როგორ გამოვიყენოთ ქაფპლასტი მშენებლობაში? დასათბუნად! – ეს პირველია, რაც თავში მოდის! ასეცაა, მაგრამ დღეს Vivien ქაფპლასტის, როგორ საიზოლაციო მასალის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე არ გიამბობთ. გიზიარებთ 2 მეთოდს, როგორ გამოიყენოთ ქაფპლასტი მშენებლობასა და რემონტში.
1. ქაფპლასტის ჰერმეტიკი – ქიმიის საოცრება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია! ჰერმეტიკის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
- პატარა მოცულობის კონტეინერი. გადაჭრილი ბოთლის თვითნაკეთი ფინჯანიც გამოგადგებათ.
- ნებისმიერი ქაფპლასტის პატარა ნაჭერი. ჩვეულებრივ, შეფუთვის ნარჩენები.
- აცეტონი ან გამხსნელი 646.
100 მლ გამხსნელი ან აცეტონი გაზომეთ და კონტეინერში ჩაასხით. აქვე ქაფპლასტის ნაჭერიც ჩადეთ. რეაქცია მყისიერად ხდება. იწყება დუღილი, რომლის შედეგად ქაფპლასტი იხსნება. ქაფპლასტის და გამხსნელის ქიმიური რეაქციის შედეგად ერთგვარ სუბსტანციას მიიღებთ, რომელიც საღეჭ რეზინას ჰგავს. ესაა თვითნაკეთი ჰერმეტიკი. წყალგაუმტარი, სქელი და საკმაოდ ხარისხიანი. უკვე შევამოწმე! ასეთი მასალით შეგიძლიათ ხვრელები ამოავსოთ და სახურავზე შიფერი შეაკეთოთ. შესანიშნავად გაუმკლავდება!
2. ქაფპლასტის ლაქი – აქვე გეტყვით, რომ ასეთი ხელნაკეთი ლაქისგან დიდი გამძლეობის იმედი არ გქონდეთ. დიახ, რამდენიმე სეზონიდან რამდენიმე წლამდე გაგიძლებთ. პრინციპში, როგორც ნებისმიერი ლაქი, შემდეგ განახლება მოგიწევთ. ლაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ჭურჭელი (ხუთლიტრიანი ბოთლი შეგიძლიათ გადაჭრათ).
- ქაფპლასტი (რაც უფრო მაღალი სიმკვრივისაა, მით უფრო ნაკლები დაგჭირდებათ).
- გამხსნელი (იდეალურია, თუ ქსილოლს გამოიყენებთ)
- ბენზინი 92 ან 95
500 მლ ბენზინი და 100 მლ ქსილოლი კონტეინერში ჩაასხით. ქაფპლასტი პატარა ნატეხებად დატეხეთ. დუღილის რეაქცია მყისიერად დაიწყება და ქაფპლასტი წამებში გადნება. ქაფპლასტი მანამ დაუმატეთ და გაალღვეთ, სანამ აუცილებელ კონსისტენციას არ მიიღებთ. ორგანოლეპტიკური თვისებების მიხედვით ჩვეულებრივ შეძენილ ლაქს ჰგავს. როგორც კი საჭირო კონსისტენციას მიიღებთ, ნახევარი საათით გააჩერეთ. ესეც ასე, ლაქი მზადაა! ასეთი ლაქით ხის მასალა დავფარე. სწრაფად შრება. გაშრობის შემდეგ წყალს არ იწოვს! ისევე ბრწყინავს, როგორც შეძენილი ლაქი. იგივე თვისებები აქვს, ოღონდ უფრო იაფია.