენარეების სია საკმაოდ დიდია. ნამდვილ რეკორდსმენად შეგიძლიათ სუმბული ჩათვალოთ. თუ ამინდი საშუალებას გაძლევთ შეგიძლიათ ნოემბრის დასაწყისამდე დარგოთ.
აი, ასეთი მარტივი და საინტერესო პროცესით ზამთრისთვის ბაღის მომზადებას შეძლებთ. ამ საოცარი ყვავილების დარგვას ჯერ კიდევ შემოდგომაზე მარტივად შეძლებთ. ძალიან მალე თქვენი ეზო ყვავილებით და სურნელოვანი არომატებით გაივსება.