თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ თავი მნიშვნელოვნად და ღირებულად იგრძნოს, ამიტომ კომპლიმენტი ერთ–ერთი ყველაზე სწორი მეთოდია ადამიანის განწყობის ასამაღლებლად. ამასთან სიტყვაძუნწობა არ ღირს როგორც ახლობლებთან, ასევე ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. ოღონდ ამის სწორად გაკეთება უნდა იცოდეთ, რომ მიმღები გაახაროთ და შემთხვევით შეურაცხყოფა არ მიაყენოთ.კარგ კომპლიმენტს შეუძლია ადამიანის განწყობა მთელი დღით აამაღლოს, რთულ წუთებში გაამხნევოს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს. ამ ძლიერმა იარაღმა შეიძლება სარგებელი არა მხოლოდ მიმღებს, არამედ გამცემს მოუტანოს.კომპლიმენტების გაცემა ახალი მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ, ადამიანებთან დაგაახლოვებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ერთი სიტყვა, ყველა ფრონტზე გაიმარჯვებთ.ყველა უპირატესობის მიუხედავად, რთულია იმის გაგება, როგორ შეაქოთ ვინმე, რომ ეს პირფერობაში არ ჩაგითვალონ. Vivien გიზიარებთ 11 მინიშნებას, რომ ნამდვილად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კომპლიმენტები თქვათ.
- კონკრეტული იყავით – იმის მიუხედავად, რომ ფრაზები „საქმე შესანიშნავად შეასრულე“ ან „საოცარი ხართ“ ყოველთვის კარგი მოსასმენია, კომპლიმენტები, რომლებიც ადამიანს თავს უკეთ აგრძნობინებს, კონკრეტულ ხასიათს ატარებს და საერთო პოზიტიურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.იმის ნაცვლად, რომ თქვათ „ყოჩაღი ხართ“, აუხსენით ადამიანს, რატომ არის შესანიშნავი. ეს კომპლიმენტს ინდივიდუალურს ხდის, რაც უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს მიზეზი, რის გამოც კომპლიმენტის თქმის საჭიროებას გრძნობთ, რატომ არ უნდა გააჟღეროთ?
- წარმოთქვით იმ ადამიანის სახელი, ვისაც კომპლიმენტს ეუბნებით – ადამიანებს საკუთარი სახელის მოსმენა უყვართ, ამიტომ თქვენს ქებაში მისი სახელი ჩართეთ. ეს ერთ–ერთი მეთოდია, რომ კომპლიმენტი პირადული და განსაკუთრებული გახადოთ. სჯობს სახელით დაიწყოთ, შემდეგ მისი სახელის მატარებლის შექებით გააგრძელოთ.
- ადამიანის სტილი შეაქეთ – ვიღაცის სტილის შექება შეიძლება ზედაპირული მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ქებას ადამიანის იმიჯის რაიმე უნიკალურობას დაუკავშირებთ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება.სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ ვინმემ თავი შესანიშნავად იგრძნოს, მოკლე მიზეზი გაუზიარეთ, რამ აღგაფრთოვანათ მის სტილში.
- ადამიანის ძალისხმევა აღიარეთ – მას შემდეგ, რაც სამსახურში, უნივერსიტეტში ან წვეულების მოსამზადებლად დიდი შრომა ჩადეთ, სავარაუდოდ, ამ მძიმე შრომის დაფასების სურვილი გაგიჩნდებათ. გამოვიცანით? გარშემომყოფებსაც ამის მიღება სურთ, რომ მათი შრომა სხვებმა დააფასონ.დამსახურებულ ქებაზე არ იძუნწოთ და გამამხნევებელი და სხვისთვის შთამაგონებელი გახდით. მაგალითად, შეგიძლიათ კოლეგას უთხრათ, რატომ აფასებთ თქვენს პროექტში მის დახმარებას, აუხსენით, რომ ეს თქვენთვის ბევრს ნიშნავს.წარმატების გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ მილიონობით წვრილმან „მიღწევაზე“ ყურადღება გაამახვილოთ და მათზე ხმამაღლა ისაუბროთ, რომ ეს ვალდებულებად არ მიიჩნიოთ.
- მიუთითეთ, რამდენად კეთილია ადამიანი – თუ ვინმეს გულის კარგად გათბობა გსურთ, მისი სიკეთე შეაქეთ, და არა უბრალოდ უთხრათ, რომ „ძალიან საყვარელია“. ასეთი ქება კარგად მუშაობს, რადგან პირდაპირ პიროვნების თავისებურებას ყურადღებას აქცევთ და არა იმას, რაც მან გააკეთა.
- შეაქეთ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად საჭიროა – კარგი კომპლიმენტის ერთ–ერთი მთავარი გასაღები სწორად შერჩეული დროა. არ შეგრცხვეთ და ადამიანი შეაქეთ მაშინ, როცა მხარდაჭერა სჭირდება და კომპლიმენტებს იმსახურებს.ბოლოს და ბოლოს, დროული კომპლიმენტი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ადამიანმა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.
- კომპლიმენტში საკუთარ თავთან შედარება არ გამოიყენოთ – ყველაზე ეფექტური კომპლიმენტი მოკლეა და მთქმელის მიმართ ყურადღებას არ იქცევს. სხვა სიტყვებით, არ შეაქოთ სხვა და ამავდროულად, საკუთარი თავი არ დაამციროთ. სჯობს თქვათ: „ასეთი კანი საოცრად გამოიყურება“ და „არა თქვენი კანი ისე ჯანსაღად გამოიყურება, მსურს, მეც თქვენნაირი კანი მქონდეს“. ასე ადამიანს თხოვთ, რომ საპასუხოდ შეგაქოთ და იმ ენერგიის ნაწილს ართმევთ, რომელიც ახლახანს გაეცით.
- თანამოსაუბრის ნიჭს ყურადღება მიაქციეთ – დროდადრო თითოეულ ჩვენგანს სჭირდება შეხსენება, თუ როგორი საოცრები ვართ, ამიტომ ვინმეს ნიჭსა და უნარზე მითითების არ შეგეშინდეთ.ჩვენ ხომ საკუთარ თავში, შესაძლებლობებსა და პიროვნულ თვისებებში ეჭვი ხშირად გვეპარება. სწორედ ამიტომ, მტკიცებულება, რომ ჩვენში რაღაც განსაკუთრებული, საინტერესო და საოცარია, წარმოუდგენლად სასიამოვნოა.
- უცნობ ადამიანს კომპლიმენტი უთხარით – ვინ თქვა, რომ კომპლიმენტები მხოლოდ თქვენს თანამშრომლებს, საუკეთესო მეგობრებს და ოჯახის წევრებს უნდა უთხრათ? თუ უცნობი ან ნაკლებად ნაცნობი ადამიანი აღფრთოვანებას ან მადლიერების გრძნობას იწვევს, მისი შექება არ მოგერიდოთ.მაგალითად, თუ ბარისტამ უგემრიელესი ყავა მოგიდუღათ, ამის შესახებ უთხარით! ბევრი ადამიანი გემრიელ სასმელს, რომელსაც უკეთებენ, ვალდებულებად მიიჩნევს, ამიტომ პატარა კომპლიმენტი ადამიანს გაღიმებას აიძულებს და განწყობას აუმაღლებს.
- კომპლიმენტისთვის განსაკუთრებულ შემთხვევას ნუ ელოდებით – ადამიანებს კომპლიმენტებს „შემთხვევის“ მიხედვით ვეუბნებით. მაგალითად, დაბადების დღეზე ან დაწინაურების დროს, მაგრამ შეგიძლიათ ადამიანი შეაქოთ ნებისმიერ დროს, როცა ამას იმსახურებს ან გამხნევება სჭირდება.შეყვარებულს კომპლიმენტი უთხარით, რომ საყვარელია. მეგობარი შეაქეთ, რომ შესანიშნავია. დედით აღფრთოვანდით, რომელიც ერთდროულად ათას საქმეს ასრულებს. კომპლიმენტი ყოველთვის გრანდიოზული ან ორიგინალური არ უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვნად ჩაითვალოს.
- ორაზროვან კომპლიმენტებს მოერიდეთ – სამწუხაროდ, კომპლიმენტი შეიძლება არასწორად გაიგონ. მაგალითად, თუ თანამშრომელს ეტყვით, რომ დღეს დიდებულად გამოიყურება, შეიძლება იფიქროს, რომ სხვა დღეებში რბილად რომ ვთქვათ, ასე არაა.გარდა ამისა, ზოგიერთი კომპლიმენტი შეიძლება ფლირტში აერიოთ, რაც უხერხულ სიტუაციას გამოიწვევს, თუ ვინმესთან კეკლუცობას არ აპირებთ.
სჯობს ვინმეს გარეგნობაზე ან ჯანმრთელობაზე კომენტარის გაკეთებას მოერიდოთ, თუნდაც კეთილი განზრახვით. საკუთარ ტონს ყურადღება მიაქციეთ, რომ კომპლიმენტი შემთხვევით კრიტიკად, სარკაზმად ან შეურაცხყოფად არ მიიღონ.