ვცდილობ სარეცხ მანქანას ობი მოვაშორო, მაგრამ არაფერი გამომდის

1843

როგორ თანამედროვე და მრავალ ფუნქციურიც არ უნდა იყოს სარეცხი მანქანა, მოვლას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკა გამართულად მუშაობას შეწყვეტს და ძნელად მისადგომ ადგილებში სოკო დაგროვდება. რაღაც დროში სარეცხ მანქანას და მის დოლურას უსიამოვნო სუნი ჩნდება, რომელიც ტექნიკაში ობის გაჩენას ადასტურებს. დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გააქროთ უსიამოვნო სუნი სარეცხ მანქანაში და როგორ აიცილოთ თავიდან სოკოს გაჩენა.

როგორ გავაქრო უსიამოვნო სუნი სარეცხ მანქანაში

მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. მაღალი ტენიანობა, ძნელად მისადგომი ადგილები და სარეცხი მანქანის გაწმენდის უგულებელყოფა სარეცხი ფხვნილის უჯრაში და დოლურის გარშემო რეზინაში ობის განვითარებას იწვევს. ამ ადგილებში რეცხვის შემდეგ წყალი რჩება, რაც ობის და უსიამოვნო, შმორიანი სუნის განვითარების მიზეზი ხდება.

გარდა ამისა, ნივთების ჭუჭყი სარეცხი მანქანის შიდა ელემენტებზე ილექება. მიწა, ქვიშა, მანქანის ფილტრის ჟანგი, სარეცხი ქიმიური საშუალებები მანქანაში ილექება. სწორედ ამიტომ, მისი გაწმენდა აუცილებელია. ბევრ მოდელს თვითწმენდის რეჟიმი აქვს, რომლის დროსაც უბრალოდ სარეცხი ფხვნილი უნდა დაუმატოთ და რეცხვა ჩართოთ. მაღალ ტემპერატურის რეჟიმზე რეცხვის გამო გამაცხელებელ ელემენტებზე ნაქაფი ჩნდება.

სასურველია, ყოველი რეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის კარი ღია დატოვოთ, რომ დოლურა გამოშრეს და განიავდეს. დასალუქი რეზინა გადაკეცეთ და ჩვრით გაამშრალეთ. გარდა ამისა, სარეცხი მანქანა შიგნიდან და გარედან სპეციალური და შინაურული საშუალებებით თვეში ერთხელ გაწმინდეთ. გარე ფილტრების გაწმენდა არ დაგავიწყდეთ. თუ შინაური ცხოველები გყავთ, ეს 2-ჯერ უფრო ხშირად უნდა გააკეთოთ.

სარეცხი ფხვნილის უჯრა – უჯრის გასაწმენდად სარეცხი მანქანიდან მთლიანად ამოიღეთ და დაშალეთ. ახლა გამდინარე წყალში გარეცხეთ და გაწმინდეთ. თუ უჯრის კედლებზე ობია, ქლორიან ხსნარში ჩაალბეთ. ნადების ნარჩენები კბილის ჯაგრისით გახეხეთ. მხოლოდ კარგად გაშრობის შემდეგ სარეცხ მანქანაში თავის ადგილზე დააბრუნეთ.

დოლურა – ყოველი რეცხვის შემდეგ მანქანაში ბეწვი, ჭუჭყის ნარჩენები და ქვიშა რჩება. თუ დოლურას ყოველი რეცხვის შემდეგ არ გაწმენდთ, დროთა განმავლობაში მასზე ჭუჭყი და ბაქტერიები დაგროვდება, რომლებიც ობის და უსიამოვნო სუნის გაჩენას გამოიწვევენ. სწორედ ამიტომ, დოლურას დეზინფიცირება ჩაუტარეთ და ცარიელი რეცხვა ჩართეთ. მანამდე რეზინის მანჟეტი რბილი ღრუბლით და სარეცხი საპონით გაწმინდეთ.

დოლურის დეზინფიცირებისთვის შეგიძლიათ სოდა, ძმარი ან ლიმონმჟავა გამოიყენოთ. ქლორისშემცველი საშუალებები ბაქტერიებს ეფექტურად უმკლავდებიან, მაგრამ მათ შემდეგ სპეციფიკური სუნი კიდევ დიდხანს დარჩება. არჩეული საშუალება დოლურას ჩაასხით. აქვე სუფთა პირსახოცი ჩადეთ, რომელიც რეცხვის დროს ჭუჭყის მოშორებაში დაგეხმარებათ. სოდა, ლიმონმჟავა და ძმარი დოლურას ჭუჭყს კარგად აშორებს და წმენდს.

ფილტრი – ფილტრში ბეწვი, ჭუჭყი, თმა და წყალი გროვდება. ეს ყველაფერი სოკოს და უსიამოვნო სუნის გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სწორედ ამიტომ, თვეში ერთხელ ფილტრი მოხსენით და სარეცხი საშუალებით გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ახლა უკვე იცით, მთავარი მეთოდები, როგორ გააქროთ უსიამოვნო სუნი სარეცხ მანქანაში. უსიამოვნო სუნი და ობი, რომელიც სარეცხ მანქანაში ჩნდება, ტანსაცმელზე რჩება არ უგულებელყოფთ. ყოველი რეცხვის შემდეგ რეზინა გაამშრალეთ და კარი ღია დატოვეთ. თქვენ როგორ წმენდთ სარეცხ მანქანას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს