5 წესი, როგორ შეინახოთ კარტოფილი ბინაში სარდაფის გარეშე

1093

ვერ ვიხსენებ ადამიანს, ვისაც კარგად მომზადებული კარტოფილი არ უყვარს. ხახვთან ერთად შემწვარი, კარაქიანი პიურე, ხრაშუნა კარტოფილი ფრი ან არომატული ბლინი. კარტოფილის კერძები უსასრულოდ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ეს მშვენიერია. ოღონდ როგორ შევინახოთ კარტოფილი სწორად? წელს შენახვის არასათანადო პირობების და ადგილის გამო რამდენიმე ყუთი კარტოფილის გადაყრა მომიწია. სოფელში მცოდნე ნათესავებს რჩევა ვკითხე და ახლა ჩემი კარტოფილი თავს კარგად გრძნობს. Vivien გიამბობთ, როგორ შეინახოთ კარტოფილი სახლში: 5 მნიშვნელოვანი წესი.

კარტოფილის სწორად შენახვა

დახარისხება – ბოლქვების შენახვამდე ზომების მიხედვით დაახარისხეთ. დაზიანებული ბოლქვები დაუყონებლივ უნდა შეჭამოთ, ხოლო საშუალო ზომის კარტოფილი შეგიძლიათ დიდხანს გააჩეროთ. მომავალი წლის დასარგავ მასალად პატარა ბოლქვები გადაინახეთ. მოსავალი შეამოწმეთ, პერიოდულად გამწვანებული ნიმუშები გადაყარეთ.

გაშრობა – კარტოფილის ტენიანობას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ. თუ ბოლქვის ზედაპირი მიწით დაფარულია ან ბზინავს, ჯერ ზედმეტები მოაშორეთ. მშრალი, კარგად განიავებული ადგილი იპოვეთ და კარტოფილი მინიმუმ 3 კვირა გააშრეთ. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა 18°C–ზე მაღალი არ უნდა იყოს. ასეთი მოქმედება ლპობას თავიდან აგაცილებთ და პროდუქტს უფრო დიდხანს შეინახავთ.

ტემპერატურა და ტენიანობა – კარტოფილს ყინვა და სიცხე არ უყვარს. შესანახად 2-10°C ოპტიმალური ტემპერატურაა. ბინაში ასეთი პირობის შექმნა რთულია. თუ კარტოფილს აივანზე ინახავთ, აცივებისას ბინაში შემოიტანეთ. კარტოფილთან თერმომეტრი დადეთ და რეგულარულად შეამოწმეთ. მოსავალი გათბობის ბატარეასთან ახლოს არ შეინახოთ. კარტოფილის სითხე აორთქლდება და მოსახმარად გამოუსადეგარი გახდება.ბოლქვი ტენიანობის შემცირებისას ჭკნება და ლპება. თუ შენობაში ნესტი და სითბოა, ბოლქვი სწრაფად გაღვივდება, ხოლო ვიტამინების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ოპტიმალური ტენიანობა – 80-90%. ხშირად გაანიავეთ. ყუთები კედელთან ახლოს არ დადოთ, თუ იქ ნესტია შემჩნეული.

განათება და ადგილი  – კარტოფილი განათებულ ადგილას დიდხანს არ შეინახოთ. სოლანინის წარმოების გამო შეიძლება ტოქსიკური გახდეს. ნივთიერება ადამიანში ძლიერ მოწამვლას იწვევს. სწორედ ამიტომ, კარტოფილი დახურულ კონტეინერში შეინახეთ. ასე ნაყოფის გამწვანებას და გაღვივებას თავიდან აიცილებთ.

სად შევინახოთ კარტოფილი ბინაში

  1. შემინული აივანი. თუ ტემპერატურა დადებითზე ქვემოთაა, კარტოფილის ყუთები ქაფპლასტით შეფუთეთ.
  2. მაცივარი. მასში რეგულარული ტენიანობა და ტემპერატურაა, ამასთან სინათლე არ ხვდება. დაბალი ტევადობა იდეალურ პირობებს ჩრდილავს.
  3. საკუჭნაო. აქ, გათბობის ბატარეა და ფანჯარა არაა. კარტოფილის ბოლქვებს მოეწონება.
  4. სამზარეულოს ტუმბო, რომელიც ღუმელის და გათბობის ბატარეისგან მოშორებითაა. კარტოფილი პლასტმასის პარკში არ შეინახოთ. ყუთში პიტნა ან აბზინდა ჩადეთ. ასე ლპობას თავიდან აიცილებთ.

კონტეინერი – პირადად, ხელნაკეთი ხის ყუთს ვიყენებ. შეგიძლიათ სპეციალური კონტეინერი შეიძინოთ. ნახვრეტებიანი ყუთი შეარჩიეთ, რომ ჰაერზე წვდომა არ შეზღუდოთ, მაგრამ სინათლის შეღწევას ხელი შეუშალოთ. ნატურალური მასალის დაწნული კალათაც გამოგადგებათ. კარტოფილისთვის ნატურალური ტილოს ტომარა ან სინთეტიკის ბადეც შესაფერისია.

გახსოვდეთ, კარტოფილის სწორი შენახვა საშუალებას მოგცემთ, რომ თვეების განმავლობაში, თითქმის გაზაფხულამდე კარტოფილის კერძებით ისიამოვნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს